2 შეცდომა, 2 გოლი და 4 დაკარგული ქულა » LIVERPOOL FC ქართული ფან კლუბი!

2 შეცდომა, 2 გოლი და 4 დაკარგული ქულა

ავტორი: johnson, 26-10-2015, 23:43, კატეგორია - სიახლეები, , 12


იურგენ კლოპის "ლივერპულში" მოსვლის შემდეგ, მერსისაიდელთა თამაში დაცვაში შედარებით გამოსწორდა. ამის მიუხედავად, გუნდმა ბოლო 2 მატჩში მაინც გაუშვა გოლები.

 

გერმანელის პირველი 3 მატჩიდან, სამივე ფრედ დასრულდა.

 

გავიხსენოთ კვირას გამართული შეხვედრა. ჯეიმს მილნერმა თამაშის წესები დაარღვია და ყვითელი ბარათიც მიიღო. მანამ, სანამ სტუმრები ბურთს გაათამაშებდნენ, "წითლებმა" საჯარიმოში და მის სიახლოვეს დაიკავეს პოზიციები. ყველაზე მეტად საინტერესო ჩვენთვის ნათანიელ კლაინია, რომელიც საჯარიმოსთან ახლოს მოგვევლინა და მარჯვენა ფლანგზე სრულიად უყურადღებოდ დატოვა სადიო მანე.

გასაკვირია, რომ ეს ვერ შენიშნა "საუთჰემპტონის" ფეხბურთელმა და ბურთი საჯარიმოში, მეკარისგან მარცხნივ ჩაჰკიდა. სიმონ მინოლე კარიდან არ გამოვიდა და არ გამოიყენა ის უპირატესობა, რასაც ხელით თამაშის უფლება ჰქვია. საჰაერო ორთაბრძოლა გასტონ რამირესმა მოიგო, რომელმაც მისგან მარცხნივ, მანესკენ გაგზავნე ბურთი. ამ შემთხვევაში, ვერც მილნერმა და ვერც მინოლემ კუთხის დაფარვა ვერ მოახერხეს და სტუმრებმაც ანგარიში გაათანაბრეს.

 

გავიხსენოთ რამდენიმე დღის წინ გამართული მატჩი "ენფილდზე", რომელშიც ერთმანეთს "ლივერპული" და "რუბინი" დაუპირისპირდნენ. როგორც იცით, აღნიშნულ შეხვედრაში ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. გავიხსენოთ გოლის ეპიზოდი :

 

ნათან კლაინი პოზიციას მარკო დევიჩის წინ იკავებს. ოლეგ კუზმინი ამჩნევს კარგ პოზიაზე მყოფ თანაგუნდელს და ბურთს სწორედ მისკენ გზავნის. სერბი ბურთს იღებს, არასწორ პოზიციაზე მყოფი კლაინი კი ვერ ახერხებს მეტოქეს ხელი შეუშალოს. ის ვერც მარტინ შკრტელმა დააზღვია დროულად. საბოლოოდ, ფორვარდმა ბელგიელი კიპერის კარი აიღო.

 

მგონი დროა კლაინმა მოუმატოს. "სოტონში" ის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე იყო, "ლივერპულში" კი აშკარად სხვა ფეხბურთელს ვხედავთ(თუმცა ბოლო წლებში ეს ალბათ აღარავის უკვირს). ის მცველია და არა ვინგერი, როგორც ბრენდან როჯერსი თვლიდა. მისი საქმე კარის დაცვაა. ფაქტია, რომ ბოლო 2 მატჩში დაშვებულმა ორმა შეცდომამ, გუნდს 4 ქულა დააკარგინა.

 

პ.ს. ეს მხოლოდ ავტორის აზრია. კარგი იქნება თუ თქვენს მოსაზრებასაც გაგვიზიარებთ scarf 

 

скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები



ElinorX0541258
მომხმარებელი

ჩემი აზრიც ემთხვევა ავტორის აზრს , ჯონსონის ანალოგიაა თუ უფრო ნაკლები არაა განსაკუთრებული არაფერია უკეთესს იმსახურებს ლივერული ამჟამად , თუმცა საუთჰემპტონში მართლაც კარგ იყოოოო


stiven8G
სტუმარი

ეს ბოლო 2 თამაშია მეც არ მომწონს მოუკლო და იმედია მოუმატებს მიდი კლაინ 2 <3


PhilippeCoutinho10
სტუმარი

ვეთანხმები ავტორს


hot88feast
მომხმარებელი

koum chaagdo 3-4 tamashi da clainmac ro igive gaaketos ra gasakviria, cudia mcvelia araa ubralot shemcvleli ar yavs da kidia erti 3 tamashi skamze daagde da mere naxe rogor moumatebs


quailbeet00
მომხმარებელი

:DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD
ვის დაწერილია ეს სტატია? :D :D :D
რომელი საფეხბურთო ანალიტიკოსის? პირველი ჰადა ჰაა გასაგებია სუ მცირე ხელი უნდა შეეშელა მანესთვის, მარა საკუთარ საჯარიმოში თავზე ბურთს არ უნდა გიგებდეს თან ორჯერ გასტონ რამირესი კი არა დაჟე პიტერ კრაუჩიც კიი, თან კლაინის პლიუსი თავით თამაში არაა
აი მეორე გოლზე კიდევ მარტვილის მერანის დონის ფეხბურთელევით რო მოიქცა შკრტელი ეგ დაგეწერა ჯობდა კლაინის დადანაშაულებას. ამხელა დონეზე რო აქვს ფეხბურთელს პრეტენზია ვიღაცა ყაზანის უდაბნოდაგ გავარდნილმა ფეხბურთელმა შენ ზონაში მკერდით არ უნდა დაგიმუშავოს ბურთი ეგ იყო შკრტელის ზონა და არა კლაინის დაზღვევით უნდა დაეზღვია კლაინს და არა შკრტელს და ზოგადად პირველი შეცდომა მანდ იყო ჩანის მაგას უნდა შეეშალა ხელი რო რუბინის კაპიტანს ეგეთი პასიც კი არ გაეკეთებინა
ვინ ვინ და კლაინი არავიზე მეტად არაა დამნაშავე ვაბშე, ასე თუ ისე დაცვა დალაგდა 2 აზრი არაა, ფეხბურთელებმა ცოტა თავდაჯერებულობა შეიძინეს მარა იმდენად უკლასოები არიან რო კერ არ ეტყობათ, ნელ ნელა მოიხოდებიან. სხვა გზა უბრალოდ არ აქვთ


steven9child
მომხმარებელი

ნუ ეს წინაზეც დავწერე და მართლაც ასეა ბოლო დროს ძალიან მოუკლო თამაშს. რამოდენიმე ფაქტორზე უნდა ვისაუბროთ ერთი ალბათ კლოპის ტაქტიკას ალღო ვერ აურო ასევე ის რომ მაგას სკამზე არავინ დასვავს რეალურად არავინ გვყავს მაგის შემცვლელი ასევე ის რომ აშკარად შეუთამAშებელი ჩანს დაცვა. რუბინთან არ მარტო კლაინი შკრტელიც აშკარად ცდება დაცვის შეუთანხმებელი თამაშია რასაც ინდივიდუალურად ვერცერთმა გაართვა თვალი და გოლიც მივიღეთ. ერთი რო შკრტელი დაცვაში უაზროდ დარჩა როდესაც სახო კლაინი თამსგარეს ქმნის მერე კაცს გადაყვა შკრელი პოზიცია სწორი ვერ შეარჩია და კლაინი კი სურათზეც ჩანს როგორ ცდილობს მეტოქის შეჩერებას. დაცვას აშკარად მოსამატებელი აქ ეს უდაოა, ასევე ნიშნადობლივი ისიცაა არა მარტო გოლის ეპიზოდში არამედ ძალიან ხშირად ელემენტარულ შეცდომას უშვებს კლაინი, დაცვაში რომ ვერ თამაშობს ეს ცალკე ტემაა მაგრამ ვერც თავდასხმაში ასწრებს ასვლას და ზუსტი ჩაწოდებების გაკეთებას, საბოლოოდ აზრი მრჩება სადღაც შუაშია გაკვეხებული ცენტრთან. ვერც წინ მიდის შეტევას ვერ ამწვავებს და ვერც უკან ჩამოდის დაცვაში დასახმარებლად.


abrama
სტუმარი

Maxsovs tqven saitze wakitxuli sityvebi.
,,agsanishnavia is paqti rom rojersmaa vangaals cxvirwin aacala klainio,,
Turme vangaals darmianis yidva umjobinebia.
Cudad momxvda es sityvebi mashin magram exla dzalian mixaria rom ase moxvda, radgan arc mo sheidzleba klainisa da darmianis shedareba


ElissaUnderwood
მომხმარებელი

კლაინის შეცდომები რო იკვეთება ეგ ფაქტია მაგრამ მე ცოტა განსხვავებული აზრი მაქ,რუბინთან დევიჩი შკრტელს უნდა აეყვანა ,მარტინმა დაკარგა პოზიცია და კლაინმა ვერ დააზღვია.სოტონთან გოლის მომენტში კი პადრიად შეცდომები იყოო,პირველი დააკვირდით სახო უდგას ფონტეს პერსონალურად,ჩაწოდების დროს ფონტე იწყებს მოძრაობას სახო არ მიყვება რის შემდეგაც თავით უცვლის ბურთს მიმართულებას და მისდის რამირესს.მეორე:რამირესი უგებს თავს 4 ლივერპულის ფეხბურთელს ერთად.მესამე:მინოლეს აბსოლიტურად დაკარგული აქვს პოზიცია და გამოეთიშა მომენტს და მეოთხე რატქმაუნდა ავტორის მიერ ნახსენები კლაინი რომელმაც თავის ფლანგზე ყველაზე სახიფათო ფეხბურთელი მანე მარტო დატოვა.


MandyFreitag9
მომხმარებელი

ციტატა: gio_345
:DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD
ვის დაწერილია ეს სტატია? :D :D :D
რომელი საფეხბურთო ანალიტიკოსის? პირველი ჰადა ჰაა გასაგებია სუ მცირე ხელი უნდა შეეშელა მანესთვის, მარა საკუთარ საჯარიმოში თავზე ბურთს არ უნდა გიგებდეს თან ორჯერ გასტონ რამირესი კი არა დაჟე პიტერ კრაუჩიც კიი, თან კლაინის პლიუსი თავით თამაში არაა
აი მეორე გოლზე კიდევ მარტვილის მერანის დონის ფეხბურთელევით რო მოიქცა შკრტელი ეგ დაგეწერა ჯობდა კლაინის დადანაშაულებას. ამხელა დონეზე რო აქვს ფეხბურთელს პრეტენზია ვიღაცა ყაზანის უდაბნოდაგ გავარდნილმა ფეხბურთელმა შენ ზონაში მკერდით არ უნდა დაგიმუშავოს ბურთი ეგ იყო შკრტელის ზონა და არა კლაინის დაზღვევით უნდა დაეზღვია კლაინს და არა შკრტელს და ზოგადად პირველი შეცდომა მანდ იყო ჩანის მაგას უნდა შეეშალა ხელი რო რუბინის კაპიტანს ეგეთი პასიც კი არ გაეკეთებინა
ვინ ვინ და კლაინი არავიზე მეტად არაა დამნაშავე ვაბშე, ასე თუ ისე დაცვა დალაგდა 2 აზრი არაა, ფეხბურთელებმა ცოტა თავდაჯერებულობა შეიძინეს მარა იმდენად უკლასოები არიან რო კერ არ ეტყობათ, ნელ ნელა მოიხოდებიან. სხვა გზა უბრალოდ არ აქვთ

საჯარიმოში მართალი ხარ არ უნდა გიგებდნენ მაღალი ბურთისთვის ბრძოლას მარა მაგისგან დაზღვეული არავინააა...და მარჯვენა მცველი მარცხენა მცველის პოზიციაზე რო არ უნდა გარბოდეს ეგ არ იცი?ტანით დაბალი მცველიი სად უნდა იდგეს სტანდარტზე იცი?რა უნდა რო გარბის 2 მეტრიან ხალხში?უნდა დაკეტოს ტანდაბალმა მარჯვენა მცველმა მარჯვენა შტანგააა...რაც არ გააკეთა...მილნერის ადგილას უნდა ყოფილიყო კლაინი...რუბინთან რაც სეეხება მართალი ხარ ოღონდ რა მხრივ იცი?თუ კლაინი თამაშგარეს ქმნიდაა და შკრტლერი ჩარჩა მაგ შემთხვევაში...ხოლო თუ პოზიციურად თამაშობდა მცველმა ყოვცელთვის პოზიცია საკუთარი კარისკენ უნდა აიღოს...შკრტლერის ბრალი რაღაც დოზით მაინც იქნებოდააა მაგრამ ფეხბურტს აღარავინ თამაშობს დაცვაში ჩისტიტელით ასე რო მსგავს სიტუაციაში პოზიცია კარგად უნდა სეარჩიო...ადრე ეგეთ სიტუაციაში გოლები იშვიათად გადიოდა მაგრამ რაც ჩისტიტელი მოიხსნა მის მერე ბევრი შეცდომა იპარებაა...ასე რო პირველი გოლი სრულად არის კლაინის სინდისზე და მეორე გოლშიც შკრტლერთან ერთად ტანა გამპუჭებელია:D


helppig29
მომხმარებელი

რაც ლივერპულში გადმოვიდა ვერცერთ თამაშზე ვიტყვი რო რაღაც საოცრებები აკეთაო. ეგრე გვქონდა იმედები ლოვრენზეც , მარაა ...
გლენ ჯონსონმა ბოლოს თავი შემაძულა, მარა გაიხსენეთ რო გადმოვიდა რას თამაშობდა, ანგრევდა ყველაფერს , ეს კიდე ჩასვრილი დარბის


quailbeet00
მომხმარებელი

ციტატა: liverpool515
ციტატა: gio_345
:DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD
ვის დაწერილია ეს სტატია? :D :D :D
რომელი საფეხბურთო ანალიტიკოსის? პირველი ჰადა ჰაა გასაგებია სუ მცირე ხელი უნდა შეეშელა მანესთვის, მარა საკუთარ საჯარიმოში თავზე ბურთს არ უნდა გიგებდეს თან ორჯერ გასტონ რამირესი კი არა დაჟე პიტერ კრაუჩიც კიი, თან კლაინის პლიუსი თავით თამაში არაა
აი მეორე გოლზე კიდევ მარტვილის მერანის დონის ფეხბურთელევით რო მოიქცა შკრტელი ეგ დაგეწერა ჯობდა კლაინის დადანაშაულებას. ამხელა დონეზე რო აქვს ფეხბურთელს პრეტენზია ვიღაცა ყაზანის უდაბნოდაგ გავარდნილმა ფეხბურთელმა შენ ზონაში მკერდით არ უნდა დაგიმუშავოს ბურთი ეგ იყო შკრტელის ზონა და არა კლაინის დაზღვევით უნდა დაეზღვია კლაინს და არა შკრტელს და ზოგადად პირველი შეცდომა მანდ იყო ჩანის მაგას უნდა შეეშალა ხელი რო რუბინის კაპიტანს ეგეთი პასიც კი არ გაეკეთებინა
ვინ ვინ და კლაინი არავიზე მეტად არაა დამნაშავე ვაბშე, ასე თუ ისე დაცვა დალაგდა 2 აზრი არაა, ფეხბურთელებმა ცოტა თავდაჯერებულობა შეიძინეს მარა იმდენად უკლასოები არიან რო კერ არ ეტყობათ, ნელ ნელა მოიხოდებიან. სხვა გზა უბრალოდ არ აქვთ

საჯარიმოში მართალი ხარ არ უნდა გიგებდნენ მაღალი ბურთისთვის ბრძოლას მარა მაგისგან დაზღვეული არავინააა...და მარჯვენა მცველი მარცხენა მცველის პოზიციაზე რო არ უნდა გარბოდეს ეგ არ იცი?ტანით დაბალი მცველიი სად უნდა იდგეს სტანდარტზე იცი?რა უნდა რო გარბის 2 მეტრიან ხალხში?უნდა დაკეტოს ტანდაბალმა მარჯვენა მცველმა მარჯვენა შტანგააა...რაც არ გააკეთა...მილნერის ადგილას უნდა ყოფილიყო კლაინი...რუბინთან რაც სეეხება მართალი ხარ ოღონდ რა მხრივ იცი?თუ კლაინი თამაშგარეს ქმნიდაა და შკრტლერი ჩარჩა მაგ შემთხვევაში...ხოლო თუ პოზიციურად თამაშობდა მცველმა ყოვცელთვის პოზიცია საკუთარი კარისკენ უნდა აიღოს...შკრტლერის ბრალი რაღაც დოზით მაინც იქნებოდააა მაგრამ ფეხბურტს აღარავინ თამაშობს დაცვაში ჩისტიტელით ასე რო მსგავს სიტუაციაში პოზიცია კარგად უნდა სეარჩიო...ადრე ეგეთ სიტუაციაში გოლები იშვიათად გადიოდა მაგრამ რაც ჩისტიტელი მოიხსნა მის მერე ბევრი შეცდომა იპარებაა...ასე რო პირველი გოლი სრულად არის კლაინის სინდისზე და მეორე გოლშიც შკრტლერთან ერთად ტანა გამპუჭებელია:D


შენ მეორე გოლზე თუ იძახი რო თანა გამფუჭებელიაო მაშინ პირველ გოლზეც უნდა თქვა თანა გამფუჭებელიაო, რა ლოგიკითაც მიდიხარ იმ ლოგიკით ზუსტად. და რაც შეეხება თავზე მოგებას ერთხელ შეიძება მოგიგონ თავზე მარა ორჯერ რო გიგებენ აშკარად პრობლემაა უკვე. პირველ გოლზე ჩისტტიტელი არაფერ შუაშია, თამაშგარეს მანდ შკრტელი უფრო ქმნიდა ვიდრე კლაინი, და ეგ პოზიცია არის შკრტელის და არა კლაინის, იმ შემთხვევაში უნდა დაეზღვია შკრტელს კლაინი როცა შეტევა მარცხნიდან კარისკენ შემოდის ასე ვთქვათ ჩარბენა როცა ხდება, ამ შემთხვევაში შკრტელი არ იდგა თავის პოზიციაზე რადგან თამაშგარეს ქმნიდა და რომც შეექმნა ის ერთ უჯრდიანი სახო რჩებოდა მერეე და კლაინმა კიდევ ცუდად დააზღვია აშკარად შკრტელი და ორთაბრძოლაშ ვერ აჯობა რუბინის ფეხბურთელს.
სოტონთან გოლის დროს კიდევ მთელი შეცდომების ჟაჭვი იყო და კლაინის გამოირჩა რა ეგ იყო და ეგ. და უკვე აშკარაა რო ძალიან ძალიან ცუდად თამაშობენ ლივერპულის ფეხბურთელები საკუთარ საჯარიმოში თავზე და მეტოქსის საჯარიმოშც კი, როდის გავიტანეთ კუთხურიდან გოლი აღარც მახსოვს მიუხედავად იმისა რო 10 კუთხუს ვაწვდით სუ მცირე თამაშში. საშინლად შეუთამაშებლები არიან, რითი ვერ დალაგდა დაცვა, ერთი პირი არ აქვთ ტიპებს, ვერ შეიკრა, დროა უკვე შკრტელი გადაჯდეს სკამზე დროო


MandyFreitag9
მომხმარებელი

ზოგადად ვინ რამდენ შეცდომას უშვებს ეგ სხვა თემაა და მოცემული სემთხვევა მეორე....კლაინის ბრალია სუფთად პირველი გოლი...მართალია ეხა თავზე არ უნდა წააგო საჯარიმოში მაგრამ ეგ არ იყო მთავარი რგოლი მანდ მარტო ჩვენ არ ვართ ვინც მასეთ დროს ცდება ..მაგრამ პოზიციურად როცა ყველა თავის ადგილასაა მაშინ ყველაფერი კარგადააა...ან ვიგაც იტანს ლამაზ გოლს...დაა სოტონთან კლაინმა რაც გააკეთა იმას არ გააკეთებს საქართველოს ჩემპიონატის არცერთი მარჯვენა მცველი...როცა მარჯვენა მცველი დგას საჯარიმოს ხაზთან სტანდარტზე და ისიც მისგან საპირისპირო მხარეს....მორენოსთან დაცილება აქ 2 მეტრი...კაი რააა.. მე არ ვიძახი რო საკუთარ საჯარიმოში ბურთი უნდა წავაგოთ მაგრამ ეგ ხდებააა და მარჯვენა მცველი მარცხენა ნახევარმცველის ადგილას იდგეს ეგ იშვიათი მოვლენაა საეღტოდ....თორე მასე როო ბურთი არ წავაგოთ და ყველაფერი მოვიგოთ დავამთავრებთ ყველა თამაშს ალბათ შენახული კარით

კომენტარის დამატება
ქართული/ინგლისური (~)

სახელი:*
E-Mail:
შეიყვანე კოდი: *
კოდის განახლება


კვირა, 20:30 სთ


  • ლივერპული
  • VS

    31.03.18


  • ტოტენჰემი

მიმოხილვა


  • ფულჰემი
  • 1:2

    17.03.2019


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

სადიო მანე

მეტოქე - ფულჰემი


Liverpoolfc.Ge - 2008. "ლივერპულის" ქართული ფან-კლუბი. Designed by Vakho Gogaladze