კლოპის "ლივერპულური" კარიერა ციფრებში

2015 წლის 8 ოქტომბერს "ლივერპულის" მთავარ მწვრთნელად იურგენ კლოპი დაინიშნა. მან ამ პოსტზე ბრენდან როჯერსი შეცვალა.

მას შემდეგ 4 წელი გავიდა. გერმანელმა სპეციალისტმა გუნდთან ერთად მოიგო ჩემპიონთა ლიგა და უეფას სუპერ თასი, ინგლისის პრემიერ ლიგის განვლილ სეზონში კი სულ ცოტა დააკლდა ნანატრ ჩემპიონობამდე.

აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, კლუბის ოფიციალური საიტი საინტერესო სტატისტიკას გვთავაზობს :

* 2019 წლის თებერვალსა და მარტში მერსისაიდელებს ზედიზედ 517 წუთი არ გაუშვიათ გოლი.

* ყველა ტურნირზე კლოპის შეგირდებმა 457 გოლი გაიტანეს - საშუალოდ 2,07 გოლი ერთ მატჩში(საუკეთესო მაჩვენებელი კლუბის ისტორიაში).

* პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 152 მატჩში "ლივერპულმა" 320 ქულა მოიპოვა - საშუალოდ 2,11 ქულა. ყველა ტურნირზე კი ჯამში კლოპის ხელმძღვანელობით წითლებმა 221 შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა.

* გერმანელის "ენფილდზე" მოსვლის შემდეგ, ყველაზე მეტჯერ მოედანზე რობერტო ფირმინო გამოვიდა - 197 მატჩი. ამდენივე შეხვედრა დასჭირდება გუნდს 400 გოლის გასატანად - საუკეთესო მაჩვენებელი კლუბის ისტორიაში.

* ინგლისის ჩემპიონატში 300 ქულა "ლივერპულმა" 146 შეხვეხდრაში მოაგროვა - ესეც საუკეთესო მაჩვენებელია.

* საწყისი 150 მატჩიდან კლოპმა 92 მოიგო - უკეთესი შედეგი მერსისაიდელთა დამრიგებელთაგან არავის ჰქონია.

* გერმანელის მოსვლის შემდეგ "წითლებმა" კარი მშრალად 88-ჯერ შეინახეს.

* განვლილ 4 წელში გუნდის ბომბარდირი მოჰამედ სალაჰია - ეგვიპტელის ანგარიშზე 77 გოლია.

* სათასო ტურნირებსა და ჩემპ. ლიგაზე კლოპის ხელმძღვანელობით გუნდმა 68 მატჩი ჩაატარა.

* 221 შეხვედრაში იურგენმა სულ 67 ფეხბურთელი გამოიყენა.

* გერმანელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით "წითლები" 53 მეტოქეს დაუპირისპირდნენ - მათგან 50 დაამარცხეს.

* შეცვლაზე შემოსულმა მოთამაშეებმა განვლილ 4 წელში სულ 49 გოლი გაიტანეს - ამ მხრივ ლიდერი დივოკ ორიჯია(9 გოლი).

* 4 და მეტი გოლის გატანა "წითლებმა" 43 შეხვედრაში შეძლეს.

* მატიპისა და ვან დეიკის დუეტი გუნდის კარს 39 მატჩში იცავდა - საიდანაც "წითლებმა" მხოლოდ 5 წააგეს.

* კლოპის მოსვლის შემდეგ "ლივერპულის" მაისურით გოლი 38-მა სხვადასხვა მოთამაშემ გაიტანა.

* განვლილ 4 წელში მერსისაიდელთა რიგებში დებიუტი 37 მოთამაშეს ჰქონდა - პირველი კონორ რენდალი იყო, ბოლო კი სეპ ვან დერ ბერგი.

* ყველაზე ხშირად დაფიქსირებული ანგარიში ბოლო 4 სეზონში იყო 2:1 (22-ჯერ).

* ყველაზე ახალგაზრდული შემადგენლობით კლოპმა 2017 წლის იანვარში, "პლიმუთის" წინააღმდეგ ითამაშა - იმ მატჩში გუნდის საშუალო ასაკი 21 წელი და 296 დღე იყო.

* 20-ჯერ იყო ისეთი შემთხვევა, როცა "ლივერპული" შეხვედრას აგებდა და მაინც შეძლო გამარჯვების მოპოვება.

* ამჟამად მერსისაიდელთა ანგარიშზე პრემიერ ლიგაში ზედიზედ 17 მოგებული დაპირისპირებაა.

* 2019 წლის აპრილში კეიტამ ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა - "ჰადერსფილდის" კარის ასაღებად გვინეელს 15 წამი დასჭირდა.

* უკანასკნელ 4 წელში "ლივერპულს" 14-მა სხვადასხვა მოთამაშემ უკაპიტნა. მათ შორის იყვნენ: ჯეიმს მილნერი, ჯორდან ჰენდერსონი, ემრე ჯანი, ჯონ ფლანაგანი, ფილიპე კოუტინიო, ვირჯილ ვან დეიკი, კოლო ტურე, ლუკას ლეივა, კრისტიან ბენტეკე, ჯო ალენი, ხოსე ენრიკე, მარტინ შკრტელი, სიმონ მინიოლე და დეიან ლოვრენი.

* პრემიერ ლიგაში ჯერ "ლივერპულის" ძლევა 14-მა კლუბმა ვერ შეძლო.

* უკვე 8 შეხვედრაა "წითლები" გასვლით მატჩებს იგებენ(პრემიერ ლიგაში) - ეს საუკეთესო მაჩვენებელია კლუბის ისტორიაში. ამდენივე გამარჯვება მოიპოვა გუნდმა ერთ კალენდარულ თვეში - 2018 წლის დეკემბერში.

* კლოპი არის მეხუთე გერმანელი მწვრთნელი, ვინც ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

* კლოპი არის პირველი მწვრთნელი, რომელმაც საწყის 3 სეზონში ინგლისური გუნდი 3 ევროპულ ფინალში გაიყვანა.


2 კომენტარები
  • დივოკ ორიჯი 222

    კლოპი გენიაა და ეს სტატისტიკამაც დაამტკიცა

    პასუხი გასაჩივრება
  • chipe

    დივოკ ორიჯი 222,
    გენია შეილება არის,მაგრამ ეს სტატისტიკა დიდი ფულის დახარჯვის დამსახურებაა. ამ სტატიაში გამორჩენილია და ხაზი უნდა გაესვას ამ ფაქტს,რომ არცერთ მწვრთნელს არ დაუხარჯია ამდენი ფული. მეტი ობიექტურობისთვის არის საჭირო და იმისათვის,რომ არ დავემსგავსოთ სხვა ფანკლუბებს.ისე კი მაგარია ეგ გერმანელი ხუშტურა ამაზე ორი აზრი არაა,მაგრამ ეპლი უნდა. უდიპლომო სასიძო ხო გაქვს ნანახი, მანდ რო ეუბნება ბიჭიკოს სასიმამრო ეგ ფურცელი კი კარგია მარა დიპლომი მაინც გინდაო smile ეგრეა კლოპის შემთხვევაშიც. სტატისტიკა კარგია და ლიგის თასიც,მარა ეპლი მაინც უნდა რო ვაღიარო ზეტრენერად და დროდადრო რო არ მოვითხოვო გაშვება. ეპლი დადოს და მერე ჩემთავად ვინც მაგის გაშვება მოითხოვოს ***

    პასუხი გასაჩივრება
დატოვეთ კომენატრი

  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent

reload, if the code cannot be seen