რონი მორანი

ავტორი: Mersy, 29-07-2016, 13:48, კატეგორია - მწვრთნელები / სიახლეები, 1 231, 5


ვაგრძელებთ საკმაოდ კარგა ხნის უკან დაწყებულ რუბრიკას "ლივერპულის" თავკაცების შესახებ. ფილ ტეილორის შემდეგ "გვერდს ავუვლი" ისედაც ყველასათვის ცნობილ მენეჯერებს (შენკლი, პეისლი, ფაგანი, დალგლიში) და რონი მორანის შესახებ გიამბობთ.

 

1991 წლის 20 თებერვალს "გუდისონ პარკზე" თასის განმეორებით შეხვედრა გაიმართა, რის შემდეგაც კენი დალგლიშმა თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა. "ლივერპულის" ხელმძღვანელობას სხვა არაფერი დარჩენოდა გარდა იმისა, რომ 56 წლის რონი მორანისთვის მიემართა, რომელიც "მეფე კენის" დამხმარედ მუშაობდა. აღნიშნულ სიტუაციაში რონი საუკეთესო კანდიდატურა იყო, ვინაიდან კლუბში 1950 წლიდან მუშაობდა და ჩინებულად იცნობდა შიდა სამზარეულოს. 

 

მორანი სიხარულით დათანხმდა დროებითი მწვრთნელის, როლს, თუმცა სრულფასოვანი კონტრაქტის გაფორმება იუარა. მან ჩაიბარა გუნდი, რომელიც ჩემპიონატს ლიდერობდა, შესაბამისად რონის პირველი ამოცანა იყო დალგლიშის წასვლით შოკირებული გუნდის "ლუთონთან" მომავალი მატჩისთვის მობილიზება. როგორც სავარაუდო იყო "ლივერპულმა" ვერ მოასწრო გონს მოსვლა და მეტოქესთან 1:3 დამარცხდა. წაგებული იქნა მომდევნო 2 შეხვედრაც: თასის გადათამაშება "ევერტონთან" და რაც არ უნდა დასანანი იყო ჯახი უშუალო კონკურენტ "არსენალთან". 

 

თუმცაღა 3 მარცხს 3 გამარჯვება მოყვა, მათ შორის 7:1 "დერბი ქაუნთისთან". იმ დღეს "ლივერპული" ცხრილის სათავეს დაუბრუნდა, ვინაიდან "კანონირებმა" მოულოდნელად "ნორვიჩთან" დაკარგეს ქულები. დასანანმა მარცხმა "ქპრ"-სთან შინ და "სოტონთან" სტუმრად საჩემპიონო რბოლა კიდევ უფრო დაძაბა. რონი მორანს კიდევ 2 შეხვედრის ჩატარება მოუწევს: უსახური ფრე "ქოვენთრისთან" (1:1) და გამარჯვება "ელან როუდზე" (5:4), სადაც პირველი სათამაშო საათის შემდეგ "მერსესაიდელები" 4:0 იგებდნენ, თუმცა "ლიდსმა" კინაღამ ფრეს გამოკრა ხელი. 

 

დალგლიშის წასვლის შემდეგ უფრო და უფრო მწვავდებოდა მსჯელობა, თუ ვინ გახდებოდა "მეფე კენის" სრულფასოვანი მემკვიდრე. ყველაზე ხშირად "მერსესაიდელებს" გლაზგოს "რეინჯერსის" მესაჭეს გრემ სუნესს უკავშირებდნენ. სავარაუდო იყო, რომ "ლივერპულის" ყოფილი კაპიტანი გუნდს მომავალი სეზონიდან ჩაუდგებოდა სათავეში, თუმცა "წითლების" წარუმატებელმა ასპარეზობამ სუი აიძულა ნაადრევად დაეტოვებინა "აიბროქსი". 1991 წლის 20 აპრილს, "ნორვიჩთან" მატჩის წინ სუნესი უკვე "ენფილდზე" იყო. 

 

მორანის მოღვაწეობას მთავარი მწვრთნელის პოსტზე რთულია ვუწოდოთ შთამბეჭდავი: 4 გამარჯვება, 1 ფრე, 5 მარცხი.  1991-92 წლის სეზონში მორანს კიდევ რამდენჯერმე მოუწია "ლივერპულის" თავკაცობა, მაშინ როცა გრემ სუნესი საავადმყოფოში აღმოჩნდა. აღსანიშნავია ინგლისის თასის 1/2 ფინალური მატჩი "პორტსმუთთან", რომელშიც "მერსესაიდელებმა" პენალტების სერიაში იმარჯვეს. მართალია ამ დროისთვის სუნესი გამოწერილი იყო საავადმყოფოდან, მაგრამ ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა, ამიტომ კლუბის ხელმძღვანელობა და თავად სკოტმა სპეციალისტმა "ლივერპულის" დამოძღვრის პატივი რონი მორანს მიანდეს. 

კომენტარები


lasha1888
ჟურნალისტი

მოკრძალებული კარიერა wink

გიორგი მოგვენატრა შენი სტატიები

gio_chyoi
რედაქტორი

საერთოდ არ ვიცოდი ამ კაცის შესახებ :)

stephen_gerrard
VIP Member

mec ar vicodi amis shesaxeb

liverpool515
VIP Member

აჰა და კიდე იტყვიან სტატიები არ იდება საიტზეო

lasha77
VIP Member

ნეტა არ წასულიყო იმ დროს კენი და ბოლომდე გაჰყოლოდა გუნდს ახლა ალბათ 25 ჯერ ვიქნრბოდით ინგლუსის ჩემპიონები

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.
პირდაპირი ტრანსლაცია

შაბათი, 18:00 სთ.


  • ბერი
  • VS

    14.07.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ტრანმერ როვერსი
  • 2:3

    10.07.2018


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

ჰარი უილსონი

მეტოქე - ჩესტერი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze