ბოსის მატჩისწინა პრესკონფერენცია » LIVERPOOL FC ქართული ფან კლუბი!

ბოსის მატჩისწინა პრესკონფერენცია

ავტორი: johnson, 24-10-2015, 11:44, კატეგორია - სიახლეები, , 13


ხვალ, თბილისის დროით 20:15 წუთზე, "ლივერპული" საკუთარ მოედანზე "საუთჰემპტონს" მიიღებს.

 

მერსისაიდელთა მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ მომავალი შეხვედრისთვის მზადება ნაადრევად დაიწყო.

 

"ჩვენ დავიწყეთ "საუთჰემპტონის" თამაშის გაანალიზება პარასკევს დილით. შევიკრიბეთ, ვნახეთ მათი რამდენიმე მატჩი. ახლა მათ შესახებ მეტი ვიცი. ვნახე მათი თამაში "ჩელსის" წინააღმდეგ.

 

ახლა უნდა შევაფასოთ ჩვენი ფეხბურთელების მდგომარეობა. ვნახოთ, რის შეთავაზებას შევძლებთ კვირას მეტოქისთვის. მათი ძლიერი მხარეები ნათელია - ისინი კარგად ორგანიზებული არიან, 6 ფეხბურთელი პრესინგს მიმართავს, ხოლო 4 უკან რჩება. უყვართ ბურთის ფლობა.

 

მათ ჰყავთ გრაციანო პელე - შესანიშნავი ფიზიკური და ტექნიკური მონაცემების მქონე მოთამაშე. მას ეხმარებიან სწრაფი და ნიჭიერი საიდო მანე და ფლანგიდან, დუშან ტადიჩი. გავიგე, რომ მის ანგარიშზე წელს ყველაზე მეტი კროსია.

 

ვიცით, როგორ ითამაშებს "საუთჰემპტონი". ისინი კარგ ფორმაში არიან. ამას ამტკიცებს ბოლოს 3 მატჩში აღებული 7 ქულა. ახლოს იყვნენ გამარჯვებასთან "ლესტერთან", თუმცა თავიანთ წარმატებაში ძალიან ადრე დარწმუნდნენ და შეხვედრა ფრედ დასრულდა.

 

რაც შეეხება ჩვენს გუნდს, "რუბინთან" მატჩში, მე ბევრი პოზიტიური რამ ჩავინიშნე. პრემიერ ლიგა ძალიან სერიოზული ტურნირია. საკმარისი დრო გვაქვს მომდევნო შეხვედრისთვის მოსამზადებლად. ცუდად არ ვითამაშეთ, თუმცა გარკვეულ ეპიზოდებში, უკეთ მოქმედება გვმართებდა. ჩვენ გავაანალიზებთ შეცდომებს და ვეცდებით ისინი გამოვასწოროთ." - განაცხადა კლოპმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე.

скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები



beauty1gear
მომხმარებელი

რა ტაქტიკით ითამაშებენ ახსნა რა ))) ეს შაბათ-კვირა საოცარია. რაგბი + ფეხბირთი !! მეტი რა უნდა გინდოდეს სპორტის მოყვარულ ადამიანს არ ვიცი


Ynwa Scousers
სტუმარი

დროა მოგება დავიწყოთ 1


cotne_suarez
სტუმარი

aba shen ici jurgen!!!! !!! !!! !!!! !!!!!


FVHEzra3555515
მომხმარებელი

ტიპი როგორ ჩაჰკირკიტებს ყველაფერს მეცნიერივით ))))

კიდევ არ მჯერა.


PhilippeCoutinho10
სტუმარი

:)))))) 001


romani-fan-liverpool
სტუმარი

მიდი გერმანელო დროა მოგეგებების სერია დავიწყოთ. საუთჰემტონი ძლიერი გუნდია მაგრამ უნდა მოუგოთ. კლოპმა პელე ახსნა და ეგ ლოგიკურია ,ის კარგი ფორვარდია მაგრამ საკოს მისი შეჩერება შეუძლია. წარმატებები ბიჭებს


spysyrup3
მომხმარებელი

au mec armjera momentebshi ra :D ertiwlisukan verc warmovidgnedni amas liveshi amaze ocneba tavxedobaiyo <3333333333333


knife06yarn
მომხმარებელი

აუცილებლად ვიგებთ


ManieEason1138
მომხმარებელი

თუ ისე ვითამაშებთ,როგორც რუბინთან დარწმუნებულივარ მოვიგებთ,საუთემპტონი კარგი გუნდია და მაინც გაგვიჭირდება დიდი ანგარიშით მოგება,მაგრამ დარწმუნებულივარ მოვიგებთ...რუბინთან შეიძლება ვერმოვიგეთ,მაგრამ სიამოვნებით ვუყურებდი თამაშს და ვხედავდი ფეხბურთს და შემტევ ლივერპულს,რაც ძალიან მსიამოვნებდა 002


stephen_gerrard
სტუმარი

imedia vixmart sotons 001 003


kneeshadow9
მომხმარებელი

ვერ მოვიგეთ რუბინთან მართალია მაგრამ ასეთი აგრესიული და დაქოქილი ლივერპული მე პირადად წლებია აღარ მინახავს. ბოლო-ბოლო 24 ჯერ დაარტყეს კარისკენ. ერთ თამაშში კი არა, 3 თამაშში ერთად არ მახსოვს ლივერპულს 24ჯერ დაერტყას ამ ბოლო დროს. მერე ალბათ ყველამ შეამჩნიეთ, რომ შორიდან დარტყმებს ძალიან მოუხშირეს ბიჭებმა. როჯერსის დროს ვოცნებობდი შორეულ დარტყმებზე, უკრძალავდა თუ რას აკეთებდა ის ჩემისა არ ვიცი. ძალიან ბევრ ეპიზოდში გაუმართლა რუბინს და ყველა გუნდს ეგრე არ გაუმართლებს. სწორ გზაზე დგას გუნდი და შორს არ უნდა იყოს ის დრო, როცა ლივერპული გადაუვლის მეტოქეებს თავისი დინამიურობით და აგრესიული პრესინგით.


007
სტუმარი

ამ სეზონში ოთხეულში თუ მოვხვდით სასწაული იქნება, მე მგონია მეხუთე, მეექვსეზე გავალთ.. ეგეთი ადვილი არაა ფილოსოფია მოსდო გუნდში, რომელსაც მორალი და გამარჯვების გემო დაკარგული აქვს.. დიდი დრო უნდა და მინდა რო მფლობელებმა აცალონ კლოპს მუშაობა, დიდი სამუშაოა გასაწევი და დიდი დროც სჭირდება..

წესიერი ფეხბურთი ბოლოს ბენიტესის დროს აქვს ნათამაშები გუნდს.. სუარესის დროინდელი ლივერპული სხვა რამე იყო, ლამაზი მარა გაუმართლებელი.. მაშინ, იმის გამო რო რეგვენი როჯერსი დაცვას ვერ ალაგებდა, თავდასხმის იმედზე იყო, ბრაზილიური პრინციპი, "გაგვიტანეთ რამდენიც გინდათ, ჩვენ უფრო მეტს გაგიტანთ".. პრემიერლიგას მასე ვერავინ იგებს..


DamarisCole754
მომხმარებელი

დაიწყოს უნდა მოგებები

კომენტარის დამატება
ქართული/ინგლისური (~)

სახელი:*
E-Mail:
შეიყვანე კოდი: *
კოდის განახლება


კვირა, 20:30 სთ


  • ლივერპული
  • VS

    31.03.18


  • ტოტენჰემი

მიმოხილვა


  • ფულჰემი
  • 1:2

    17.03.2019


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

სადიო მანე

მეტოქე - ფულჰემი


Liverpoolfc.Ge - 2008. "ლივერპულის" ქართული ფან-კლუბი. Designed by Vakho Gogaladze