ვინ არის პიოტრ ზელინსკი ?

ავტორი: johnson, 13-04-2016, 13:44, კატეგორია - სიახლეები / ბიოგრაფიები, 2 505, 10


"ლივერპულს" პიოტრ ზელინსკის გაფორმება სურს. რამდენიმე დღის წინ თავად ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ის უკვე ესაუბრა იურგენ კლოპს. როგორც გაირკვა, პრესაში გავრცელებული ჭორები სიმართლეს შეესაბამება.

 

ის ბევრისთვის უცნობი ფეხბურთელი იყო მანამ, სანამ მერსისაიდელთა ყურადღება არ მიიპყრო. გადავწყვიტეთ უფრო მეტი ინფორმაცია მოგაწოდოთ ახალგაზრდა ფეხბურთელზე :

 

სახელი : პიოტრ სებასტიან ზელინსკი

 

ასაკი : 21 წლის

 

დაბადების ადგილი : ჟაბკოვიც სლასკი, პოლონეთი

 

პოზიცია : ცენტრალური ნახევარმცველი 

 

კლუბი : "უდინეზე"(განათხოვრებულია "ემპოლიში)

 

 

წარსული

"უდინეზეში" ზელინსკი 2011 წელს გადავიდა. იტალიური კლუბის ყურადღება მან პოლონეთის 17 წლამდელთა ნაკრებში თამაშისას მიიპყრო. მის სანაცვლოდ ლუბინის "ზაგლებმა" 100 000 ევრო მიიღო. 

 

პიოტრის დებიუტი "უდინეზეს" პირველ გუნდში 2012 წლის ნოემბერში შედგა. იმ სეზონში მან 9 შეხვედრაში მიიღო მონაწიოლება და 2 ასისტი გააკეთა. მომდევნო წელს კი ზელინსკიმ მხოლოდ 10 მატჩი ჩაატარა. 

 

2014/15 წლებში ის "ემპოლიში" გაანათხოვრეს, სადაც 28 შეხვედრაში 3 ასისტი გააკეთა. შემდეგ კი მისი იჯარა კიდევ 1 წლით გახანგრძლივდა. პოლონელმა კი საგრძნობლად მოუმატა. 

 

მიმდინარე სეზონში პოლონელმა ნახევარმცველმა სერია ა-ში 30 მატჩი ჩაატარა. მის ანგარშზე 4 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა. 

 

სათამაშო სტილი

ზელინსკი ცენტრალური ნახევარმცველია. "ემპოლიში" მას ხშირად ნახავთ შეტევაში წასულს რიკარდო საპონარას გვერდით. ასევე, მას შეუძლია თამაში როგორც ფლანგზე, ისე ფორვარდის უკან. მისი ერთ-ერთი მთავარი ღირებულება ზუსტი პასებია. whoscored.com-ის მონაცემებით, მისი გადაცემების 81,2% ადრესატამდე აღწევს. 

 

ის კარგად თამაშობს პრესინგს. რაც შეეხება დრიბლინგს - საშუალოდ, 1 მატჩში 2,6. პოლონელი კარგად მოერგება იურგენ კლოპის სათამაშო სტილს.

 

 

ნაკრები

U15 გუნდიდან მოყოლებული, ზელინსკი პოლონეთის ყველა ასაკობრივი გუნდის წევრი იყო. პირველ გუნდში მას დებიუტი 2013 წელს ჰქონდა. მას შემდეგ მან 13-ჯერ მოირგო ნაკრების მაისური. მის ანგარიშზე სამი გოლია.

 

კარგი იქნება თუ "ლივერპული" მას ევროპის ჩემპიონატამდე გაიფორმებს, რადგან არ არის გამორიცხული, შემდეგ საქმეში სხვა კლუბებიც ჩაერიონ და ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებამაც მოიმატოს.

 

რას ამბობს თავად ზელინსკი

" "ემპოლიში" ბევრს ვმუშაობ, ასე რომ, ზაფხულში შესაძლოა დიდი ტრანსფერის შანსი მქონდეს. კოუტინიოსთან თამაში ? რა თქმა უნდა. ვფიქრობ, ჩვენ კარგი წყვილი ვიქნებით. ყველაფერს დრო გვაჩვენებს." 

 

რას ამბობენ მასზე

"ზელინსკი სწორ გზაზე დგას. ის ვარჯიშზე კარგია, სერიოზული ბიჭია. დარწმუნებული ვარ, ის მაღალ დონეზე ითამაშებს." - განაცხადა "ემპოლის" მთავარმა მწვრთნელმა იანვარში, "მილანთან" მატჩის შემდეგ.

კომენტარები


captainfantastic
მომხმარებელი

ზუსტი პასუხები თუ ზუსტი პასები? wink
პ.ს.მადლობა ავტორს. შესწორებები ცუდად არ მიიღო.

johnson
ადმინისტრატორი


ციტატა: captainfantastic
ზუსტი პასუხები თუ ზუსტი პასები? wink
პ.ს.მადლობა ავტორს. შესწორებები ცუდად არ მიიღო.

არა რა ცუდად პირიქით... ჯობია დამიწეროთ და გასწორებული იყოს ვიდრე ეგრე ნახოს მერე სხვებმაც wink

ზელინსკიც რაც შეეხება, ვფიქრობ ეს თუ მოვა დაჰუდს არ ვიყიდით. გრუიჩი, ზელინსკი და დაჰუდი ? სამი ახალგაზრდა ერთად არ მგონია კარგი აზრი იყოს... ისე შემდგარ ფეხბურთელებს მიაწვეს რა გიოტცესნაირებს დავიჯერო ასე რთულია ყიდვა?

George
ტოპ კომენტატორი

მე უფრო სერიოზულ ტრანსფერებს ველი მითუმეტეს ნახევარდაცვაში მართლა არ გვიჭირს.ა

Papuashvili
მომხმარებელი

კაროჩე ტრაკის ქანქარი არ გვინდა, კლოპს და ბუვაჩს დო ხუია გამოცდილება აქვთ ასეთ ტიპებთან მუშაობაში, ვაცადოთ.

gio_chyoi
რედაქტორი

მე პირადად ტრანსფერებზე საერთოდ არ ვფიქრობ ჯერ.ევროპის ლიგაზე ვარ მთლიანად გადართული და ისედაც ევროპის ჩემპიონატი რო მორჩება მერე დაიწყებ ალბათ სერიოზული ტრანსფერები

PhilippeCoutinho10
VIP Member

რავი ვნახე და დამევასა მართლა სწრაფია საკაიფო ტექნიკა და დრიბლინგი აქვს ნუ დარტყმა არ მომეწონა პასებიც საკაიფო აქვს

კლოპმა დაამტკიცა რომ მაღალი დონის მენეჯერია რა გუნდი ჩაიბარა და ეხლა რა გუნდი ყავს, იცის კლოპმა თავისი საქმე და მჯერა შედეგს დადებს. უბრალოდ ერთი ორი უკვე შემდგარი ფეხბურთელი მინდა სეზონი ბოლოს რომ შევიძინოთ.

liverpool515
VIP Member

არ ვიცი ეს რო მოვიდეს მაშინ ვიღაც კარგი უნდა წავიდეს ..ჰენდერსონი,ჩანი,ეს გრუიჩი რა ამბავია

Joker
მომხმარებელი

ასეთების მოყვანით ვერასდროს მოვხვდებით ლიგაზე.

lasha77
VIP Member

amattan ertad varskvlavebsac u moiyvanen kargi iqneba :D imedia klopi ar apirebs asetebit eplis mogebas

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.
პირდაპირი ტრანსლაცია

შაბათი, 18:00 სთ.


  • ბერი
  • VS

    14.07.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ტრანმერ როვერსი
  • 2:3

    10.07.2018


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

ჰარი უილსონი

მეტოქე - ჩესტერი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze