ჯინი: ადრიანი ყველას ესაუბრება

მოგეხსენებათ, ზაფხულში ადრიანი თავისუფალი აგენტი იყო, სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს კი ის "ლივერპულს" შეუერთდა. შეიძლება ითქვას, რომ ესპანელს გაუმართა, რადგან პრემიერ ლიგის პირველივე ტურში ალისონ ბეკერმა კოჭის ტრავმა მიიღო და საქმეში ჩართვა სწორედ ადრიანს მოუხდა.

მეტიც, ესპანელი სასტარტო შემადგენლობაში იყო სუპერ თასზე, "ჩელსისთან" მატჩშიც და პენალტების სერიაში გადამწყვეტი 11 მეტრიანიც მოიგერია.

სულ ცოტა ხნის წინ, კლუბის ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში ადრიანზე მისმა თანაგუნდელმა, ჟორჟინიო ვეინალდუმმა ისაუბრა:

"ჩვენ თავიდანვე კარგად შევეწყვეთ ერთმანეთს. ის კარგი პიროვნებაა და ყველას ესაუბრება. თავადაც ხედავთ, ის არ არის მორცხვი ადამიანი. როგორც წესი, ახალწვეულები ფიქრობენ ვისთან შეუძლიათ დალაპარაკება, ადრიანი კი ყველას ეუბნება იმას, რასაც ფიქრობს.

პირველივე დღიდან, ის უკვე ერთ-ერთი ჩვენგანი გახდა. მას შემდეგ მან ნამდვილად დიდი სამუშაო შეასრულა. მან არაერთი მნიშვნელოვანი ბურთი მოიგერია და მიღწეულ შედეგზე დიდი გავლენა ჰქონდა."
- განაცხადა ვეინალდუმმა.

5 კომენტარები
  • chipe

    ეს მართლა გამოგვადგა და კარიუსმინოლიუსი დაგვავიწყა. ფუფუნება ასეთი მეკარის ზამენაზე ყოფნა და ჯერ კიდევ საკითხავია ზამენაზე იჯდება თუ არა. არავინ ვიცით,რა ფორმაში დაბრუნდება ალისონი და არ გამოვრიცხოთ რო ამოაგდოს სასტავიდან

    პასუხი გასაჩივრება
  • Darkside

    ძალიან უმტკივნეულოდ გადაიტანა გუნდმა ალისონის ტრავმა და ამისთვის დიდი მადლობა ადრიანს. რამდენიმე ისეთი სეივი შეასრულა ამ პერიოდში, არ ვარ დარწმუნებული რომ ალისონი მოიგერიებდა, მაგალითად ნაპოლისთან, მერტენსის დარტყმული.

    პასუხი გასაჩივრება
  • დივოკ ორიჯი 222

    ადრიანი სწორ დროს სწორ ადგილას

    პასუხი გასაჩივრება
  • chipe

    Darkside,
    ალისონი უაზრო სეივებს არ აკეთებს smile თუ აკეთებს,მაშინ გუნდი ხეირობს მაგით. ნაპოლისთან დავმარცხდით და ეგ სეივი სტატისტიკისთვისააა. ალი უძლიერესი მეკარეა,მაგრამ ფორმაში არის თუ არა ეგ არის საკითხავი. გადახედე ალის სეივებს და მიხვდები რა ზე დონე მეკარე გვყავს. საჭირო დროს იცის ალიმ გუნდის გარარჩენა

    პასუხი გასაჩივრება
  • Ynwa Scousers

    რა დონის მეკარეც არ უნდა იყოს ალისონთან მაინც უშანსოდაა

    პასუხი გასაჩივრება
დატოვეთ კომენატრი

  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent

reload, if the code cannot be seen