კლოპის ვერდიქტი » LIVERPOOL FC ქართული ფან კლუბი!

კლოპის ვერდიქტი

ავტორი: Mersy, 23-10-2015, 10:06, კატეგორია - სიახლეები, , 17


ანგარიშის გახსნა ყაზანელმა ფეხბურთელებმა მოახერხეს, თუმცა ძალიან მალე ემჯე ჯანმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო შეხვედრის მეორე ნახევარში "მერსესაიდელები" მოწინააღმდეგის კარს არ მოშორებიან, თუმცა ამაოდ. განვლილ შეხვედრაზე იურგენ კლოპმა ოფიციალურ საიტთან ისაუბრა:

 

"საინტერესო დაპირისპირება იყო, თუმცა საკმაოდ გაგვიჭირდა, ვინაიდან ჩვენი მეტოქე კერკეტი კაკალი აღმოჩნდა. მართალია ისინი ხშირად არ ფლობდნენ ბურთს, მაგრამ როდესაც მათ განკარგულებაში ექცეოდა რაციონალურად იყენებდნენ. "რუბინმა" ანგარიში გახსნა, რაც ჩვენთვის პრობლება აღმოჩნდა. როდესაც პირველი უშვებ საქმე გირთულდება – ფეხბურთში ყოველთვის ასე იყო."

 

"გაქვს საკმარისი მომენტები, კონცენტრაციასთან ყველაფერი რიგზეა, თამაშში დემონსტირებ მაღალი დონის ფეხბურთს, მაგრამ არის რაღაც რაც გაკლია. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია გადატვირთვა, რაც ჩვენ გავაკეთედ. კარგი რეაქცია გვქონდა და შესანიშნავი ბურთი გავიტანეთ. აქამდე მოწინააღმდეგემ ფეხბურთელი დაკაგრა. სრულფასოვანი შემადგენლობით 10 კაცის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის იოლი ამოცანა არ არის. სამუშაოს მოცულობა ორმაგდება, ვინაიდან მოწინააღმდეგე ანებებს თავს ფეხბურთის თამაშს და კონცენტრაციას თავდაცვაზე აკეთებს. ისინი თავს მთელი გუნდით იცავდნენ და კარის წინ კომპაქტურად იყვნენ განლაგებულნი."

 

"ეს იყი ის რასაც უნდა შევგუებოდით მეორე ტაიმის განმავლობაში. უკეთესად უნდა გვემოქმედა. ჩვენ გვქონდა შანსი – ერთ–ერთ ეპიზოდში ბენტეკეს დარტყმული ძელს მოხვდა. ბევრი მომენტები გვქონდა, მაგრამ არ იყო გოლი. შემიძლია ვთქვა, რომ 98%–ით დავიხარჯეთ, დანარჩენი საკვანძო 2% კი ალბათ გამოუყენებელ მომენტებზე მოდის."

 

"სიონმა მოიგო თავისი შეხვედრა რისი წყალობითაც პირველ ადგილზე იმყოფება. ჩვენ ჯერ არ დაგვიკარგავს ჯგუფიდან გასვლის შანსი, ამიტომ მომდევნო ტურში საკმაოდ რთული და მნიშვნელოვანი შეხვედრა გველის ცივ ყაზანში."

 

"ეს არ არის ყველაზე საშინელი დღე ჩემს ცხოვრებაში, მიუხედავად იმისა, რომ ვერ მოვიგეთ. მომდევნო შეხვედრისთვის გვარიანად უნდა მოვემზადოთ, რათა მომავალ შეხვედრაში დასახულ მიზანს მივაღწიოდ."

 

"რაც შეეხება ჯანს – ის შესანიშნავი ნახევარმცველია. მას შეუძლია რამდენიმე პოზიციაზე თამაში. ამჟამად არაფრის თქმა არ შემიძლია, თუმცა კვირას შესაძლოა სულ სხვა პოზიციაზე ვიხილოდ. მას რამდენიმე წელია ვიცნობ და ვიცი, რომ მოედნის ცენტრში უყვარს თამაში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ სხვა პოზიციაზე არანაკლები პროდუქტიულობით შეუძლია გამოსვლა. გერმანიის ნაკრებში ის მცველის რანგში ასპარეზობდა და თუ  საკმარის დროს მივცემთ მისი შესაძლებლობები ერთი ორად დაიხვეწევა."

 

კლოპმა ასევე განაცხადა, რომ ინტენსიური პრესინგი არ არის მისი ფილოსოფიის მთავარი შემადგენელი ნაწილი.

 

"ხშირად მეკითხებიან შეძლებს თუ არა გუნდი 90 წუთის განმავლობაში სირბილს და პრესინგის თამაშს. როდესაც "მაინცში" ვმუშაობდი მსგავსი კითხვები გამუდმებით მესმოდა. როდესაც "ბორუსიაში" გადავედი კითხვები გახშირდა.  დარწმუნებული არ ვარ, რომ მსგავს ტემპში მთელი 90 წუთი უნდა ვთამაშობდეთ. იმისათვის რათა ისწავლო პრესინგი გაცილებით ხშირად უნდა ჩაერთო მასში, ხოლო როდესაც ბურთი შენ გაქვს აუცილებელია არ არის მოედნის ყოველ კუთხეში ცოფიანივით ირბინო."

 

"რაც შეეხება კონტრპრესიგნს – უყურებდით "არსენალი"– "ბაიერნის" შეხვედრას, სადაც "მიუნხენლებს" ბურთის 70%–იანი ფლობა ჰქონდათ, თუმცა დამარცხდნენ. ფეხბურთში ასეთი რამ ხდება. ეს იყო ერთ–ერთი იშვიათი შეხვედრა, რომელშიც დაცვაში მყოფი "არსენალი" ვნახე – ისინი იყვნენ კარგად ორგანიზებულნი და მომზადებულნი, რისი წყალობითაც გაიმარჯვეს. ჩვენ ვმუშაობთ საკუთარ თავზე, თუმცა აუცილებელი არ არის თითოეულ შეხვედრაში 150 მილის სირბილი წარმატების მისაღწევად. მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის უნდა ვიყოდ მზად."

 

"ხშირად მეკითხებიან ეყოფა თუ არა გუნდს ძალები ითამაშოს ყოველ სამ დღეში. რა თქმა უნდა ჩვენ გვჭირდება ჯანმრთელი ფეხბურთელები, რომლებიც ადვილად არ დაიღლებიან. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ ვარჯიშზე, რათა ისინი მზად იყვნენ ინტენსიური ფეხბურთისთვის."

 

"ტოტენჰემის წინააღმდეგ ჯამში 116 კილომეტრი ვირბინეთ, მაგრამ ეს ვქენით ვინაიდან ამის სურვილი გვქონდა. უკვე ვიცით რა კომპონენტები უნდა გავაუმჯობესოდ, რათა ბურთის მიღებისას მშვიდად ვიყოდ. დროსთან ერთად ჩვენი პრესინგი უკეთესი გახდება."

 

 

скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები



steven9child
მომხმარებელი

თამშის ხარისხით მკაყოფილი ვარ ასეთ რამეს ვერ იხილავდი როჯერსის დროს. დასაფასებელია რამოდენი მომენტი. მოძრავი პრესინგი, სადაც საჭიროა იმ უბანში ვიწყებდით პრესინგს და ბურთი 90% ჩვენ გვრჩებოდა ამას სტატისტიკაც ასახავს რუბინის არაზუსტი გადაცემები თითქმის 50% არის. ასევე არ ვიცი რამდენად შეამჩინეთ მაგამ ძალიან მომეწონა აუტის მოწოდება, როჯერსის დროს უბრალოდ არ ვიცოდით ვისთვის მიგვეცა აუტიდან ბურთი გუშინ კი არა მარტო ჩვენი მოწინააღმდეგის აუტიც ჩვენი იყო. მომეწონა ფეხბურთელების მონდომება და ჟინი რაც ბოლო თამაშები საეროთდ არ ეტყობოდა, თითქოს ყველას ტურბო ჩაურტეს. ნებისმიერი ფეხბურთელი ცდილობს გაამწვაოს და კარში დარტყას თუ არ გამოდის სახეზე ეტყობა როგორ განიცდიან, მაგალითად კოუტინიო ჩანი ლალანა ბენტეკე და ის მომენტები გმაოდგება რაც გავანიავეთ.
პ.ს უბრალოდ დროის საკითხია სანამ გუნდირ ელსებზე შედგება და დაიქოქება, არის საკმოად კარგი წინსვლები, მატჩის დასაწყისში მართლაც კარგად ვთმაშობთ მერე უბრალოდ ვირევით. ჯერ პოზიციები კარგად ვერ აითვისეს ვინ სად და როგორ უნდა იმუშაოს. ამიტომ ხშირად მოძრაობა ქაოსური და დაულაგებელი ხდება, ეს მხოლოდ დროის საკითხია როდის დავლაგდებით დაავეწყობით ახალ ტაქტიკას. ამდენი საიხლე და სასიკეთო მე რამოენიმე თვის განმავლობაში არ მიხილავს. კარგი იქნებოდა რომ მოგვეგო მარამ ყველაფერი წინაა, საბოლოო ჯამში გუნდის პროგრესით კმაყოფილი ვარ. ველოდები შემდეგ თამაშებს გამოჩნდება რამდენად მოვუმატებთ.


aries3cheese
მომხმარებელი

მოკლედ მე ვფიქრობ კლოპმა გუნდი უკვე მოიყვანა აზრზე. მე პირადად ჩვენი გუნდის ტამაში მომეწონა და ვეთანხმები კლოპს რომ 2% დაგვაკლდა და ეგაც კიდე მოედანზე უკლასო ფეხბურთელების ყოფნამ გამოიწვია. ეხლა ჩვენ რომ გვყოლოდა ჰენდერსონი ბენტეკე, სტარიჯი და ფრიმინიო თავიდანვე უეჭველი მოვიგებდით. დაცვაშიც კარგად ვმოქმედებდით მომეწონა ასე თუ ისე და ის გოლიც რაც გავუშვით და საგოლე მომენტის მცველების უაზრო შეცდომის ბრალი იყო.ეს რუბინი მართლა მაგარი კერკეტი კაკალია ბარსას მოუგეს ხო მგონი კამპ ნოუზე :დ მოკლედ გუნდი გუნდურად თამაშობს, სწორი გზით მიდის და ყველა წინაპირობა გავქვს რო სტაბილურად ვითამაშოთ. მშვენიერი კომბინაციები, გადაცემები, ბრძოლა ჟინი და ის ყველაფერი დავინახე რისტვისაც მიყვარს ლივერპული. სოტონს აუცილებლად მოვუგებთ ესე მგონია . ისე აღნიშვნის ღირსია კვირკველია, რუბინში ყველაზე მაღალი ეგაა და შკრტელთან, სახოსთან მენტეკესთან და ჯანთან უწევდა ორთაბრძოლა.


formsoap2
მომხმარებელი

ე არაფერს დავწერ მარა ავტორ სადაც იმ ჭირიან როჯერსზე წერდი ბოსის ვერდიქტიო კლოპმა მაინც და მაინც უნდამოიგოს თამაში ეგ რო დასწერო


grigala
სტუმარი

ყოჩაღ კვირკველიას, კლოპმა ემრეზე ისე ილაპარაკა მგონი შემდეგ თამაშში სახო და ემრე იქნებიან დაცვის ცენტრში, სახო უმაგრესია ეს ბოლო ორი თამაში, დაამტკიცა ამ კაცმა რო არ არი სკამზე დასასმელი


GayeBronson
მომხმარებელი

გუშინ გამოჩნდნენ ადამიანები ვინც კლოპი გააკრიტიკა და დაწერა რომ როჯერსის თამაშისგან არაფრით განსხვავებოდაო... ასე მგონია ისინი კვლავ როჯერსის ფანებად რჩებიან wink კაცი მოვიდა და დახვდა ბარდაგი. არეული გუნდი. არანაირი კომბინაციები. არეული პოზიციები. ბევრ ფაქტორს რომ თავი დავანებოთ, გახსოვთ თქვენ რომ 90 წუთი როჯერსს რომელიმე გუნდთან ასე სულ წინ ეთამაშა ? ბოლოს როდის გახსენდებათ როჯერსის მიერ მეტოქის კართან მოწყობილი შტურმი? კარლაილი რო კარლაილია იქ არ მომხდარა მგონი ასეთი რამ, მომენტები ძალიან ბევრი გვქონდა. მაგრამ რთულია რამე მოითხოვო როცა ალენი და მილნერი გყავს გუნდში და წინ კიდე ორიჯი. კლოპმა თქვა რომ დრო დამჭირდებაო და მოითმინეთო და სრულიად გასაგებია ეს რატომაც თქვა. კიდევ მგონია რომ ცოტა თავდაჯერებულობა მაინც აკლიათ.აი ბენტეკემ რომ ძელს გაარტყა, მაგ დროს პასი ლალანასგან მიუვიდა რომელსაც შეეძლო თავად უკეთესად გაეგრძელებინა თუმცა ვერ აიღო თავის თავზე. ფაქტია რომ ამ გუნდში პროგრესი ჩანს და თუ ვინმე ვერ ამჩნევს ეს მხოლოდ მისი პრობლემაა.

ჯანს რაც შეეხება, მართლა კარგი ფეხბურტეთელია. უკანაც ჩამორბოდა ართმევაზე, წინაც კარგად თამაშობდა. შორიდან დარტყმებს მოვუმატეთ და ეგ ძალიან მომწონს. საინტერესოა ჯანს სად გადაიყვანს. იმედი მაქვს მცველი არ იქნება და წინ თუ აწევს მე გამიხარდება. კუთხურების ჩაწოდება უნდა ვისწავლოთ კიდევ.

დასაწერი მართლა ძალიან ბევრია, მაგრამ მთლიანობაშ მე კლოპის საწინააღმდეგო არაფეირ მაქვს და ვერც დავადანაშაულებ. ამდენ მომენტს რომ ქმნი და ვერ იტან იქ მწვრთნელს რა მოვთხოვო. კოუტინიო საერთოდ დაიკარგა ისე. სახო ძაან გიჟია. ძალიან მოუმატა და მჯერა რომ კლოპის დროს გუნდის ერთ-ერთი სსაუკეთესო ფეხბურთელი გახდება

პ.ს. კვერკველიას ყოჩაღ გუშინ ! მაგარი მცველია scarf
პ.პ.ს ენფილდი საოცარი იყო გუშინ. ასეთი ხმაურიანი დიდი ხანი არ მინახავს


beauty1gear
მომხმარებელი

ციტატა: merseyside red
ე არაფერს დავწერ მარა ავტორ სადაც იმ ჭირიან როჯერსზე წერდი ბოსის ვერდიქტიო კლოპმა მაინც და მაინც უნდამოიგოს თამაში ეგ რო დასწერო

კლოპს არ უხდება სიტყვა ბოსი. სხვა რამე უნდა მოვუფიქროთ


romani-fan-liverpool
სტუმარი

კარგი თამაში იყო კლოპის ხელი ეტყობა გუნდს რომ ვერ მოვიგეთ ეგ უკლასო ფეხბურთელების ბრალია. ალენი ვესბრომვიჩის დონეც არაა, ორიჯმა დასამახსოვრებელი ვერაფერი გააკეთა. სახო კი მაგარი იყო იმენნა დაგლიჯა, ამას რო ჩავარდნა ჰქონდა ეგ როჯერსის დამსახურებაა ლოვრენს ათამაშებდა და ლოვრენი ისევ ის ლოვრენი დარჩა საკო კი ფორმიდან ამოვარდა. საკო კლოპის ხელში კიდევ უფრო გაიზრდება და ძალიან სერიოზული მცველი გახდება. კვირკველია მაგარი იყო, ის რომ არა რუბინი ქულის გარეშე დარჩება


crocus48hood
მომხმარებელი

ციტატა: liverpolel



გეთანხმები


ManieEason1138
მომხმარებელი

გუშინ მარტო ერთი გუნდი თამაშობდა ბურთი სულ ჩვენ გვქონდა და თამაშიც ჩვენ მიგვყავდა უბრალოდ უპირატესობა გატანილ გოლში ვერ გარდავსახეთ და ამიტომ ვერმოვიგეთ...სტარიჯისნაირი ფორვარდი რომ არგვყავს მაგიტომ,ინგსიც ახლა დაგვემტვრა,ასერომ შემსრულებელი არგვყავდა არავინ..ბენტეკემ ბევრი მომენტი გააცუდა და არგაგვიმართლა ყველაფერთან ერთად...მოკლედ უიღბლობის გამო დავკარგეთ ქულები,თორე ნამდვილად კარგი თამაში იყო მესიამოვნა ყურება,მთელი თამაში ვუტევდით..მართალია ერთიანი მეწერა და გამისხა მაგრამ სოტონთან ავიღებთ 3 ქულას 002


riflecap7
მომხმარებელი

ბოლო პერიოდში შკრტელის პოზიცია ხსირად იდირკება.


MandyFreitag9
მომხმარებელი

ერთი რაც ამ გუნდს აკლია არის მაღალი დონის შემსრულებელი....არამარტო დაბოლოვებას ვიძახი არამედ გახსნასაც ასეთი გვყავს სტარიჯი მარა მის იმედზე ყოფნა არ შეიძლება..აუცილებელია ერთი კარგი ცენტრალური ნახევარმცველიიიი და თავდამსხმელი


leglock63
მომხმარებელი

როგორც არ უნდა იყოს გუნდი რომელიც 10 კაცით დაცვაში თამაშობს თანაც ორგანიზებულად ძალიან რთულია იმ გუნდის დამარცხება + ამას ემატება კლასის ნაკლებობა შეტევაში, რამაც გამოიწვია ის რომ ვერ მოვიგეთ მარა არაუშავს ყველაფერი წინაა


ElinorX0541258
მომხმარებელი

ციტატა: johnson
გუშინ გამოჩნდნენ ადამიანები ვინც კლოპი გააკრიტიკა და დაწერა რომ როჯერსის თამაშისგან არაფრით განსხვავებოდაო... ასე მგონია ისინი კვლავ როჯერსის ფანებად რჩებიან wink კაცი მოვიდა და დახვდა ბარდაგი. არეული გუნდი. არანაირი კომბინაციები. არეული პოზიციები. ბევრ ფაქტორს რომ თავი დავანებოთ, გახსოვთ თქვენ რომ 90 წუთი როჯერსს რომელიმე გუნდთან ასე სულ წინ ეთამაშა ? ბოლოს როდის გახსენდებათ როჯერსის მიერ მეტოქის კართან მოწყობილი შტურმი? კარლაილი რო კარლაილია იქ არ მომხდარა მგონი ასეთი რამ, მომენტები ძალიან ბევრი გვქონდა. მაგრამ რთულია რამე მოითხოვო როცა ალენი და მილნერი გყავს გუნდში და წინ კიდე ორიჯი. კლოპმა თქვა რომ დრო დამჭირდებაო და მოითმინეთო და სრულიად გასაგებია ეს რატომაც თქვა. კიდევ მგონია რომ ცოტა თავდაჯერებულობა მაინც აკლიათ.აი ბენტეკემ რომ ძელს გაარტყა, მაგ დროს პასი ლალანასგან მიუვიდა რომელსაც შეეძლო თავად უკეთესად გაეგრძელებინა თუმცა ვერ აიღო თავის თავზე. ფაქტია რომ ამ გუნდში პროგრესი ჩანს და თუ ვინმე ვერ ამჩნევს ეს მხოლოდ მისი პრობლემაა.

ჯანს რაც შეეხება, მართლა კარგი ფეხბურტეთელია. უკანაც ჩამორბოდა ართმევაზე, წინაც კარგად თამაშობდა. შორიდან დარტყმებს მოვუმატეთ და ეგ ძალიან მომწონს. საინტერესოა ჯანს სად გადაიყვანს. იმედი მაქვს მცველი არ იქნება და წინ თუ აწევს მე გამიხარდება. კუთხურების ჩაწოდება უნდა ვისწავლოთ კიდევ.

დასაწერი მართლა ძალიან ბევრია, მაგრამ მთლიანობაშ მე კლოპის საწინააღმდეგო არაფეირ მაქვს და ვერც დავადანაშაულებ. ამდენ მომენტს რომ ქმნი და ვერ იტან იქ მწვრთნელს რა მოვთხოვო. კოუტინიო საერთოდ დაიკარგა ისე. სახო ძაან გიჟია. ძალიან მოუმატა და მჯერა რომ კლოპის დროს გუნდის ერთ-ერთი სსაუკეთესო ფეხბურთელი გახდება

პ.ს. კვერკველიას ყოჩაღ გუშინ ! მაგარი მცველია scarf
პ.პ.ს ენფილდი საოცარი იყო გუშინ. ასეთი ხმაურიანი დიდი ხანი არ მინახავს

გუგააა არ გცხვენიაა მე ვარ როჯერსის ფანი? მე ვთქვი რო ძაან დიდი განსხვავებაც არაათქო დაულაგებელი დაცვა სუსტი მეკარე უშედეგო თამაში და ნაკლები ბურთებითკო თორე განსხვავება როგორ არაა თამაშის ხარისხი უკეთესია რათქმაუნდა მაგრამ არა კოლოსალურად განსხვავებულიი


GayeBronson
მომხმარებელი

[quote=giginio][/quote]

და რას ელოდით რო 1 კვირაში დალაგდებოდა ? ნახევარდაცვა რო გამოსწორდა ორი აზრი არაა... შეტევასი მარტო ორიჯი ჰყავს ჯერ და რა გინდა რო მოსთხოვო. მინოლეც ორი თამაში კარგად გამოიყურება. დაცვას რაც შეეხება, სახო გაგიჟდა, უმაგრესია უკვე 2 მატჩია და შკრტელის მაინც და მაინც ჭკვიანური და უშეცდომო თამაში არ მახსენდება. ჰქონდა ადრე კარგი მატცებიც მაგრამ ამ ბოლო დროს პოზიციურა ბევრს ცდება. ნელ-ნელა ყველაფერი იქნება. კლოპმაც თქვა ჯერ სტაბილურად ვითამაშოთ ცოტა დავლაგდეთ და გატანაზეც ვიფიქრებთო. უკლასო ფეხბურთელები ჰყავს ჯერ კიდევ რამდენი გუნდში..


stephen_gerrard
სტუმარი

imedia sotons.movugebt


PhilippeCoutinho10
სტუმარი

001 ბევრად უკეტეს ფეხბურთს თამაშობს გუნდი!



კომენტარის დამატება
ქართული/ინგლისური (~)

სახელი:*
E-Mail:
შეიყვანე კოდი: *
კოდის განახლება


კვირა, 20:30 სთ


  • ლივერპული
  • VS

    31.03.18


  • ტოტენჰემი

მიმოხილვა


  • ფულჰემი
  • 1:2

    17.03.2019


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

სადიო მანე

მეტოქე - ფულჰემი


Liverpoolfc.Ge - 2008. "ლივერპულის" ქართული ფან-კლუბი. Designed by Vakho Gogaladze