ბოსის ვერდიქტი » LIVERPOOL FC ქართული ფან კლუბი!

ბოსის ვერდიქტი

ავტორი: Mersy, 26-10-2015, 12:52, კატეგორია - სიახლეები, , 18


ბენტეკეს გოლი თითქოსდა იურგენ კლოპს პირველ "მერსესაიდულ" გამარჯვებას მოუტანდა, თუმცა შეხვედრის მიწურულს სადიო მანემ მასპინძელთა საჯარიმოში არსებული არეულობით ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა. 

 

"განვლილ შეხვედარში ძალიან ბევრი პოზიტიური რამ აღმოვაჩინე. მოედანზე იბრძოდა ორი გუნდი, რომელთაგანაც ერთი უფრო დასვენებული იყო, ვინაიდან შუა კვირაში არ უთამაშია. მიუხედავად ამისა კარგი ფეხბურთი ვითამაშედ სოლიდური მეტოქის წინააღმდეგ. ისინი თამაშობდნენ აქტიურ პრესინგს, გვიზღუდავდნენ სივრცეებს და თამამად იცავდნენ თავს მთელი შეხვედრის განმავლობაში."

 

"ვფიქრობ არსებობდა ყველანაერი პირობა იმისა, რომ გაგვემარჯვა. ჩვენ გავიტანეთ შესანიშნავი გოლი და ახლოს ვიყავით 3 ქულის მოპოვებასთან, თუმცა სამწუხაროდ მოწინააღმდეგემ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. ეს იყო ჩვეულებრივი თავისუფალი დარტყმა – ყველამ იცის, რომ მსგავსი ოპონენტის წინააღმდეგ აღნიშნულ ეპიზოდებს უნდა ერიდო."

 

"ჩვენს განკარგულებაში კიდევ 10 წუთი იყო, რათა გამარჯვების მომტანი გოლი გაგვეტანა. ფიზიკურად საკმაოდ რთული იყო, თუმცა გუნდი არ დანებდა. ვერ ვიტყვი, რომ ფიზიკურად კარგად არ ვიყავით მზად, უბრალოდ ვთვლი, რომ შეხვედრის ბოლოს დავკარგეთ საკუთარი წარმატების რწმენა. ეს დიდი პრობლემაა, სწორედ ამიტომ უნდა ვიყოთ გაცილებით აგრესიულები და თამამები. მე არ განვიცდი არანაერ ზეწოლას, თუმცა ბიჭები განიცდიან. ეს ნათლად ჩანს მათ თამაშში."

 

"როდესაც "საუთჰემპტონმა" გაათანაბრა ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ ჩვენი ფეხბურთელებისთვის ქვეყნის აღსასრული მოვიდა, თუმცა  ასე არ არის. ეს მხოლოდ და მხოლოდ გაშვებული ბურთია, ეს ფეხბურთია. ყოველთვისაა შესაძლებელი თამაშში დაბრუნება, სწორედ ამის გააზრება გვჭირდება."

 

"როდესაც ბურთი ჰაერშია არამც და არამც არ უნდა ვიფიქროდ, რომ "ახლა რაღაც მოხდება" – ეს არასწორი მენტალიტეტია, რაც აუცილებლად შესაცვლელია. საჭიროა შეცდომების, ნაკლოვანებების ანალიზი და მათი გამოსწორება. ვიმედოვნებ ერთადერთი არ ვიყავი მოედანზე ვისაც ქვეყნიერების დასასრული არ დაუნახავს."

 

"განვლილ რეზულტატს შეგვიძლია დადებითი კუთხით შევხედოთ. ყველამ ნათლად დავინახეთ, რომ ეს ბიჭები მზად არიან სათამაშოდ. საპირისპიროს თქმა უბრალოდ არ შემიძლია."

 

"კრისტიან ბენტეკემ შესანიშნავი გოლი გაიტანა. საერთოდაც საკმაო მომენტები გვქონდა გოლის გასატანად. თქვენ შეგიძლიათ დასვათ კითხვა, რატომ არ დგამს გუნდი შემდეგ ნაბიჯს, თუმცა ჩვენ ყველამ ვიცით, რომ თამაშის გაუმჯობესებას დრო სჭირდება. მთავარი პრობლემა იმაშია, რომ მოწინააღმდეგ არ დაგველოდება როდის მოვძლიერდებით."

 

"არ ვიცი რონალდ კუმანმა რა თქვა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ მისი გუნდისთვის ეს ურთულესი შეხვედრა იყო. ერთის მხრივ ისინი შესანიშნავად ასპარეზობენ სტუმრად და მიმდინარე სეზონში დაუმარცხებლები არიან, მეორეს მხრივ მათ არ უთამაშიათ შუა კვირაში."

 

"ვთვლი, რომ უკეთ გამოვიყურებოდით და გაცილებით მეტი მომენტი გვქონდა. ჩვენ თამაშში დინამიურ განვითარებას და სიახლეს ვხედავ. ბევრი საინტერესო რამ ვნახე, თუმცა ბუნებრივია განაწყენებულნი ვართ იმის გამო, რომ 3 ქულის მოპოვება ვერ მოვახერხეთ."

 

"რამდენიმე კვირაა, რაც ლივერპულში ვარ, თუმცა უკვე გავიჟღინთე აქაური საფეხბურთო ატმოსფოროთი. ვხვდები, რომ გუნდისგან ბევრს მოელიან. როდესაც პირველად ჩამოვედი ხალხი მეუბნებოდა: "შესანიშნავია, ახლა ჩვენ შევძლებთ ჩემპიონატის მოგებას." ამაზე ყოველთვის ვპასუხობდი, რომ სხვა გუნდები არ დაგვიწყებდნენ ლოდინს."

 

"როდის მოიგო ბოლოს გუნდმა ჩემპიონატი? 1990? ბოლო ტიტული გუნდმა 1990 წელს მოიგო, ამიტომ ბუნებრივია არსებობს ხალხი, რომელიც თვლის, რომ დადგა დრო სიტუაციის გამოსასწორებლად. ეს არ შეეხება ატმოსფეროს – აქ არის ყველაფერი წარმატების მისაღწევად."

 

"აუცილებელია მოთმინება გამოვავლინოთ. ფეხბურთი ეს არ არის ზღაპარი. ხანდახან წარმოსახვაში ჩნდება დიდებული ისტორიები, თუმცა რეალობაში ყველაფერი გაცილებით რთულია. ვფიქრობ მე არ ვარ პირველი ვინც ამას ამბობს. მოდით, ვიმუშაოთ."

 

"შემიძლია შეხვედრებისგან მაქსიმალური სიამოვნება მივიღო, ვინაიდან მიყვარს მსგავს ატმოსფეროში მუშაობა. "ლივერპულში" არ ვიქნებოდი ამბიციის არ არსებობა, რომ დამენახა. ყველაფერს თავისი რიგი აქვს და ჩვენ უნდა გავაგრძელოთ თავდაუზოგავი შრომა." განაცხადა კლოპმა ოფიციალურ საიტთან.

скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები



stephen_gerrard
სტუმარი

magari kacia klopi


riflecap7
მომხმარებელი

დამიბრუნოს კლოპმა ჩემი ბილეთი არ მაინტერესებს ))))


crocus48hood
მომხმარებელი

სხვა სახელი მოვუფიქროთ არ მომწონს ბოსი love


grigala
სტუმარი

შემადგენლობა გვყავს დაბალი დონის... მილნერი რო ყველაზე მაღალი კლასის ფეხბურთელი იქნება რა უნდა მოთხოვო იმ გუნდს... როჯერსია დასაწვავი ჯერარდის გაშვებისთვის, მილნერზე ცუდად სპეციალურად რო მოენდომებინა ვერ ითამაშებდა


steven9child
მომხმარებელი

რავიცი ეგობრებო, მე ამგალიტად არ ველოდი ასე უვბათ რომ წამოვიდოდა თქვენგან იმედგაცრუება. არ ვიცი თქვენ როგორ აღიქვამთ მაგაგრამ სეზონის სტარტში მწვრთნელი შეიცვალა რადიკალური ცვლილებები მოხდა გუნდი საერთოდ სხვა განწყობაზე და სხვა მიმართულებით წავიდა. ეს ყველაფერი კი ერთი ხელის მოსმით გინდათ რომ მოხდეს? ასე მალე ელით რაღაც რადიკალურ სხვაობას წინა და ახალ თამაშებს შორის. მე მაგალითად კმაყოფილი ვარ თითოეულ თმაშში იმდენ პოზიტიურს და წინსვლას ვხედავ აშკარად ეტყობა გუნს რომ წინსვლას განიცდის. როგორ არ შეიძლება ლუკასი ვერ დაინახო რომელიც ძლივს თავის პოზიციაზე დააყენეს და მიეცა თამაშის საშვალება, რამხელა განსხვავებაა ბრენდანის და კლოის ხელში, ასევე მორენო ლალანა ჩანი თვით ორიჯიც კი მიზანმიმართულად დარბის რომ არაფერი ვთქვათ სახოზე. არ ვიცი რას ითხოვთ თქვენ ამ 2 კვირაში კლოპისგან მაგრამ ჩემი აზრით პროგრესი ნამდვილად თვაშისაცემია, ის რომ 3 თმაში ჩაატარა და ჯერ ვერ მოიგო არ ნიშნავს იმას რომ გუნდი ისევ იმ გზით მიდის. ბოლო ბოლო ვნახოთ რა გუნდით ვთმაშობთ? ჰენდერსონი დამტვრეულია სტარიჯი დამტვრეულია ბენტეკე და ფირმინო ფორმაში არაა და მხოლოდ მეორე ტაიმში თამშობენ. დღევანდელ გუნდს რამოდენიმე კომპონენტი აკლია, ერთი კარგი შემსრულებელი (სტარიჯი ინგსი ბენტეკე რომ დაბრუნდებიან ვფიქრობ ეს პრობლმეა მოგვარდება) ასევე აკლია ლიდერი ჰენდერსონის დაბრუნება ნაწილობრივ მოაგვარებს ამ საკითხს და რაც ყველაზე მთავარი დრო მწვრთნელი და ფეხბურთელები ერთმანეთს შეეჩვიონ, კლოპის ფილოსოფიას გვერდი აუბან. ვფიქრობ სეზონის მეორე ნახევრიდან უკვე კარგად შეკრული და შეთამშებული გვუნდი გვეყოლება ენფილდი კი აუღებელი ციხე სიმაგრე იქნება.


DamarisCole754
მომხმარებელი

ბოსზე სულ როჯერსი მახსენდება


leglock63
მომხმარებელი

კაცი ითხოვს დროს და მოთიმენაბს ეს აბსოლიტურად ბუნებრივია! როოგრ შეიძლება 1 კვირაში ან 1თვესი რადიკალურად შეიცვალოს ყველაფერი, პირველად როცა კლოპი დორმტუნდში მივიდა 2 წელი დასჭირდა მიმსთვი რომ ის საჩემპიონო გუნდად ექცია თუმცა ვთვლი რო ლივპერულში უფრო მალეც შეუძლია წარამტებსი მიღწევა მარა ესე მალეც შეუძლებელია.


helppig29
მომხმარებელი

მილნერი მომდევნო შეხვედრას ტოვებს ხო ?


romani-fan-liverpool
სტუმარი

კლოპის ხელი აშკარად ეტყობა გუნდს და არ მაქვს იმის ილუზია რომ პირველი წრის დასრულების შემდეგ ჩვენ ლიდერი ვიქნებით, გუშინდელი შედეგით უკმაყოფილო დავრჩი რადგან გამარჯვებასთა ასე ახლოს ვიყავით თუმცა იმდენი საკვანძო ფეხბურთელი გვყავს ტრამვირებული ჰენდერსონი ინგსინიო სტარიჯი რომ ყოველი მოპოვებული ქულა დადებით შედეგად უნდა ჩაითვალოს. გუშინ სტარიჯი ან ინგსინიო რომ გვქონოდა სამ ქულას ავიღებდით. ორიჯი კი გინდა ჰყავდეს და გინდა არა, ეგ და მილნერი მოსაშორებელია.


knife06yarn
მომხმარებელი

ციტატა: kapuka
ბოსზე სულ როჯერსი მახსენდება

მეეც :)))),მოკლედ მართლა უკეთ თამაშობს გუნდი მარა ტრანსფერების გარეშე არაფერი გვეშველება ორიჯი და ალენი მოაშორონ მალე


Alberto Moreno
სტუმარი

ციტატა: gio-torres
მილნერი მომდევნო შეხვედრას ტოვებს ხო ?


კი. 5 ყვითელი ბარათი დაუგროვდა და ჩელსისთან არ იქნება.


MarisolHinder
მომხმარებელი

ციტატა: Alberto Moreno
ციტატა: gio-torres
მილნერი მომდევნო შეხვედრას ტოვებს ხო ?


კი. 5 ყვითელი ბარათი დაუგროვდა და ჩელსისთან არ იქნება.

ჩელსისთან იქნება. შუა კვირაშია ბორმუთთან თამაში და იქ არიქნება. ჩელსისთან დაბრუნდება


hot88feast
მომხმარებელი

ციტატა: Pheonix
ციტატა: Alberto Moreno
ციტატა: gio-torres
მილნერი მომდევნო შეხვედრას ტოვებს ხო ?


კი. 5 ყვითელი ბარათი დაუგროვდა და ჩელსისთან არ იქნება.

ჩელსისთან იქნება. შუა კვირაშია ბორმუთთან თამაში და იქ არიქნება. ჩელსისთან დაბრუნდება
ara brat chelsistan ar iqneba bormittan taszea tamashi da yvitlebi premerashi aq migebuli ase rom milneri daisvenebs chelsistan


GayeBronson
მომხმარებელი

ციტატა: liverpool-fan
ციტატა: Pheonix
ციტატა: Alberto Moreno
ციტატა: gio-torres
მილნერი მომდევნო შეხვედრას ტოვებს ხო ?


კი. 5 ყვითელი ბარათი დაუგროვდა და ჩელსისთან არ იქნება.

ჩელსისთან იქნება. შუა კვირაშია ბორმუთთან თამაში და იქ არიქნება. ჩელსისთან დაბრუნდება
ara brat chelsistan ar iqneba bormittan taszea tamashi da yvitlebi premerashi aq migebuli ase rom milneri daisvenebs chelsistan

არ აქვს მაგას მნიშვნელობა. ყვითლების გამო ტოვებს 1 მატჩს. ანუ გამოტოვებს ბორნმუთთან და ითამაშებს ჩელსისთან


FVHEzra3555515
მომხმარებელი

"მოდით ვიმუშაოთ" "))))


key12check
მომხმარებელი

ციტატა: johnson
ციტატა: liverpool-fan
ციტატა: Pheonix
ციტატა: Alberto Moreno
ციტატა: gio-torres
მილნერი მომდევნო შეხვედრას ტოვებს ხო ?


კი. 5 ყვითელი ბარათი დაუგროვდა და ჩელსისთან არ იქნება.

ჩელსისთან იქნება. შუა კვირაშია ბორმუთთან თამაში და იქ არიქნება. ჩელსისთან დაბრუნდება
ara brat chelsistan ar iqneba bormittan taszea tamashi da yvitlebi premerashi aq migebuli ase rom milneri daisvenebs chelsistan

არ აქვს მაგას მნიშვნელობა. ყვითლების გამო ტოვებს 1 მატჩს. ანუ გამოტოვებს ბორნმუთთან და ითამაშებს ჩელსისთან




Chelstan iqneba milneri.martals bazrob.1 tamashis gamotoeba uwevs inglisis editit anu tasia,chempionatia tu ra azri ar aq .am shemtxvevashi tass gamotoebs da mere sheudzlia itamashos tu klopi atamashebs ra tqma unda :-D


PhilippeCoutinho10
სტუმარი

ისე რა გაასწორებდა ინგსის ან ჰენდოს ნაცვლად მილნერს რო მიეღო ტრამვა


test2brake
მომხმარებელი

ციტატა: PhilippeCoutinho10
ისე რა გაასწორებდა ინგსის ან ჰენდოს ნაცვლად მილნერს რო მიეღო ტრამვა


მილნერი ისეთი თეს... მინდორზევე მოიშუშებდა.

კომენტარის დამატება
ქართული/ინგლისური (~)

სახელი:*
E-Mail:
შეიყვანე კოდი: *
კოდის განახლება


კვირა, 20:30 სთ


  • ლივერპული
  • VS

    31.03.18


  • ტოტენჰემი

მიმოხილვა


  • ფულჰემი
  • 1:2

    17.03.2019


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

სადიო მანე

მეტოქე - ფულჰემი


Liverpoolfc.Ge - 2008. "ლივერპულის" ქართული ფან-კლუბი. Designed by Vakho Gogaladze