"ჩელსი" - "ლივერპული" [პრევიუ]

კვირას, ჩვენი დროით 19:30 წუთზე, პრემიერ ლიგის მე-7 ტურში ლონდონის "ჩელსი" საკუთარ "სტემფროდ ბრიჯზე" "ლივერპულს" უმასპინძლებს.

გუნდების ახალი ამბები

"ჩელსის" ახალგაზრდა ნახევარმცველი მეისონ მაუნტი "ვალენსიასთან" ტრავმის მიღების შემდეგ სამედიცინო ტესტის გავლას საჭიროებს, რის გამოც ის "წითლებთან" დაპირისიპირებას გამოტოვებს.

ნ'გოლო კანტე "ლურჯების" ვარჯიშებს დაუბრუნდა, თუმცა მისი და ემერსონ პალმიერის თამაში კვლავ საეჭოა.

ტერფის ტკივილის გამო დივოკ ორიგის თამაში ჯერ-ჯერობით გამორიცხულია.

ნაბი კეიტა უკვე სრული დატვირთვით ვარჯიშობს, თუმცა ალისონ ბეკერი და ნეთ კლაინი ჯერ კიდევ გამოჯანმრთელების კურსებს გადიან.

პრევიუ

"ჩელსისა" და "ლივერპულის" შორის დაპირისპირებებში, ალბათ ასეთი გამოკვეთილი ფავორიტი მატჩს ჯერ არ ჰყოლია. "წითლები" აშკარა ფავორიტის რანგში გამოვლენ, ვისგანაც საფეხბურთო წრის გურმანები აუცილებელ მოგებსას ელიან. მართალია ჯერ მხოლოდ და მხოლოდ 5-მა ტურმა განვლო, თუმცა წლევანდელი სეზონი შარშანდელისას იდენტურად ჰგავს და მეტიც, ახლა ალბათ თითოეულ გოლსაც კი დიდი ყურადღება მიექცევა, "წითლები" გათამაშებას 2 ქულით ლიდერობენ და იმედია, ხვალ ეს სხვაობა 5 ქულამდე გაიზრდება.

ცალსახად ჩანს, რომ "მერსისაიდელთა" მთავარი კონკურენტი კვლავ ზესაოცარ ფორმაშია და ამას ის ფაქტიც მოწმობს, რომ პეპ გვარდიოლას შეგირდებმა დღეს "უოტფორდი" მიწასთან გაასწორეს, "უოტფორდი", რომელმაც წინა ტურში "არსენალს" ქულა გამოსტყუა და მეტიც, 31-ჯერ დაურტყა კარის მიმართულებით..."სიტიმ" 8-0 გაანადგურა.

ახლა რაც შეეხება უშუალოდ ტურის ცენტრალურ შეხვედრას, ორივე მათგანს წინა მატჩები წაგებული აქვს: ერთმა "ნაპოლისთან", მეორემ კი "ვალენსიასთან", ჩემპიონთა ლიგაზე წააგეს. დასანანია, რომ ხვალინდელ შეხვედრას ტოვებს მეისონ მაუნტი, რომელმაც "ღამერუბთან" ტრავმა მიიღო და მოედანი დაატოვებინეს. მაუნტი და აბრაჰამი შესანიშნავ ფორმაში არიან და ამას პრემიერ ლიგის განვლილი ტურებიც გვიჩვენებს.

გასულ თვეში, ორი კლუბი ერთმანეთს სტამბულში, სუპერთასზე შეხვდა და "წითლებმაც" დიდ ბრძოლაში მოახერხეს სუპერთასის მოგება. მართალია "ჩელსის" ახლა რთული პერიოდი უდგას, მაგრამ მატჩის რეკლამა, ისტორია და პრემიერ ლიგა სხვადსახვა განზომიელებაა და "წითლებიც" ყურადღებით უნდა მიუდგნენ თვითოეულ მატჩს.

იურგენ კლოპი: "ჩელსის რთული პერიოდი და პატარა პრობლემები აქვს, მაგრამ ისინი ამას გამოასწორებენ. არ ვფიქრობ, რომ ისინი ვალენსიასთან წაგებას იმსახურებდნენ. ისინი ჩემ დორტმუნდს მახსენებენ, რომლებსაც რამოდენიმე წლის წინ ვწვრთნიდი. ისინი ძალიან ახალგაზრდები არიან, მაგრამ თამაშობენ იმიტომ, რომ კარგები არიან. გასულ სეზონში ფრენკმა დერბი შესანიშნავად ათამაშა და ჩელსიში მისი წარმატებებიც არ მიკვირს. ეს განსხვავებული ლიგაა, არ მიკვირს, რომ მისი შედეგებით ზოგი უკმაყოფილოა, მაგრამ მე თუ მკითხავთ, ის შესანიშნავი მენეჯერია".

P.S სტატია რედაქტირების პროცესშია.
1 კომენტარები
დატოვეთ კომენატრი

  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent

reload, if the code cannot be seen