კლოპმა ჯაშუში იპოვა ? » LIVERPOOL FC ქართული ფან კლუბი!

კლოპმა ჯაშუში იპოვა ?

ავტორი: johnson, 27-10-2015, 00:30, კატეგორია - სიახლეები, , 5


თქვენ თუ თვალს ადევნებთ სოციალურ მედიას, აუცილებლად შენიშნავდით ერთ საინტერესო ცვლილებას - კვირას, როცა "ლივერპულის" ოფიციალური შემადგენლობა გახდა ცნობილი, ბევრი გაოცებული დარჩა.

 

ის სრულიად განსხვავდებოდა წინა დღეს, სოციალურ ქსელებში გავრცელებული შემადგენლობებისგან. "საუთჰემპტონთან" მატჩამდე, ინტერნეტ სივრცეში "წითლების" სასტარტო 11-ეულის შესახებ მრავლად ვრცელდებოდა ხმები. ამბობდნენ, რომ რობერტო ფირმინოს და კრისტიან ბენტეკეს მოედანზე პირველი წუთიდან ვიხილავდით. მეტიც, ამ ხმებს თუ დავუჯერებდით, ჯეიმს მილნერი თადარიგში უნდა ყოფილიყო და გუნდი მინდორზე მამადუ სახოს გაეყვანა.

 

რეალობა კი განსხვავებული აღმოჩნდა - "ლივერპულის" ოფიციალურმა საიტმა, თბილისის დროით 19:15 წუთზე გვამცნო, რომ მერსისაიდელები "წმინდანების" წინააღმდეგ იმავე შემადგენლობით ითამაშებდნენ, რომლითაც 1 კვირით ადრე, "ტოტენჰემს" დაუპირისპირდნენ.

 

ბრენდან როჯერსის დროს, ინფორმაციის გაჟონვა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. მატჩამდე 1 დღით ადრე, თქვენ შეგეძლოთ სოციალურ ქსელებში გენახათ ზუსტი ცნობები შემადგენლობის მომავალი ფორმირების შესახებ. მეტიც, ინფორმაციის გავრცელებას ხელი თვით Liverpool Echo-მაც შეუწყო.

არ დააყოვნა კლუბის პასუხმაც. მელვუდში ჩათვალეს, რომ ინფორმაციის გაჟონვის მიზეზი, სავარჯიშო ბაზის დაბალი ღობე იყო. სწორედ ამიტომ, მისი სიმაღლე 4 მეტრამდე გაზარდეს. ამან "ჯაშუში" ვერ შეაჩერა. ტვიტერზე არის სპეციალური ანგარიში, რომელიც საკმაოდ სანდო ინფორმაციებს ავრცელებდა.

 

როგორც ნახეთ, გასულ კვირას ყველაფერი სხვაგვარად მოხდა. შესაძლოა, კლოპმა "ჯაშუში" იპოვა, შეიძლება ეს უბრალოდ დამთხვევაა. თავად განსაჯეთ. აქვე ერთ საინტერესო სტატისტიკას დაგიტოვებთ :

 

"ლივერპულის" შედეგები მაშინ, როცა ინტერნეტში გავრცელებული შემადგენლობა, სიმართლე არ აღმოჩნდა - 10 მატჩი, 6 მოგება, 3 ფრე და 1 წაგება.

 

"ლივერპულის" შედეგები მაშინ, როცა ინტერნეტში გავრცელებული შემადგენლობა, სრული სიმართლე აღმოჩნდა - 10 მატჩი, 2 მოგება, 6 ფრე და 2 წაგება.

скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები



PhilippeCoutinho10
სტუმარი

"ლივერპულის" შედეგები მაშინ, როცა ინტერნეტში გავრცელებული შემადგენლობა, სიმართლე არ აღმოჩნდა - 10 მატჩი, 6 მოგება, 3 ფრე და 1 წაგება.

"ლივერპულის" შედეგები მაშინ, როცა ინტერნეტში გავრცელებული შემადგენლობა, სრული სიმართლე აღმოჩნდა - 10 მატჩი, 2 მოგება, 6 ფრე და 2 წაგება.
საინტერესო სტატისტიკაა


LiveKlopp
სტუმარი

ააყვავებს ეს კაცი ამ გუნდს.


king club real madrid
სტუმარი

მაგარი კაციაააა კლოპი


romani-fan-liverpool
სტუმარი

ოთხეულში წელს აუცილებლად მოვხვდებით ამის თქმის საბაბს მაძლევს არამარტო ის რომ კლოპი გვყავს არამედ ჩელსი და მაურინიო .როჯერსის დროს გოლის გატანა გვიჭირდა თუმცა ბევრსაც არ უშვებდით
ჩელსიში უარესი მდგომარეობაა, სტუმრად ჩელსი ბევრს უშვებს, არამგონია წელს მაურინიომ პრემიერლიგა ზე წარმატებას მიაღწიოს


MandyFreitag9
მომხმარებელი

რა გერმანელია:D:D:D

კომენტარის დამატება
ქართული/ინგლისური (~)

სახელი:*
E-Mail:
შეიყვანე კოდი: *
კოდის განახლება


კვირა, 20:30 სთ


  • ლივერპული
  • VS

    31.03.18


  • ტოტენჰემი

მიმოხილვა


  • ფულჰემი
  • 1:2

    17.03.2019


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

სადიო მანე

მეტოქე - ფულჰემი


Liverpoolfc.Ge - 2008. "ლივერპულის" ქართული ფან-კლუბი. Designed by Vakho Gogaladze