გრემ სუნესი

ავტორი: Mersy, 29-07-2016, 14:35, კატეგორია - მწვრთნელები / სიახლეები, 1 468, 8


წარმოგიდგენთ "ლივერპლუს" რიგით მეთოთხმეტე მწვრთნელს - გრემ სუნესი.

 

"რეინჯერსში" გატარებული 5 წარმატებული სეზონის შემდეგ, გრემ სუნესმა თავისი მეგობარი დალგლიში ჩაანაცვლა "ლივერპულის" თავკაცის პოსტზე. დალგლიშის ფორმირებული გუნდი უკვე ასაკში იყო შესული, თუმცა მეორეს მხრივ ახალგაზრდა ტალანტები სტივ მაკმანამანი, რობი ფაულერი და ჯეიმი რედნაპი მზად იყვნენ თავიანთი სიტყვა ეთქვათ. შემდეგში სუნესმა აღიარა, რომ ზედმეტად ადრე შეუდგა წმენდას. მოსვლისთანავე გუნდიდან გაუშვა გამოცდილი ფეხბურთელები: პიტერ ბირდსლი, სტივ მაკმანოჰი, ბარი ვენისონი, როი ჰოუტონი, ხოლო მათ ნაცვლად მასიურად იყიდა მეორეხარისხოვანი ფეხბურთელები (უოლტერსი, კოზმა, დიქსი, კლაიფი, სტიუარტი, ტანერი და ა.შ.). ერთადერთი სარფიანი ტრანსფერი 1991 წლის ოქტომბერში გაფორმებული რობ ჯონსი აღმოჩნდა. 

 

გუნდი მძიმე მდგომარეობაში იყო ჯო ბარნსის, მარკ რაიტის და რონი უილანის ტრავმების გამო. იან მელბიუმ 10 კვირა გამოტოვა, ხოლო რაშმა 20(!!!). შემდეგში იან რაშმა თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში სუნესი დაადანაშაულა მასიურ ტრავმატულობაში, მიზეზად კი სკოტის მიდგომა მოიყვანა, რომელიც წინასასეზონოდ ფეხბურთელებს წარმოუდგენელი დატვირთვების ატანას აიძულებდა. "ბიჭები მწყობრიდან სეზონის დაწყებამდე გამოდიოდნენ."  წერს რაში. 

 

1991/92 წლების სეზონი სკოტი სპეციალისტისთვის დრამატული გამოდგა. აპრილიდან მაისამდე მას მატჩების გამოტოვება მოუწია, ვინაიდან გულის შეტევით საავადმყოფოში აღმოჩნდა. თასის ფინალისთვის პოსტს დაუბრუნდა, თუმცა როგორც საჭიროა ისე ვერ მოახერხა "ლივერპულში" მოპივებული ერთადერთი ტიტულით დატკბობა (ფინალში "სანდერლენდი" 2:0 დამარცხდა). როგორც არ უნდა ყოფილიყო სუნესმა "ლივერპულში" თავისი მოღვაწეობის დასასრულის დასაწყისს თავადვე დაუდო დასაბამი, როდესაც ავადსახსენებელ S*n-ს მიყიდა მატერიალი თავისი სასიყვარულო ისტორიების შესახებ, რომელიც ზუსტად "ჰილსბოროს" ტრაგედიის 3 წლისთავზე გამოქვეყნდა. ბუნებრივია "სკაუზერებს" აღნიშნული ფაქტი სუნესისთვის დღემდე ვერ უპატიებიათ. 

 

ზაფხულში გუნდში მოიწვიეს დევიდ ჯეიმსი, რომელსაც ლეგენდარული ბრიუს გრობელაარი უნდა შეეცვალა. "ლივერპულმა" სეზონი საშინლად დაიწყო, ეს იყო ყველაზე ცუდი სტარტი ბოლო 39 წლის განმავლობაში. განგაშის ზარები სულ უფრო მკვეთრად რეკდნენ. სუნესი "ტოტენჰემთან" ბოლო საშინაო შეხვედრას არც კი დაესწრო, ვინაიდან "ქოვენთრი"-"ლიდსის" საყურებლად გაემართა. თითქოს სუის და "ლივერპულის" გზები უნდა გაყრილიყო, თუმცა ულვაშა სპეციალისტი მომდევნო სეზონშიც დატოვეს და დამხმარედ როი ევანსი მიუვლინეს. ცხადი იყო, რომ ევანსი პირველი ხიფათისასვე შეცვლიდა სუნესს. 

 

"ლივერპულმა" საკმაოდ კარგად დაიწყო და 3 საწყის შეხვედრაში იმარჯვა, თუმცა სექტემბერში ამდენჯერვე დამარცხდა. ოქტომბერი და ნოემბრის დასაწყისი კარგი გამოდგა: 5 გამარჯვება, 2 ფრე. სეზონის შუა ნაწილში "მერსესაიდელებმა" 23 შეხვედრაში 36 ქულას მოუყარეს თავი და მეშვიდე პოზიციაზე აღმოჩდნენ.

 

თასის მესამე რაუნდში გასვლითმა ფრემ "ქოვენთრისთან" (1:1) გაკვირვება გამოიწვია, რომელიც პანიკაში გადაიზარდა "ენფილდზე" განმეორებით შეხვედრაში მარცხის შემდეგ (0:1). სუნესი აანალიზებდა, რომ მსგავსი სიტუაცია მიუღებელი იყო, ამიტომ 1 კვირის შემდეგ ხელმძღვანელობას თანამდებობიდან განთავისუფლება სთხოვა.  ბოლო პრეს კონფერენციას ის არ დაესწრო, რომლის ნაცვლადაც გამოსამშვიდობებელი განცხადება გაავრცელა: "ამ სამსახურს დავთანხმდი, ვინაიდან მტკიცედ მჯეროდა, რომ გუნდს დიდების გზაზე დავაყენებდი, თუმცა სირთულეებს, რომელსაც გადავაწყდი ჩემს ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა."

 

"ლივერპულის" პრეზიდენტი დევიდ მურსი წუხდა თავისი მეგობრის წასვლის გამო, ამიტომ მისი წარუმატებლობა გულის შეტევით, მამის გარდაცვალებით და ტრავმების ეპიდემიით ახსნა.  ნებისმიერ შემთხვევაში ერთ მარტივ საკითხთან მივედით: გუნდის რეზულტატი არ შეესაბამებოდა გულშემატკივრების მოლოდინს.

კომენტარები


stephen_gerrard
VIP Member

Shecdomebi daushvia upatiebeli

George
ტოპ კომენტატორი

ანუ ლივერპულში მწვრთნელს თუ საქმე ცუდად მისდის მაინც დიდხანს ტოვებენ პოსტზე :(

liverpool515
VIP Member

კარგია ესეAთი სტატიები მადლობა ავტორს

David Meskhidze
მომხმარებელი

საიტს საღოლ ყველაზე მაგარი საფეხბურთო საიტია საქართველოში. ლივერპულის ფანი რომ არ ვყოფილიყავი ამ საიტზე ინფორმაციის გასაგებად მაინც შემოვიდოდი wink

Mersy
რედაქტორი


ციტატა: David Meskhidze
საიტს საღოლ ყველაზე მაგარი საფეხბურთო საიტია საქართველოში. ლივერპულის ფანი რომ არ ვყოფილიყავი ამ საიტზე ინფორმაციის გასაგებად მაინც შემოვიდოდი wink


ჯერ სად ხარ ))))

gio_chyoi
რედაქტორი

ეს მგონი ფეხბურთელი უკეთესი იყო

KhomreRicky
VIP Member

აუ გიორგი შენ გაიხარე თორე ყელში უკვე ბოლო დროს "ჰა დადეთ სიახლეები" :დ :დ დღეში 5 ნიუსი აღარ ჰყოფნიდა ზოგს (ყველა ნუ მიიღებთ თქვენს თავზე) scarf

lasha77
VIP Member

კარგი სტატიაა :D ძალიან მომწონს ამ ტიპის სტატიები

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.
პირდაპირი ტრანსლაცია

შაბათი, 18:00 სთ.


  • ბერი
  • VS

    14.07.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ტრანმერ როვერსი
  • 2:3

    10.07.2018


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

ჰარი უილსონი

მეტოქე - ჩესტერი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze