ლეგენდარული გამარჯვების საიდუმლო - სტამბული

ავტორი: Papuashvili, 22-04-2016, 02:12, კატეგორია - სიახლეები / ბიოგრაფიები, 1 889, 12


იერჟი დუდეკმა მის ახალ, ავტობიოგრაფიულ წიგნში, პირველად გაანდო საზოგადოებას ინფორმაცია საიდუმლო კოდის შესახებ, რომელსაც ის და რაფა იყენებდნენ, რათა გამოეცნოთ კუთხე თუ რომელი მიმართულებით გაგზავნიდნენ ბურთს "მილანის" ფეხბურთელები.

 

დუდეკისთვის ეს იყო გადამწყვეტი მომენტი "ლივერპულში" თამაშისას. პენალტები, რომელთა წყალობითაც მერსესაიდულმა გუნდმა მეხუთედ დაისაკუთრა ჩემპიონთა ლიგის ტიტული.

 

"დამატებითი დროის მერე მოედანზე სრული ქაოსი იყო. კომბინაცია დაღლილობის, დაძაბულობის და ეჭვი იმისა, რომ ჩვენ ეს თამაში როგორღაც შემოვაბრუნეთ ამ მომენტს ძალიან დაძაბულს ხდიდა. რამდენიმე ადამიანი მოვიდა ჩემთან და რაღაც სიტყვები მითხრა: "ყოჩაღ იერჟი, ახლა პენალტები მოიგერიე. ეს შენი თამაშია, მოიგე ჩვენთვის!"

 

კარაგერი ყველაზე აღფრთოვანებული იყო. მან თავისკენ მიმიზიდა, თვალებში ჩამხედა და დამიყვირა :

 

- იერჟი შეეცადე რამე გააკეთო, რომ "მოსვა" ისინი. გახსოვს გრობელაარი? იყავი მისნაირი! ის ყველას სძულდა! ამოძრავე ფეხები. იმოძრავე ხაზის გასწვრივ, დააბნიე ისინი!

- კარგი, კარა, კარგი, კარგი! მაგრამ ახლა დამანებე თავი, მაცადე პენალტებისთვის მოვემზადო!

- გახსოვდეს! გააკეთე რამე. შენ აუცილებლად უნდა გააკეთო რამე! გახსოვდეს გრობელაარი!

 

მე კი კარგის მეტი არაფერი მითქვამს კარასთვის, რადგან ძალიან მინდოდა ხოსე ოჩოტორენასთან (მეკარეების მწვრთნელი ბენიტესის დროს) ლაპარაკი, მაგრამ მისი სიტყვები დავიმახსოვრე.

 

"ფეიენოორდში" მე მქონდა რვეული, სადაც ვწერდი ინფორმაციას ფეხბურთელების შესახებ, ვინ როგორ ურტყამდა პენალტს. წავიკითხე, რომ მსგავს შენიშვნებს ცნობილი ჰოლანდიელი მეკარე ჰანს ვან ბრუკელენი იყენებდა, რომელიც "პსვ"-ში თამაშობდა სწორედ მაშინ, როდესაც "ეინდჰოვენმა" 11 მეტრიანების სერიის წყალობით "ბენფიკას" მოუგო 1988 წლის ფინალი და ევროპის თასის მფლობელი გახდა. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე მიმებაძა მისთვის და შენიშვნების წერა დავიწყე.

 

ჩემი რვეული შეიცავდა ინფორმაციას სხვადასხვა ფეხბურთელის შესახებ - როგორ პენალტს ურტყამდა, რომელ ფეხს ხმარობდა, რომელ მხარეს ირჩევდა დასარტყმელად. ჰოლანდიაში რვეულს ვიყენებდი, "ლივერპულში" კი ეს არ დამჭირვებია."

 

 

"ბენიტესი ინფორმაციას დიდ ყურადღებას აქცევდა, ამიტომ ფინალის წინ მთლიანი ინფორმაცია "მილანის" ფეხბურთელების შესახებ გასახდელ ოთახში დაფაზე იყო გამოკრული. ასევე იქ ჩემთვის იყო ვიდეოებით, რათა მეყურებინა თუ როგორ არტყამდნენ ისინი პენალტებს და ჯარიმებს. 11 მეტრიანების აღებაზე რაფა მთლიანი სეზონის განმავლობაში მუშაობდა ჩემთან.

 

როგორ აღწერ პენალტს ? მაღალი, დაბალი, შუა? შენ ამას სხვანაირად უნდა მიუდგე. მან მირჩია, რომ მე დამეყო კარი 6 ნაწილად. ზედა მარჯვენა კუთხე პირველი ოთხკუთხედი იყო, მის გვერდით კი მეორე და მესამე ოთხკუთხედები. მეოთხე, მეხუთე და მეექვსე ოთკუთხედები კი ქვედა მარცხენა კუთხიდან იწყებოდა. ამის მერე მე ვუყურებდი მოწინააღმდეგის პენალტებს და ვსწავლობდი თუ რომელ ოთხკუთხედში ურტყამდნენ ან დაარტყამდნენ ისინი.

 

ამის ასათვისებლად 4 თვე დამჭირდა. რაფა სულ მამოწმებდა. "სად ურტყამს ლამპარდი? რომელ ოთხკუთხედში?" მე კი ვპასუხობდი - 6. ჩვენს გარდა ვერავინ ხვდებოდა თუ რაზე ვლაპარაკობდით. ჩვენ საიდუმლო კოდი გვქონდა.

 

სანამ პენალტების სერია დაიწყებოდა ოჩომ სია მოიტანა, სადაც "მილანის" ფეხბურთელების შესახებ მთლიანი ინფორმაცია ეწერა. რა თქმა უნდა, ჩვენს კოდზე, ფეხბურთელების სახელების გვერდზე ნომრები ეწერა, თუ რა მიმართულებით შეიძლება დაერტყათ მათ. სია ძალიან გრძელი იყო, თითქოს ის ტუალეტის ქაღალდის სიგრძისა იყო! - მე ვერ შევძლებ ამის დამახსოვრებას! ვუთხარი ოჩოს, შენ უნდა დამეხმარო.

 

მე ვეცადე დამერწმუნებინა, რომ დამდგარიყო კარის უკან და ინსტრუქციები მოეცა ჩემთვის. მაგრამ რა თქმა უნდა, მსაჯი ამაზე არ დაგვთანხმდებოდა. ამიტომ მე მეორე გეგმა მოვიფიქრე - ყოველი პენალტის წინ, მე შენსკენ გამოვიხედავ, ადექი და თუ ერთ ხელს აიწევ მაშინ მე მარცხნივ წავალ, თუ ორს მარჯვნივ. შენ მხოლოდ ამის გაკეთება შეგიძლია ამ მანძილიდან, მაგრამ ეს მე დამეხმარება."

 

 

"არ ვარ დარწმუნებული ვინმემ დაინახა თუ არა ეს, მაგრამ სკოტ კარსონი იყო ის, ვინც ხელს წევდა და მანიშნებდა სად გადავმხტარიყავი. ყოველ ჯერზე როცა "მილანის" ფეხბურთელი მოდიოდა ჩემსკენ, 'ოჩო' იყურებოდა თავის რვეულში და ეუბნებოდა სკოტს რომელი ხელი აეწია. რა თქმა უნდა, ეს არ იყო 'ოჩოსთვის' ადვილი საქმე. ზოგიერთი ფეხბურთელი სხვადასხვანაირად ასრულებდა პენალტს, ყოველ ჯერზე მე ვხედავდი შიშს მის სახეზე, როცა ის გადაწყვეტილებას იღებდა თუ რა უნდა ენიშნებინა ჩემთვის.

 

ამან მე გამახსენა ტრამპლინიდან მხტომის მწვრთნელი, როცა მან უნდა დააქნიოს დროშა და ანიშნოს მოთხილამურეს როდის უნდა დაიწყოს თავისი ხტომა. ის ელოდება ქარის იდეალურ მდგომარეობას სანამ დროშას დააქნევს.  ეს ნერვების თამაშია, მან ზუსტად უნდა გათვალოს დრო და ქარის მიმართულება. მოთხილამურე ენდობა მწვრთნელს და იმედებს მასზე ამყარებს, სწორედ ეს გავაკეთე მეც. სკოტის ხელები ჩემთვის დროშა იყო. მე ასევე გამოვყენე ჩვენი საიდუმლო კოდი." 

 

 

"ჩვენ ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ. ევროპის ჩემპიონები გავხდით, მას შემდეგ რაც შესვენებაზე გასახდელში სამი გაშვებული ბურთით გავემართეთ. ხოლო მე პენალტი მოვიგერიე. ამაზე ოცნებაც კი წარმოუდგენელი იყო!

 

სანამ ჩვენ ველოდებოდით თასის გადმოცემას, რაფა ჩემთან მოვიდა და ემოციების გარეშე მკითხა: "მითხარი იერჟი, რატომ გადახტი საწინააღმდეგო მხარეს, ჩვენ ხომ მეორე მხარეზე მიგითითეთ ?"

 

ის მართალი იყო. მე მგონი სამჯერ გადავხტი საწინააღმდეგო მხარეს. იმ მომენტში რაფასგან განსხვავებით მე ამაზე არც კი მიფიქრია. მაგრამ ბედნიერი ვარ რომ საწინააღმდეგო მხარეს გადავხტი!" - წერს დუდეკი თავის წიგნში.

კომენტარები


ის რაც იმ დღეს ლივერპულმა გააკეთა ამის განმეორებას სხვა ვერავინ შეძლებს ლივერპულის გარდა. ეს დღე არასდროს დამავიწყდება ეს იყო ყველაზე დიდი ფინალი ლიგის ისტორიაში.

depay
მომხმარებელი

Gamarjobat imedia mimigebt tqveni mteri aravar kai klubia liverpuli imedia evropa ligis sagzurs kvlav daitrevt :D :D MAN UTD ZE LIVERPULELEBS PATIVS SCEMEN

George
ტოპ კომენტატორი

საინტერეს ოიყო. ის ცნობილი ფაქტია რომ კარამ დაარიგა მაკარონივით ემოძრავა. ზუსტად ასე მოიქცა შევჩენკოს პენალტის დროს და მოიგერია.

LFC_TSA
მომხმარებელი

დუდეკ love

lasha77
VIP Member

rava yvelam dauwyo wignis wera visac ar ezareba :D damatebiti shemoshavali gauvhnda

gio_chyoi
რედაქტორი

მართლა რა ყველა პოეტი და მწერალი გახდა ამ სიბერეში :)))))ისე საინტერესო ისტორია იყო მაინც,მარა მაინც ვფიქრობ რო არც დუდეკი იყო უმაღლესი დონის მეკარე და არც რეინა,საერთოდ კაი ხანია(ნუ მე რაც ლივერპულის ფანი ვარ და ზოგადად ფეხბურთს ვუყურებ)მაღალი დონის მეკარე არ გვყოლია

abrama
მომხმარებელი

Mnishvneloba ar aqvs visi pani xar, ar sheidzleba am istoriis wakitxvisas tanshi jruanteli ar dagiaros, ragacnairad.

stephen_gerrard
VIP Member

am finalze sixarulisgan mteli game vtirodi love

tabo94
მომხმარებელი

ხეზე ასვლა არ უნდა ესწავლებინა სხვებისთვის, ეს როგორ გაასაჯაროვა :D

PhilippeCoutinho10
VIP Member

რა გინდათ მინოლე კი გაქვს რაღაცით დუდეკს პენალტების მოგერიება შეუძლია ძაან კარგად

johnson
ადმინისტრატორი

მაგარი ბურთები აიღო მაშინ scarf

jerar-toria-liverpool
მომხმარებელი

ასეთი ფინალი აწი არასოდეს იმიტო არ იქნება რო ჯერარდი არ იქნება მოედანზე,როგორ მინდა ის დრო დბრუნდეს და ჯერარდს მოედანზე ვხედავდე

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.
პირდაპირი ტრანსლაცია

შაბათი, 18:00 სთ.


  • ბერი
  • VS

    14.07.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ტრანმერ როვერსი
  • 2:3

    10.07.2018


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

ჰარი უილსონი

მეტოქე - ჩესტერი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze