ოფიციალურად: ლივერპულმა პრემიერ ლიგის რეკორდსმენი იყიდა » LIVERPOOL FC ქართული ფან კლუბი!

ოფიციალურად: ლივერპულმა პრემიერ ლიგის რეკორდსმენი იყიდა

ავტორი: giogio, 30-07-2019, 02:42, კატეგორია - სიახლეები, 4146, 16


"ლივერპულმა" 16 წლის თავდამსხმელის, ჰარვი ელიოტის შეძენა დაადასტურა.

ტრანსფერის დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება.

ახალგაზრდა ფორვარდმა, რომელიც "ფულემის" ღირსებას იცავდა, გასულ სეზონში ინგლისის ჩემპიონატის რეკორდი დაამყარა.

ჰარვი ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც პრემიერ ლიგაში ითამაშა - იმ მომენტისთვის 16 წლისა და 30 დღის გახლდათ.

"ფულემის" პირველ გუნდში ელიოტმა გასულ სეზონში პრემიერ ლიგაში ორი მატჩი ჩაატარა, ხოლო ლიგის თასზე - ერთი.скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები



chipe888
მომხმარებელი

ეგ სამომავლოდ და ამ სეზონში რა ვქნათ,ქილერას იმედზე ვიყოთ?!


Scouser_Galski
მომხმარებელი

chipe888,
არ უნდა ვიყოთ რო? :დ


chipe888
მომხმარებელი

Scouser_Galski,
რავი ძმაო,არც ისეთი მაგარია როგორადაც იურგენა აფასებს. იდეალურია ზამენაზე,მარა რო რამე სასტარტოში გაეძროს,მერე რას იზავს. იღბალა კი არის და ვნახოთ. ბრიუსტერი უფრო კარგად იყომარებს ამ სეზონში,ვიდრე ქილერა.

ჩატი არ მუშაობს ჯერ და აქ გკითხავ,წაიკითხე იურგენას ინტერვიუ? სუპერთასი უინტერესოაო და გააუქმეთო იბაზრა ჯიგარმა. კლოპი რო ხარ და კიდე ერთი ტიტულის მოგების შანსი გაქვს,რატო უნდა გამოთქვა პრეტენზიები?! წაგებულია ეგ იგრა ასე მგონია. ჯერ ლიდერები ფორმაში არ არიან,იურგენა ასე ბაზრობს და სიტი ისევ ძლიერია. ასოჩციაციას რო ერთ ადგილას აქვს ეგ ყველამ ვიცით,მარა მაინც ესე არ უნდა იბაზროს ტიტულზე. ხო პეპე არსენალში სამდიცინო შემოწმებას გადისო და ასერომ მომავალი ბალასტი გადმოვლის პერსპექტივა მოკვდა wink


Scouser_Galski
მომხმარებელი

chipe888,
ვითომ აგდებულად ბაზრობს რაა, რო წააგონ ორივე თასი დიდი ზეწოლა იქნება გუნდზე და იცავს თავს, დამიჯერე ჩვენ ორზე მეტად უნდათ ეგ თასები. რაც შეეხება პეპეს, 80 მილიონი ძაან ძვირია და შეერგოს არსენალს, ჩვენ ვილსონი დავტოვოთ და ელიოტი გავზარდოთ :) ორიჯი კიდე რავი ძმაო უგოლოდ არ გადის მოედნიდან, ტრავმანდელი დივოკა დაბრუნდა მგონი, ეგ დივოკა კიდე მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ფორვარდად ითვლებოდა ღირსეულად
განა არ ვიცი ძირითადის კაცი ვინაა და ვინ არა, პროსტა სკამიდან რო ძაან გამოგვადგება იასნია, პრესეზონზე საუკეთესო იყო


reversi
მომხმარებელი

ჩათი არ მუშაობს
ძველ დიზაინზე დაბრუნება არ მომწონს, ისეთი ხალხისთვისაა გათვლილი ვინც ისედაც თამაშის წინ შემოდის მარტო ლინკის სანახავად
პეპეში არსენალი ჯერ 20-ს გადაიხდის და 60 მილიონს 5 წელიწადზე გაწერილად ასე რომ მშვენიერი გარიგება გამოაცხვეს ჩვენც რო გვეცადა არ იქნებოდა ცუდი
ვერ გავძლიერდით ამ ზაფხულს და ეს ძალიან ცუდია განსაკუთრებით ბოლო თამაშის ფონზე ნაპოლისთან
იმედია უილსონს მაინც დაიტოვებს, სკამზე ვინმე ხო უნდა იჯდეს? თან ერთი ეგ მომეწონა ნაპოლისთან

რაც შეეხება სუპერ თასს ჟურნალისტმა კითხა სულელურად ხო არ ჯობია ეს თამაში სეზონისთვის მოსამზადებლად გამოიყენეთო მაინც როგორც ამხანაგურ შეხვედრას ყველა ისე უყურებსო და ამან გააწყვეტინა ამ ქვეყანაში ასე უყურებთ სუპერ თასსო? არ ვიცი არავის უთქვამს და მინდა ვიცოდეო და თუ ასეა საერთოდ რატო ატარებთო?
My Webpage აგერ ლინკი -
"It's a final. This is the first time that I realised nobody sees it like that to be honest. A 'curtain-raiser' is unbelievable," he said.

ვინც კითხვა იცის და "ჭკუაც უჭრის" კი გაიგებს რაც წერია :)))


Scouser_Galski
მომხმარებელი

ნაღდად არ გაასწორა ძველმა დიზაინმა, მაგრამ აიტანს კაცი თუ სასტავი დაბრუნდა რაა. ვერ გავიგე რა დაუწუნეს მაგ ახალ საიტ


chipe888
მომხმარებელი

reversi,
ფანატიზმში გადაგდის ძმაო უკვე შენ კლოპის დაცვა :) ისიც არ უთქვამს ხო გერმანიაში ბევრჯერ მოვიგეო და არავის ახსოვსო,თუ ეგეთი განცხადებები არის მაგისთვის უცხო? ერთა ლიგაზე არ თქვა თუ ბაქოს ფინალზე? სად მიდიოდა ხო იცოდა და რა ქვეყანა იყო ინგლისი,სადაც ფეხბურთი მაგრად უყვართ და სადაც განსხვავებული კალენდარი აქვთ. რო გაავსო გუნდი აფრიკელებით და ბრაზილიელებით,არ უნდა ცოდნოდა რო კოპას ყოველწელს თამაშობენ და აფრიკის თასი ხელს უშლის ევროპულ სეზონს? მარა არა ხო გამართლება უნდა მოუძებნოს თავის ხუშტურებს და ყოველთვის მართალი გამოდის ასე ჰგონია. ყველაზე ადრე იწყებს ინგლისი სეზონს,შესვენება არ აქვთ და ბევრი თასები აქვთ,ეს არის ამ ქვეყნის ტრადიცია და გვარდიოლას ან კლოპის გამო ვერ შეიცვლებიან ბრიტანელები. მოეყვანა მანეს და სალაჰის მაგივრად სხვა ევროპელი ფეხბურთელი და არ იქნებოდა პრობლემა. ხო იცოდა რო ბრაზილია ფინალამდე მივიდოდა?! იცოდა,ასევე მანეს და სალაჰის ნაკრებები შორს წავიდოდნენ და ესეც იცოდა. მოეყვანა ვინემ ამ ზაფხულს და მას დაყრდნობოდა,მე დავუშალე თუ შენ. წნეხს უხსნისო გალსკიმ და რაის წნეხზე საუბრობთ ვერ ვხვდები. სიმართლე სხვა რამეა და მას ხუშტურები ქვია. პრესეზონზე ჩაისვარა,მიხვდა რო სიტისთან შანსი არ აქვს და შესაძლოა სალაჰმა,ბობიმ,ალიმ ვერაფერი ვერ უშველოს ერთ კვირაში და დაიწყო წუწუნი. თუ წააგებს,მერე გასამართლებელი მიზეზი ექნება. აი წელსაც თუ გამოუცდელობას და წნეხს,ორ პირ ქარს და მეტოქის ტრანვებს დააბრალა წარუმატებლობა,მე არ შევაგინებ,რადგან ეგ საქმე უკვე თქვენზეა. წელს გასამართლებელი მიზეზებში არ მოსულა რო სკამი არ გვაქვს ან ვიღაც დაიტრანვა,რადგან ჰენრიმ ტრანსფერები დაანონსა და ეს არავის იმატებს. ჩემბერლენი ახალი ტრანსფერიაო გაიძახის. ყველამ ვიცით ამ ფეხბურთელის კლასი,მარა ერთი წელი არ უთამაშია და საზიზღარ ფორმაშია. თუ კითხვა იცის ადამიანმა და წაკითხულიდან აზრი გამოაქვს,მაშინ ამას გაიგებს


reversi
მომხმარებელი

chipe888,
არაადეკვატური ხარ, საშიში პიროვნება ხარ ძალიან. წერ ტყუილს რაც კაცს არ უთქვამს (ვციტირებ: სუპერთასი უინტერესოაო და გააუქმეთო იბაზრა ჯიგარმა-ამას შენ წერ) პირიქით საპირისპირო რამე თქვა ავრცელებ დეზინფორმაციას ვაგდებ ლინკს სრული ინტერვიუსი და მწერ რო ფანატიკოსი ვარ? და წაკითხულის გააზრებაზე გაქ პრეტენზიები?


Divok Origi 777
მომხმარებელი

გაამართლებს ვითომ ელიოტი?

რას ერჩოდით ახალ საიტს? გამაგჟებთ მე თქვენ ,მერამდენედ დავრეგისტრირდი უკვე ვინ იცის :)

ვაახ რა დროინდელი სტატიები გაეძრო ტო აიბიზე და ბენტეკეზე :)


chipe888
მომხმარებელი

reversi, აშკარად მართალი ვარ :))) სიტყვასიტყვით არ დამიწერია და ჩემი სიტყვებით დავწერე. წაკითხულის გააზრების პრობლემაა ისევ. საშიში ვინ არის და ვინ არა მაგას დრო გვიჩვენებს. გალსკის კითხვა დავუსვი და შენ შემოვარდი ეგრე არააო,რაღაც სირობა ლინკი ჩააგდე და თავი მართალი გგონია. პირველი შემთხვევა არაა ეგრე რო აკეთებ. ფანატიკოსობა კი მარტო ამ შემთხვევის გამო არ დამიწერია და ეს კარგად იცი. ეგ არაფერი კლოპმა შეგინდოს,ხდება ხოლმე wink


reversi
მომხმარებელი

chipe888,
ბოდიში რო საუბარში ჩაგეჭერი და დრო დავკარგე სრული ინტერვიუს "სირობა ლინკის" მოსაძებნად
არც დამიცავს ვინმე არც პოზიცია დამიფიქსირებია პროსტა სხვა რამე თქვა მოხდა მეთქი და მაგის ლინკი ჩავაგდე ეს დედანაქაჩი ფაქტია ხო სხვა რამე თქვა
მარა მართალია ჩემი ბრალია საერთოდ არ უნდა მიწერო ზოგს


GoldenSky
მომხმარებელი

წესიერ ტრანსფერს რომ არ ვაკეთებთ ანუ მაგით ვის უდგება ჯიბრში ეს ვერ გავიგე love


chipe888
მომხმარებელი

reversi,
კლოპმა შეგინდოს რევერსსს wink wink wink


Ywna Scousers
მომხმარებელი

უილსონის გოლი ვინც ნახეთ რას იტყვით არ მოგნატრებიათ ასეთი გოლები?? :) სტივის წასვლის შემდეგ იშვიათია ასეთი სიშორიდან :(


chipe888
მომხმარებელი

Ywna Scousers,
ძალიან მაგარი გოლი გამოუვიდა ჰარის და იმედია დარჩება გუნდში. რა იცი რა ხდება,გრძელი სეზონია და გამოგვადგება. ორი რამე ვერ გავიგე ისე,რა სჭირს ლივერპულს და რა სჭირს ამ საიტს. იქ გაუგებარია რაზე ფიქრობენ და რატო არავის იმატებენ,აქ კი ახალი საიტი შექმნეს,მივეჩვიე და ახლა ძველზე დაბრუნდნენ. სიახლეები არ იდება,ჩატი არ მუშაობს,ბევრი რო არ გავაგრძელო გაფარჩაკდა აქაურობა. ძალიან კარგი საიტი იყო ეს ახალი,ბევრი კარგი რამე ქონდა,იყო ხარვეზებიც,მაგრამ მაგის გამოსწორებაზე უნდა ეჩალიჩათ ჩემი აზრით და არა ძველზე დაბრუნებაზე. არანაირი ინფორმაცია არ დევს არსად რო იცოდე მაინც როდის შეუდგებიან მთელი ძალით საიტის მოხოდვას. პრესეზონი ისე ჩამთავრდა,რომ ერთი ლინკი არ დადებულა,არცერთი კლოპის კომენტარი. გასაგებია,რომ ზაფხულია და ყველას თავისი საქმე აქვს,მარა საიტის ცვლილებას თუ ახდენენ,მაშინ ინფორმაციაც უნდა მოგვაწოდონ. 3-4 კაცი შემოვდიოდით ძირითადად და ჩატით მაინც ვურთიერთობდით,ეხლა ესეც არ არის. სეზონი კარზეა მომდგარი და კვირას პირველი ტიტულის შანსია,საიტი კი არ მუშაობს წესიერად. ელიოტმა რო გაიგოს რო სტატიას მისი ტრანსფერის თაობაზე 15 კომენტარი მოაგროვა შეიძლება გამო*ლევდეს. რევერსის ნერვების მოსაშლელად ეს კომენტარებიც საკმარისია,მარა მოხოდილი საიტი უფრო კარგი იქნება

GoldenSky,
თუ ვერ მოვიგეთ ეპლი მიზეზი გვექნება :))) გამოვა იურგენი და იტყვის: სიტი ფინანსურად ძლიერია,ორი ძლიერი გუნდის გამოყვანა შეუძლია,ორპირი ქარია ამ ინგლისში და სულ წვიმსო,მერე მეტოქეს იგროკები გაეტრანვათ და ხო არ მოვუგებდითო,იამაყებს 97 ქულით(აქაც ბევრი ამაყობს ისე მაგით)ხოდა კიდე ერთი წლით გადაიწევს ეპლის თემა. გაგებინოს ვინმემ კლოპს რო სატრანსფერო ბანი ჩელსის ადევს და არა ჩვენ.
არანაირი აზრი არ აქვს მეორეზე რამდენი ქულით გავალ 80 თუ 100,მაინც მეორე ხარ. გულის მოსაოხებლად კი გამოსადეგია,მარა რეალობას არ ასახავს :))) მგონია,რომ მცირედით კმაყოფილება ლუზერების სტილია და სწორედაც ლიგა არის მცირე,მითუმეტეს 4 წელში. იმ ფონზე,როცა დიდი ფული დაიხარჯა არაფერია ვაფშე ლიგის მოგება. პრესეზონს ვუყურე ყველა თამაშს და ლივერპულის თამაში 4 კაცის გარეშე არის 0. ღმერთმა ნუ ქნას და ამ 4 კაცს რამე მოუვიდეს სად მიდის მერე კლოპი,თორე ადრეც მითქვამს რო სასტარტო 11 კაცი საუკეთესო გვყავს ეპლსში. ამ 11 კაცის მერე რა ხდება ეგ არის პრობლემა და მაინც არაფერს აკეთებენ.


Tabo94
მომხმარებელი

Fantasy Premier League-ში ხომ არ დაგირეგისტრირებიათ ლიგა რომ გავწევრიანდე?

კომენტარის დამატება
ქართული/ინგლისური (~)

სახელი:*
E-Mail:
შეიყვანე კოდი: *
კოდის განახლება


კვირა, 20:30 სთ


  • ლივერპული
  • VS

    31.03.18


  • ტოტენჰემი

მიმოხილვა


  • ფულჰემი
  • 1:2

    17.03.2019


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

სადიო მანე

მეტოქე - ფულჰემი


Liverpoolfc.Ge - 2008. "ლივერპულის" ქართული ფან-კლუბი. Designed by Vakho Gogaladze