როი ევანსი

ავტორი: Mersy, 30-07-2016, 13:35, კატეგორია - მწვრთნელები / სიახლეები, 1 159, 8


როი "ლივერპულში" 17 წლის ასაკში მივიდა, თუმცა პირველი გუნდის შემადგენლობაში მხოლოდ 11 მატჩის ჩატარება შეძლო, რის შემდეგაც რეზერვების მწვრთნელობა შესთავაზეს, სადაც არც თუ ურიგოდ მოღვაწეობდა წლების განმავლობაში.  1974 წელს როდესაც ევანსმა ზემოთხსენებული პოსტი დაიკავა, კლუბის ხელმძღვანელმა ჯონ სმიტმა განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება მომავლის ინვესტიციაა და ერთ მშვენიერ დღეს როი ევანსი აუცილებლად გახდება პირველი გუნდის მწვრთნელი. კლუბში 28 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ ევანსი "ლივერპულის" მეთოთხმეტე მწვრთნელი გახდა. ამაში გასაკვირი არაფერი იყო განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ "ლივერპულის" ტრადიციას შტაბში მომუშავე პირით მთავარი მწვრთნელის ჩანაცვლების შესახებ. ბევრს ეგონა, რომ ევანსი დიდი ხნის განმავლობაში იქნებოდა "მერსესაიდელთა" საჭეთმპყრობელი. მისი პირველი ამოცანა იყო შეეცვალა მიდგომა ფეხბურთელებთა, რომელთაც ძალიან კარგად იცნობდა რეზერვებიდან მოყოლებული. თავდაპირველად ჩანდა, რომ ევანსი ზედმეტად რბილი ხასიათის იყო მთავარი მწვრთნელის პოზიციისთვის, თუმცა მისმა მიღებულმა რიგმა "არაპოპულარულმა" გადაწყვეტილებებმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ის დამსახურებულად იკავებდა თანამდებობას, რომლისკენაც ამდენი ხნის განმავლობაში მიიწევდა. 

 

ევანსს საკმაოდ ძლიერი გუნდი ერგო. ახალგაზრდები წარმატებულად შეერწყნენ გუნდს და ჩანდა, რომ ტალანტისა და გამოცდილების სინთეზსს "ლივერპულისთვის" წარმატება უნდა მოეტანა.  პირველმა სეზონმა მხოლოდ გაამყარა გულშემატვირების მოლოდინი. წლის ბოლოს "ლივერპული" მესამე პოზიციაზე იმყოფებოდა და მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩებოდა "იუნაიტედს". ამასთანავე 3 წლის განმავლობაში გუნდმა პირველად მოიგო ტიტული - ლიგის თასი. სტივენ კოლიმორის გაფორმება კი იმის მაუწყებელი იყო, რომ "ლივერპული" შემტევ ფეხბურთზე აკეთებდა აქცენტს, რომლის მომსწრენიც მომდევნო 2 სეზონის განმავლობაში გახდა გულშემატკივარი. 

 

ევანსი წარმატების მწვერვალზე იყო და ჩნდებოდა შთაბეჭდილება, რომ "ლივერპულის" დიდების ეპოქა ბრუნდებოდა. როის მიდგომა ძირეულად განსხვავდებოდა სუნესის დიქტატურისგან. გუნდი ლამაზ ფეხბურთს დემონსტრირებდა და გულშემატკივრები უკვე მზად იყვნენ თავიანთი კლუბის დაბრუნება ეზეიმათ, თუმცა აშკარა დისბალანსი შეტევის და დაცვის ხაზს შორის გუნდი ვერ მიყავდა საბოლოო წარმატებამდე.  "ლივერპული" წარმატებით იწყებდა, თუმცა სეზონის ბოლოს იმედგაცრუება ევანსის კოლექტივის სავიზიტო ბარათი გახდა. 

 

ერთადერთ მნიშვნელოვან გამარჯვებას ევანსმა 1995 წელს თასისი ფინაში "ბოლტონთან" მიაღწია. მომდევნო სეზონში მას რეალური შანსი ჰქონდა საჩემპიონო გვირგვინი "ენფილდზე" დაებრუნებინა, თუმცა სეზონის დასკვნით მონაკვეთში გუნდმა 2 მარცხი განიცადა და ტიტული "იუნაიტედს" ერგო. 

 

ევანსის ეპოქაში რიგმა ახალგაზრდებმა გააკეთეს განაცხადი თავის შესახებ (სპაის ბოისი). შესაძლოა როი მართლაც არ იყო ზედმეტად ჯიუტი იმისათვის, რათა ეს ოქროს თაობა შეენარჩუნებინა. 

 

90-იან წლებში "იუნაიტედი" ყველაზე მეტ თავის სატკივარს უჩენდა "მენრსესაიდელებს", თუმცა იმ პერიოდში "მანკები" ამას პრაქტიკულად ლიგის ყველა გუნდთან აკეთებდნენ. აღსანიშნავია 1996 წლის ფინალი "უემბლიზე", სადაც "ლივერპულმა" სეზონის ერთ-ერთი უცუდესი შეხვედრა ჩაატარა და "მანჩესტერთან" დამარცხდა.

 

წარმატებიდან წარუმატებლობამდე ერთი ნაბიჯია. ისტორია "ლივერპულს" ავალდებულებდა მხოლოდ უმაღლესი მიზნებისთვის ებრძოლა, ხოლო როცა 90-იან წლებში კლუბმა პოზიციები დათმო მწვრთნელზე ზეწოლა იმდენად გაიზარდა, რომ სხვა ვერც ერთი კლუბი ვერ "დაიტრაბახებდა" ამ კომპონენტით. როის არ გაუმართლა, მას შეეძლო გაცილებით მეტი მოეგო ვიდრე მხოლოდ ლიგის თასია. ის მთელი ძალებით ცდილობდა, თუმცა კლუბის მწვერვალზე დაბრუნება ვერ მოახერხა. არასოდეს ემალებოდა პრესას მაშინაც კი როდესაც საქმე ცუდად მიდიოდა, იყო კონტაქტური, ხოლო მისმა ენთუზიაზმა და მიზნისკენ სწრაფვამ საფეხბურთო საზოგადოებაში დიდი პატივესცემა დაიმსახურა. 

 

1998 წელს გამოცხადდა, რომ "ლივერპულს" ევანსის და ჟერარ ულიეს დუეტი გაწვრთნიდა. აღნიშნულმა წყვილმა დიდხანს ვერ გაძლო და ევანსმა პოსტი დატოვა. 

 

კლუბის დატოვების შემდეგ ევანსი თითქმის 1 წელი უმუშევარი იყო. მის სახელს "ნოტინჰემს" უკავშირებდნენ თუმცა უშედეგოდ. 2000 წელს იყო "ფულჰემში" მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი. 2001 წელს მეორე დივიზიონელ "სუინდონ თაუნში" დაიწყო მუშაობა ყოფილ "ლივერპულელ" ნილ რედოკთან ერთად, რომელიც მოთამაშე მწვრთნელი იყო. ამავე წლის დეკემბერში მათმა დუეტმა ვერ მოახერხა გუნდის შთაგონება და ხელმძღვანელობამ კარებისკენ მიუთითა. 

 

2004 წელს "ლივერპულის" ყოფილი ბომბარდირმა ჯონ ტოშაკმა უელსის ნაკრები ჩაიბარა, ხოლო ევანსმა მისი წინადადება მიიღო და დამხმარე გახდა. 

 

2007 წელს როი "რექსემში" გახდა ასისტენტი და კლუბს დაეხმარა კონფერენსში გავარდნისგან თავის დაღწევა. 

 

2005 წელს ის დაჯილდოვდა ბრიტანულ ფეხბურთში შეტანილი წვლილისთვის და მიწვეული იქნა დედოფალთან საპატიო სტუმრის რანგში.

 

ამჟამად როი ევანსი კლუბის ოფიციალურ საიტზე კომენტატორად მუშაობს.

კომენტარები


Milan fan
მომხმარებელი

Liverpuli vs milani romel saatzea ar icit?

Scouser_Galski
მომხმარებელი

06:05 თბილისის დროით

gio_chyoi
რედაქტორი

ისე გერმანელი მწვრთნელი პირველად გვყავს ხო?

stephen_gerrard
VIP Member

kargi mwvrtneli iyo prosta ar gaumartla

KhomreRicky
VIP Member


ციტატა: Milan fan
Liverpuli vs milani romel saatzea ar icit?

ზემოთ მარჯვენა მხარეს ძალიან დიდზე წერია დრო და თარიღი და მაინც ყველა რატო კითხულობთ

Milan fan
მომხმარებელი

Telefonit shemovdivar da ar acvenebs da magito vikitxe

lasha77
VIP Member

იმედია ეს უიღბლობა კლოპის ეპოქაში აღარ გაგრძელდება

Karius
მომხმარებელი

უიღბლობააა... იმედია კლოპი გაგვაოცებს წელს ))

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.
პირდაპირი ტრანსლაცია

შაბათი, 22:45 სთ


  • რეალი
  • VS

    26.05.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 4:0

    13.05.2018


  • ბრაიტონი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მოდიხართ ლისზე ფინალის საყურებლად?
მატჩის საუკეთესო

მოჰამედ სალაჰი

მეტოქე - ბრაიტონი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze