როგორ დავწეროთ სტატია

ამ პოსტში დაწვრილებით ისწავლით თუ როგორ უნდა დაწეროთ სტატია ჩვენს საიტზე. ეს პოსტი არა მხოლოდ “ახალი ჟურნალისტებისთვის”, არამედ ძველებისთვისაც საყურადღებოა, რადგან გარკვეულ სიახლეებსაც შეიცავს…

პირველ რიგში “დამწყებთათვის”:

სტატიის დასაწერად აუცილებელია იყოთ ჩვენ საიტზე დარეგისტრირებული. შემდეგ გაიაროთ ავტორიზაცია და დააჭიროთ – “Add New” – ს…

შემდეგ უკვე იწყებთ პოსტის წერას:

სტატიის ტექსტი კი უკვე ქვევით გრაფაში უნდა დაწეროთ. მაგრამ პირველ რიგში შეამოწმეთ ზედა მარჯვენა კუთხეში ეს ფუნქცია -  და აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება, რომ ჩართული იყოს – “ვიზუალური”…

შემდეგ გამოჩნდება ეს პანელი, რომელიც სტატიის გასაფორმებლად არის აუცილებელი.

ამ პანელის თითეული ნაწილის დანიშნულებას ცალ-ცალკე აგიხსნით.

– ტექსტის გამუქება (სავალდებულოა) – ჯერ მთლიანად მონიშნავთ ნაწერს, და შემდეგ დააჭერთ მას.

– ტექსტის დახრა (მხოლოდ ციტატებზეა დაშვებული) – ასევე მონიშნავთ სასურველი ტექსტის ოდენობას და შემდეგ დააჭერთ მას.

– ტექსტზე ხაზგასმა (მხოლოდ რაიმე “განსაკუთრებულად გამოსაკვეთი” სიტყვებისთვის)

– ტექსტისთვის ფერს მიცემა (სავალდებულოა ავი, თუმცა დასაშვებია ლურჯი ფერიც გარკვეულ შემთხვევებში: ინტერვიუს დროს ჟურნალისტის კითხვების გამოსაყოფად, ან რაიმე ლინკის გამოსაკვეთად ტექსტისგან…) – ჯერ მთლიანად ნიშნავთ ტექსტს და შემდეგ მასზე დაჭერით ჩამოიხსნება ასეთი ფანჯარა, სადაც უნდა დააჭიროთ  - ავს:

– ტექსტის ზომა – (მისი გამოყენება დასაშვებია მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებში: პოსტის ქვესათაურებისთვის, ან ლინკის გამოსაკვეთად ტექსტისგან) – სასურველ ტექტს მონიშნავთ მთლიანად და შემდეგ მასზე დაჭერით გაიხსნება ფანჯარა, რომელშიც აირჩევთ სასურველ ზომას:

– ტექსტის მდებარეობის განსაზღვრა (ძირითადად მისი გამოყენება არ არის საჭირო. ცენტრში განთავსება კი დასაშვებია მხოლოდ გადმოსაწერი ლინკისთვის.)

- სტატიაში ტექსტის დანომვრა. მაგ:

  1. YNWA

- ტექსტის პუნქტებად მონიშვნა. მაგ:

  • YNWA

- ტექსტის ციტირებაში ჩასმა. (ჯერ უნდა მონიშნოთ სასურველი ტექსტი მთლიანად და შემდეგ აჭერთ მას.) მაგ:

You will never walk alone

– ვიდეოს ჩასმა: მასზე დაჭერით გაიხსნება ასეთი ფანჯარა:

ამ ფანჯარაში თქვენ პირველ რიგში უნდა ჩასვათ ვიდეოს ლინკი (და არა EMBED კოდი!). შემდეგ ზომის პარამეტრებში აუცილებლად უნდა დაწეროთ 560 X 350 და ბოლოს დაჭიროთ INSERT-ს.

– სურათის ჩასმა სტატიაში N1 (ასე სურათი გამოჩნდება მხოლოდ სრულიად ნახვაში). მასზე დაჭერით გაიხსნება ასეთი ფანჯარა:

General პანელის პირველივე გრაფაში წერთ ფოტოს ლინკს. (დანარჩენი გრაფების შევსება არაა სავალდებულო). შემდეგ კი აჭერთ Appearance პანელს და იხსნება ასეთი ფაჯარა:

ამ ფანჯარაში პირველ რიგში პარამეტრების გრაფაში (Dimensions) წერთ 560-ს. მეორე გრაფას ტოვებთ ცარიელს და ნიშნავთ მის ქვევით პატარა უჯარს. (Constrain proportions). ყველაფერს აკეთებთ ზუსტად ისე როგორც სურათზეა… ბოლოს კი აჭერთ INSERT-ს.

 

სურათის ჩასმა სტატიაში N2 (მხოლოდ ამ გზით დადებული ფოტო გამოჩნდება მთავარი გვერდის სლაიდში): ვაჭერთ “Set featured image”-ს და იხსნება ასეთი ფანჯარა:

შემდეგ ვაჭერთ  ზევითა პანელში – “Media Library”-ს და იხსნება ფანჯარა:

აქ კი უკვე “საძიებელი”-ს საშუალებით მოძებნით თქვენთვის სასურველ ფოტოს და დაჭერთ მის გასწვრივ – “Show”-ს, რის შემდეგაც გაიხსნება ფანჯარა:

აქ კი სულ ქვევით, ნახავთ სურათის ზომებს. გაითვალისწინეთ, რომ თუ გსურთ ეს ფოტო გამოჩნდეს მთავარ გვერდზე სლაიდში, აუცილებლად უნდა მონიშნოთ მაქსიმალური ზომა სურათის და შემდეგ დააჭიროთ “Use as featured image”-ს… ხოლო თუ გსურთ რომ ეს ფოტო ჩასვათ ასევე სტატიაშიც, უნდა მონიშნოთ “Medium”  და მიუთითოთ left, right ან center, იმის მიხედვით თუ სად გსურთ სურათის ჩასმა და ბოლოს დააჭიროთ “Instert into post”-ს.

თუ თქვენთვის სასურველი ფოტო არ აღმოჩნდა გალერეაში, მაშინ კვლავ ზევითა პანელში აჭერთ – “From computer”, შემდეგ – “choose”-ს, ირჩევთ ფოტოს თქვენი კომპიუტერიდან და ტვირთავთ. შემდეგ კი მისი სტატიის სურათად დაყენება კვლავ იგივენაირად ხდება როგორც ზედა აბზაცში აგიხსენით…

აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ სლაიდისთვის ფოტოს იდეალური ზომა სიგანეში არის – 640! მასზე უფრო დიდი ზომის სურათებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ, მაგრამ როდესაც მასზე მცირე ზომის სურათებს ტვირტავთ, მაშინ ისინი ავტომატურად “ფართოვდება 640-ზე და შესაბამისად ხარისხიც ცოტათი უფუჭდება ფოტოს. ამიტომ ეცადეთ დიდი ფოტოები გამოიყენოთ. მინიმალური სიგანე კი 500-ია…

 

– ლინკის ჩასმა პოსტში. ამ ფუნქციის გამოსაყენებლად პირველ რიგში წერთ იმ ტექსტს, რომელიც გამოჩნდება სტატიაში, (მაგალითად – “გადმოწერა”) შემდეგ ნიშნავთ ამ ტექსტს/სიტყვას, აჭერთ ამ “ღილაკს” და გამოჩნდება ასეთი ფანჯარა:

თქვენ მხოლოდ პირველ გრაფაში უნდა ჩასვათ ლინკი და შემდეგ დააჭიროთ INSERT-ს

– სტატიის ორ ნაწილად გაყოფა. ეს ფუნქცია არის სავალდებულო ნებისმიერ პოსტისთვის. ჯერ დაწერთ სტატიის მოკლე აღწერას, ან შესავალს, (დამოკიდებულია სტატიის შინაარსზე). შემდეგ დააჭერთ მას და გამოჩნდება გამყოფი. რომლის ქვვითაც განაგრძობთ სტატიის დანარჩენი ნაწილის წერას… გაითვალისწინეთ, რომ მხოლოდ ამ გამყოფის ზედა ნაწილში არსებული მასალა გამოჩნდება საიტის მთავარ გვერდზე, მეორე ნაწილი კი “გაგრძელებაში”…

– ამ ფუნქციას თქვენ არ ეხებით. ეს მხოლოდ ადმინისტრატორების და მოდერატორების პრეროგატივაა…

როდესაც უკვე დაამთავრებთ სტატიის რედაქტირებას და გაფორმებას, შემდეგ უკვე გადადიხართ ამ გვერდის მარჯვენა მხარეზე:

– ამ უჯრის მონიშვნით თქვენ შეძლებთ ქართულად წეროთ ტექსტი, მიუხედავად იმისა გაქვთ თუ არა ქართული კლავიუატურა დაინსტალირებული კომპიუტერში.

შემდეგ აუცილებლად უნდა მონიშნოთ სტატიისთვის კატეგორიები, რომლებიც საკმაოდ ბევრია, თუმცა არ გაგიჭირდებათ პოსტისთვის შესაბამისი – კონკრეტული კატეგორიის მოძებნა. (გთხოვთ ყველა სტატიას “ახალ ამბებში” ნუ მონიშნავთ)

ბოლოს კი როდესაც უკვე ყველაფერს დაასრულებთ, რაც ზემოთ არის ახსნილი, დგება დრო თქვენი პოსტის გამოქვეყნებისა :) ამისთვის კი უბრალოდ დააჭერთ გამოქვეყნებას. მათი სტატიები, ვინც ჯერ არ სარგებლობენ ჟურნალისტის ან მოდერატორის სტატუსებით, პირდაპირ არ გამოქვეყნდება, არამედ მას შემდეგ რაც მას ადმინი ან მოდერი გადახედავს და შეფასებს ღირს თუ არა მისი გამოქვეყნება.

ასე რომ წერეთ ბევრი, წერეთ სწორად და გამართული ქართულით…

ლივერპულის ქართული ფანკლუბის ადმინისტრაცია