ნევესთან მოლაპარაკებები დაწყებულია » LIVERPOOL FC ქართული ფან კლუბი!

ნევესთან მოლაპარაკებები დაწყებულია

ავტორი: johnson, 15-10-2015, 22:06, კატეგორია - სიახლეები / ტრანსფერები, , 20


"ლივერპულმა" უკვე დაიწყო არაფორმალური მოლაპარაკებები რუბენ ნევესთან. დიდი ალბათობით, "პორტოს" ნახევარმცველი მერსისაიდული გუნდის მაისურს იანვარში მოირგებს.

 

Mirror-ის ინფორმაციით, 18 წლის ფეხბურთელმა უკვე მიიპყრო ევროპის რამდენიმე გრანდის ყურადღება, თუმცა ძირითად შემადგენლობაში ადგილი, მას მხოლოდ "წითლებმა" შესთავაზეს. გარდა ამისა, ის შესაძლოა გახდეს ყველაზე მაღალანაზღაურებადი თინეიჯერი მოთამაშე.

 

ნევესი პორტუგალიის U21 ნაკრების წევრია. ჯერ უცნობია, რა თანხის გადახდას გეგმავს "ლივერპული" მის სანაცვლოდ.

скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები



MandyFreitag9
მომხმარებელი

მოდი მოდიიიი მოდიიიიიიიიიიი ნებისმიერის მაგივრად მოდი ტუტუცი ვიყო უძლიერესი ბიჭიაააა....ალონსოს თუ ვინმე შეცვლის ლივერპულში ეს კაციააა


Ynwa Scousers
სტუმარი

bliss


ElinorX0541258
მომხმარებელი

ისევ და ისევ აქ გინდა კლოპ მოიყვანე გინდა მაურინიო იგივე ღლაპების მოსვლას უნდა ველოდოთ


Ynwa Scousers
სტუმარი

ციტატა: giginio
ისევ და ისევ აქ გინდა კლოპ მოიყვანე გინდა მაურინიო იგივე ღლაპების მოსვლას უნდა ველოდოთ

ამის თამაშI საერთოდ გაქვს ნაყურები? ერთხელ მაინც


knife06yarn
მომხმარებელი

ეს კი არა ჯერომ სინქლერს მისცეს შანი მაგრად მაინტერესებს


MandyFreitag9
მომხმარებელი

ციტატა: giginio
ისევ და ისევ აქ გინდა კლოპ მოიყვანე გინდა მაურინიო იგივე ღლაპების მოსვლას უნდა ველოდოთ

ეს თუ ვიყიდეთ დაიმახსოვრე ძმაააა ყველას ერთ თვეში სეაყვარებს თავს უძლიერესია ვუყურებ ხშირად ამის თამაში და უძლიერესია


ElinorX0541258
მომხმარებელი

ციტატა: Ynwa Scousers
ციტატა: giginio
ისევ და ისევ აქ გინდა კლოპ მოიყვანე გინდა მაურინიო იგივე ღლაპების მოსვლას უნდა ველოდოთ

ამის თამაშI საერთოდ გაქვს ნაყურები? ერთხელ მაინც

ეგ მაგარი იცით ხოლმე ამის თამაში ნანახი გაქვს? მაქვს და ასევე ნანახი მქონდა სხვა ტალანტების თამაშიც და მერე როგორ ჩაიფსეს ლივერპულში


MandyFreitag9
მომხმარებელი

არა დამიჯერეე ეს მომავალი ვარსკვლავიაააა ეგ უკვე ჩამოყალიბებული ფეხბურთელიააა


stiven8G
სტუმარი

kai igrokia es bavshvi sheudzlobs tamashi daalagos rogorc awyobs ise karnaxobs tamashs chemi azrit gamogvadgeba chveni stilia burtis gagoreba uyvars


plier6singer
მომხმარებელი

ტალანტების მოყვანა როჯერსმა შეგვაძულა, იმიტომ რომ არიცოდა მათი განვითარება. ახლა კლოპი მიხედავს


PhilippeCoutinho10
სტუმარი

არ მინახავს ვერვიტყვი ვერაფერს


MandyFreitag9
მომხმარებელი

ციტატა: RUSH
ნევეშზე უარის თქმა ძალიან დიდი შეცდომა იქნება მითუმეტეს რომ კლოპი გიდგას სათავეში ისეთ უცნობ პოლონელ თავდამსხმელს როგორიც ლევანდოვსკი იყო აქცევ მსოფლიო დონის ვასრკვლავად ნევეშს ალბათ მეგა დონის ფეხბურთელად აქცევს იმის და გამო რო დღევანდელ საფეხბურთო სამყაროში ეს პორტუგალიელი მართლაც გამორჩეულია თავის ტოლებში

გეთანხმები ეს არააა პერსპექტიული და რაგაც ესეთი ეს უკვე ჩამოყალიბებული ფეხბურთელია ვინმე თუ უყურებს პორტოს თამაშებს მიხვდება რო გუნდს დირიჯორობს 18 წლის ბიჭი..ყველა სეტევას ეგ იწყებს ..უკნიდანაც კარგია დაა ასევე ძაან მაგრა ამწვავებს...ჩემი აზრით ალონსოზე უკეტესი იქნება ეგ მალე თუ სწორედ განვითარდება..ლივერპული ამისთვის იდეალურია და ისევეა ცვენთვის იდეალური ეს ბიჭი


viewdenim0
მომხმარებელი

არ მინახავს ამ ბიჭის თამაში და ვერაფერს ვიტყვი ,და საერთოდ მშვიდად ვარ უკვე ვიცი ვისაც მოიყვანენ აწი ყველას იემდი უნდა მქონდეს იმიტო რო ვაბშე სხვა მწვრთნელი გვყავს ვაბშე სხვა ხედვებით 10 თავით მაღლა დგას ბრენდანზე კლოპი ,და ბევრად დიდი პროფესიონალია ასერომ ვენდობი .ერტადერთი თამაში მაქ ნანახი ჩელსისთან და ვერაფერი განსაკუთრებული ვერ ვნახე ამ ბიჭში ჩვეულებრივი ნიჭიერი ახალგაზრდაა ჩემი აზრით არც ალენზე მეტია არაფრით საერთოდ,რათქმაუნდა 1 მატჩით ვამბობ მარა რარაცა განსაკუთრებული რო ქონდეს გამოჩნდებოდა ,კაცმა არ იცის მოიყვანენ თუ არა შეილება ჭორიც იყოს .


romani-fan-liverpool
სტუმარი

არ ვიცი არ მინახავს ამ ბიჭის თამაში მაგრამ მივესალმები. ნახევარდაცვა სუსტი გვყავს. კლოპმა იცის ტალანტის ამოცნობა და უნდა მოხდეს შეთანხმება პორტოს ბოსებთან


Ynwa Scousers
სტუმარი

ციტატა: giginio
ციტატა: Ynwa Scousers
ციტატა: giginio
ისევ და ისევ აქ გინდა კლოპ მოიყვანე გინდა მაურინიო იგივე ღლაპების მოსვლას უნდა ველოდოთ

ამის თამაშI საერთოდ გაქვს ნაყურები? ერთხელ მაინც

ეგ მაგარი იცით ხოლმე ამის თამაში ნანახი გაქვს? მაქვს და ასევე ნანახი მქონდა სხვა ტალანტების თამაშიც და მერე როგორ ჩაიფსეს ლივერპულში

ვინ ჩაიფსავს ნუ გამაგიჟე ტიპმა მარტომ ათრია მთელი ჩელსი პლიუს მაგას უსტაბილურესია ამისი ჩაგდებული თამაშI მე არ მინახავს და ერთ ერთი გამორჩეულია ლიგაზეც


sandro
სტუმარი

ციტატა: giginio
ციტატა: Ynwa Scousers
ციტატა: giginio
ისევ და ისევ აქ გინდა კლოპ მოიყვანე გინდა მაურინიო იგივე ღლაპების მოსვლას უნდა ველოდოთ

ამის თამაშI საერთოდ გაქვს ნაყურები? ერთხელ მაინც

ეგ მაგარი იცით ხოლმე ამის თამაში ნანახი გაქვს? მაქვს და ასევე ნანახი მქონდა სხვა ტალანტების თამაშიც და მერე როგორ ჩაიფსეს ლივერპულში

ლივერპული რომ რეალის, სიტის, ჩელსის და უკვე ბარსელონასნაირი გუნდი იყოს ნამდვილად არ მინდა. ვგულისხმობ იმას, რომ უკვე შემდგარი ვარსკვლავების ყიდვით ირჩენენ თავს. მაგათ რომ მივბაძოთ ვერასდროს წინ ვერ წავალთ იმიტო რო ეგეთ ბრძოლაში ვისაც მეტი ფული აქვს ის იგებს. ლივერპული ტალანტების მაძიებელი გუნდი იყო ყოველთვის და ასე უნდა იყოს ეხლაც. მაგიტომ მიყვარს ეს გუნდი. და დორტმუნდში მუშაობიდან გამომდინარე ეჭვი არ უნდა შეეპაროს არავის, რომ კლოპს ტალანტების არჩევა არ ეშლება. არ არის ლაპარაკი ერთ კონკრეტულ ფეხბურთელზე, ტიპმა მთელი დორტმუნდი ჭ კლასის გუნდებში მოთამაშე ფეხბურთელებისგან ააწყო და იმაზე მეტ წარმატებას მიაღწია ვიდრე პელეგრინიმ თავისი მილიარდებად ნაყიდი ფეხბურთელებით. ასე რომ გუნდში ახალგაზრდა და პერსპექტიული ფეხბურთელის მოსვლა ყოველთვის უნდა გვიხაროდეს.


MandyFreitag9
მომხმარებელი

ციტატა: G.p
არ მინახავს ამ ბიჭის თამაში და ვერაფერს ვიტყვი ,და საერთოდ მშვიდად ვარ უკვე ვიცი ვისაც მოიყვანენ აწი ყველას იემდი უნდა მქონდეს იმიტო რო ვაბშე სხვა მწვრთნელი გვყავს ვაბშე სხვა ხედვებით 10 თავით მაღლა დგას ბრენდანზე კლოპი ,და ბევრად დიდი პროფესიონალია ასერომ ვენდობი .ერტადერთი თამაში მაქ ნანახი ჩელსისთან და ვერაფერი განსაკუთრებული ვერ ვნახე ამ ბიჭში ჩვეულებრივი ნიჭიერი ახალგაზრდაა ჩემი აზრით არც ალენზე მეტია არაფრით საერთოდ,რათქმაუნდა 1 მატჩით ვამბობ მარა რარაცა განსაკუთრებული რო ქონდეს გამოჩნდებოდა ,კაცმა არ იცის მოიყვანენ თუ არა შეილება ჭორიც იყოს .

ჩელსთან თამაშს თუ უყურე პეხი რო არ გაანძრევია ჩელსის მთელ ცენტრს 18 წლის ბჭმა ეგ არაფერიააა?აბა ეხა ეს კაკა არაა ან ჯერარდი ან ზიდანი რო ეფექტები აკეთოს ამის საქმეა ბურთის დაჭერააა და 100 პროცენტით გააკეთა ჩელსთან..ჩელსთან ითამაშა თუ ითამაშა ამან:D


ManieEason1138
მომხმარებელი

ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები feel


stephen_gerrard
სტუმარი

Es magari igrokia movides ra


Liverpool Fc 10
სტუმარი

აუუ ძაან მაგარია..ბრავოო 002

კომენტარის დამატება
ქართული/ინგლისური (~)

სახელი:*
E-Mail:
შეიყვანე კოდი: *
კოდის განახლება


კვირა, 20:30 სთ


  • ლივერპული
  • VS

    31.03.18


  • ტოტენჰემი

მიმოხილვა


  • ფულჰემი
  • 1:2

    17.03.2019


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

სადიო მანე

მეტოქე - ფულჰემი


Liverpoolfc.Ge - 2008. "ლივერპულის" ქართული ფან-კლუბი. Designed by Vakho Gogaladze