ვუდბერნი ლივერპულში დაბრუნდა

"ლივერპულის" ახალგაზრდა ფეხბურთელი ბენ ვუდბერნი, რომელიც იჯარის წესით "ოქსფორდ იუნაიტედში" იყო განათხოვრებული, მელვუდში დაბრუნდა. ამის მიზეზი "აკრინგტონთან" მიღებული ტრავმაა, რომელიც ფეხბურთელს მინიმუმ 3 თვე მოედანზე შესვლას შეუზღუდავს.

პრობლემის სრულ მოცემულობას დღეს, სკანირების გავლის შემდეგ გაიგებენ, თუმცა 19 წლის ფეხბურთელს მოტეხილობის გამოსწორების მიზნით მცირე ოპერაცია სჭირდება. ცნობილია, რომ "წითლებმა" უკმაყოფილება გამოხატეს იმ ფაქტის გამო, რამაც ვუდბერნის დაზიანება გამოიწვია.

მოგახსენებთ, რომ უელსელი ფეხბურთელი "წითლებში" 2016 წლიდან ირიცხება და პირველ გუნდში 6 მატჩი აქვს ჩატარებული, თუმცა გოლის გარეშე...

2 კომენტარები
დატოვეთ კომენატრი

  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent

reload, if the code cannot be seen