"ლივერპულმა" ნაკრებები დარაზმა

როგორც იცით, მიმდინარე კვირაში სანაკრებო თამაშებია და "წითლებიდანაც" საკუთარი ქვეყნის ღირსებას 17 მოთამაშე დაიცავს. ამ პერიოდისთვის "მერსისაიდელები" გათამაშების ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფებიან და მეორე ადგილოსან "მანჩესტერ სიტის" 8 ქულით უსწრებენ. "ლივერპული" მომდევნო ტურს  20 ოქტომბერს, "ოლდ ტრაფორდზე", "მანჩესტერ იუანიტედთან" გამართავს.

სადიო მანე თავის თანაგუნდელებს, ფაბინიოსა და რობერტო ფირმინოს 10 ოქტომბერს, ამხანაგურ მატჩში, სინგაპურში შეხვდება. ბრაზილიელები აზიაში დარჩებიან და 3 დღის შემდეგ კვლავ ამხანაგურად გაეჯიბრებიან ნიგერიას.

ჯორდან ჰენდერსონი, ტრენტ-ალექსანდერ არნოლდი და ჯო გომესი გარეთ საუთგეიტმა ევრო 2020-ის ჯგუფური ეტაპებისთვის გამოიძახა. 11 ოქტომბერს "სამი ლომი" პრაღაში ჩავა, რათა ჩეხეთს დაუპირისპირდეს, ხოლო შემდეგ კი სოფიისკენ აიღებს გეზს, სადაც 14 ოქტომბერს ბულგარეთს შეხვდება.

ევრო 2020-ის ჯგუფური ეტაპისთვის მზად არიან ვირჯილ ვან დაიკი, ჟორჟინიო ვაინალდუმი, დივოკ ორიგი, დეიან ლოვრენი და ენდრიუ რობერტსონიც. ი ჯგუფში "რობოს" შოტლანდია 10 ოქტომბერს რუსეთს შეხვდება, ხოლო 13-ში სამშობლოში დაბრუნდება და სან მარინოსთვის მოემზადება. ორიგის ბელგიას სან მარინოსთან და ყაზახეთთან მოუწევს ბრძოლა.

ამ თარიღებშივე ითამაშებს ჰოლანდიის ეროვნული ნაკრებიც, ოღონდ ჯერ როტერდამში ჩრდილოეთ ირლანდიასთან, შემდეგ კი გასვლაზე ბელორუსთან. დეიან ლოვრენი კი უნგრეთისთვის და უელსისთვის იწყებს ვარჯიშებს.

ახალგაზრდულ ნაკრებებში თავიაანთ შეხევდრებს ჩაატარებენ რაიან ბრიუსტერი (U21), კელეჰერი (U21), ვან დენ ბერგი (U19), კი-იანა ჰუვერი (U18), კურტის ჯონსი (U19) და ჰარვი ელიოტი (U17). 

3 კომენტარები
  • kkk

    წაადგებათ ეგ პაუზა ლივერპულს

    პასუხი გასაჩივრება
  • chipe

    მთავარია ტრანვები არ აიკიდონ და ყველა ჯამრთელად დაბრუნდეს. 20 მანჩესტერს დედა უნდა მოეტყნას. მერე გამოაცხობენ სტატიას "ლივერპულიდან ლივერპულამდე" და შპარგალკას გაუშვებენ უკან ნორვეგიაში. ფრე ხომ არ გავუგოროთ? დატოვებენ ოლეს და მერე ჩემპიონშიპში გავარდებიან smile

    პასუხი გასაჩივრება
  • დივოკ ორიჯი 222

    ტრამვები არ იყოს და დალშე დავიკ,იდოთ

    პასუხი გასაჩივრება
დატოვეთ კომენატრი

  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent

reload, if the code cannot be seen