სალაჰს სკანირება ჩაუტარდა

შაბათს "ლივერპულმა" პრემიერ ლიგაში მიჯრით მე-8 მატჩი მოიგო და ცხრილს სათავეში კვლავ 100%-იანი შედეგით უდგას, თუმცა ეს გამარჯვება "მერსისაიდულ" კლუბს საკმაოდ ძვირი დაუჯდა.
მატჩის მსვლელობისას კლუბის 27 წლის ეგვიპტელმა ლიდერმა მომო სალაჰმა, "ლესტერის" ფეხბურთელ ჰამზა ჩუდურისგან მარცხენა ტერფში დარტყმა მიიღო და იურგენ კლოპი იძულებული გახდა ის მოედნიდან გაეყვანა.
მოგვიანებით, სალაჰს კლუბის ექიმებმა სკანირება ჩაუტარეს და აღმოჩნდა, რომ ტრავმა არც ისე სერიოზულია, როგორსაც მოელოდნენ. ლივერპულში იმედოვნებენ, რომ პრემიერ ლიგის რეკორდსმენი ფეხბურთელი მომდევნო მატჩისთვის გამოჯანმრთელებას მოასწრებს, რადგან "მერსისაიდელები" 20 ოქტომბერს მანჩესტერში ჩადიან.
ჯერ-ჯერობით, სამედიცინო პერსონალისთვის გადაწყვეტილების მიღება ძალიან ადრეა, რადგან ისინი ეგვიპტელი ფეხბურთელის სათამაშო კონდინციებს მკურნალობის პროცესში გულდასმით უნდა დააკვირდნენ. "წითლების" 11-ე ნომერი მკურნალობას მელვუდში განაგრძობს, რადგან ის უკვე ეგვიპტის ნაკრების განაცხადს მიღმა დარჩა.
მიმდინარე სეზონში მომომ 12 მატჩი ჩაატარა, სადაც 6 გოლსა და 3 საგოლე პასს მოუყარა თავი.

3 კომენტარები