"ჩელსი" Vs. "ლივერპული" - შეფასებები

ცოტა ხნის წინ "სტემფორდ ბრიჯზე" დასრულდა დაპირისპირება "ჩელსისა" და "ლივერპულს" შორის. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ჟოელ მატიპი დასახელდა.

ადრიანი - 7
Liverpool ECHO -ს ჯურნალისტებმა მერსისაიდელთა მეკარეს 10/7 ქულა დაუწერეს, თუმცა ადრიანი საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურებოდა 90 წუთის განმავლობაში.

ტრენტ ალექსანდრ არნოლდი - 7
გაიტანა შესანიშნავი გოლი, გაუთამაშა შესანიშნავად რობერტსონს, თუმცა დროის გაყვანის გამო ნაკლები ქულა დაიმსახურა.

ჟოელ მატიპი - 9
მამად შეიძლება ითქვას, რომ აბრაჰამს არანაირი შანსი არ მისცა, ის უკვე მერამდენე მატჩია ვან დეიკზე უკეთაც კი გამოიყურება. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი!

ვირგილ ვან დეიკი - 8
მოიგო ყველა ორთაბრძოლა, ის კვლავ მოწოდების სიმაღლეზეა...

ენდი რობერსტონი - 7
თამამად შეიძლება ითქვას, რომ რობომ უილიანს არაფერი დაუთმო, მან ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა.

ფაბინიო - 7
ძალიან კარგად გამოიყურებოდა ბრაზილიელი, კარგად უტევდა, სწორი პოზიციიდანაც იცავდა თავს იქამდე, სანამ კანტემ ბრწყინვალე რეიდი არ შემოგვთავაზა და გოლი არ გაიტანა.

ჯორდან ჰენდერსონი - 7
მატჩის პირველ ნახევარში ინგლისელი უბრალოდ ყველგან იყო, ითამაშა უმაღლესი დონის პრესინგი, თუმცა მეორე ნახევარში მისი თამაში არცთუისე სახარბიელო გამოდგა.

ჯინი ვაინალდუმი - 6
ჯინის ჰქონდა კარგი მომენტებიც, თუმცა დღევანდელ "ლივერპულში" ის ყველაზე ნაკლებად "ჩანდა".

მოჰამედ სალაჰი - 6
თითქოს დღეს მო არ გავდა საკუთარ თავს, რამოდენიმე კარგი გარბენი, მაგრამ უმეტესობა მათგანი მაინც უშედეგო, მცველები მას კარგად გაუმკლავდნენ.

ბობი ფირმინო - 7
ადამიანი მოჩვენება, ის მოწინააღმდეგეს უბრალოდ ჩუმად ეპარება და საქმეს იდეალურად აკეთებს. კარგი მატჩი გამოუვიდა ბობის, თუმცა მეორე ახევარი მაინც არ იყო მისთვის ჩვეული...

სადიო მანე - 6
პირველი ნახევარი აფრიკელმა პროდუქტიულად ჩაატარა, თუმცა მეორე ნახევრში სადიო მანე ნამდვილად აღარ იყო...
6 კომენტარები
  • shoti

    პირველი ტაიმი კარგი იყო, მეორეში კი მთლიანად გუნდმა რაღაც აურია ბურთი დათმეს და კრაიებზეც არადამაჯერებლად გამოიყურებოდნენ რაც შეფასებებშიც აისახა, თუმცა კარგია რომ ეგ ყველაფერი შედეგზე არ აისახა და საჭირო 3 ქულა ავიღეთ.

    პასუხი გასაჩივრება
  • Ynwa Scousers

    ალისონს მოუწევს ნერვიულობა ასე მგონია :) ადრიანი არის მილის შემდეგ ალბათ საუკეთესო უფასო ტრანსფერი

    პასუხი გასაჩივრება
  • chipe

    როცა უპირატესობას ფლობ უნდა გამოიყენო და არ უნდა დაიწყო ველოსიპედის გამოგონება. რაც არ უნდა ვიძახოთ რო ლამპარდს გამოცდილება არ აქვს და ჩელსის გარდამავალი პერიოდი აქვს,მაინც საშიშია სტემფროდ ბრიჯზე თამაში. აშკარას პირველ ტაიმში და მეორე ტაიმის დასაწყისში უდიდეს უპირატესობას ვფლობდით,მაგრამ ჩელსიმ ალღო აუღო ჩვენ სათამაშო სტილს და საკმაოდ კარგად შემოგვიტია. რაც არუნდა იყოს მთავარი 3 ქულა იყო და ის ავიღეთ.ნაპოლისთან ისევ უსახური თამაშის მერე კარგი თამაში იყო. ჩემი აზრით, თამაშის ბოლოსკენ არეულობა დაღლილობამ გამოიწვია,რადგან ფირმინოს უბრძოლველად დათმობილი ბურთი იშვიათობაა და დღეს ბევრჯერ მოხდა. გილოცავთ ყველას გამარჯვებას და იმედი ვიქონიოთ რო წელსაც არ შევრცხვებით blush

    პასუხი გასაჩივრება
  • Gerrard1

    Kargia rom saiti chairto velodebodi rodis chairtvoda . Live chati ar aqvs?

    დაძაბული მატჩი იყო კარგია რომ მოვიგეთ მაგრამ მესამე გოლზე უნდა გვეთაამაშა

    პასუხი გასაჩივრება
  • Bedeladze

    Ynwa Scousers,
    მაგას ვფიქრობდი მეც, იმდენად კარგად გამოიყურება, რომ ესე გამოჯანმრთელებული ალისონი პირდაპირ სასტარტოში არ უნდა ჩაჯდეს,

    პასუხი გასაჩივრება
  • DIVOCK ORIGI

    ადრინი სულ უფრო და უფრო მევასება ,მოსაგები იყო და მოვიგეთ

    პასუხი გასაჩივრება
დატოვეთ კომენატრი

  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent

reload, if the code cannot be seen