ოფიციალურად: აიბი "ბორნმუთისთვის" შეუტევს! » LIVERPOOL FC ქართული ფან კლუბი!

ოფიციალურად: აიბი "ბორნმუთისთვის" შეუტევს!

ავტორი: Javaxa, 14-07-2016, 23:49, კატეგორია - სიახლეები, , 15


"ლივერპულის" ოფიციალურმა საიტმა ჯორდონ აიბის ტრანსფერი გამოაცხადა. 20 წლის ინგლისელი ფეხბურთელი კარიერას "ბორნმუთში" გააგრძელებს.

 

"ენფილდზე" გატარებული ოთხწელნახევრის შემდეგ აიბი დენ კურტის ფეხბურთელთა რიგებში ჩაეწერა. ჯორდონი თავიდან "წითლების" აკადემიაში ირიცხებოდა, 2013 წლის მაიში კი "ქუინს პარკის" წინააღმდეგ დებიუტიც ჰქონდა.

 

მას შემდეგ აიბმა გუნდის მაისური 58 შეხვედრაში მოირგო და აქედან ოთხი გოლი გაიტანა. Liverpoolfc.Ge-ს სახელით, მომავალ კარიერაში წარმატებებს ვუსურვებთ ჯორდონს. YNWA !!!

 

BBC-ის ცნობით, "ბორნმუთმა" ფეხბურთელის სანაცვლოდ 15 მილიონი ფუნტი გადაიხადა და ეს ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერია კლუბის ისტორიაში.

 

- "ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით მის ზრდას მომავალში და იმედს ვიტოვებთ, რომ მას ექნება უზარმაზარი პერსპექტივა" - განაცხადა "ბორნმუთის" აღმასრულებელმა დირექტორმა ნილ ბლეიკმა.

скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები



LevaniLfc96
სტუმარი

:Dდდდ კანოსში შკრტელი და აიბში ლივერპულმა 23 მილიონი გამოიმუშავა იმედია ამ ფასად მოიყვანენ ვინმე წესიერს


helppig29
მომხმარებელი

არამგონია ამაში 15 მილიონი ფუნტი გადაეხადათ, მაგრამ რახანც წავიდა ვინ დაეძებს


danagger
სტუმარი


ციტატა: gio-torres
არამგონია ამაში 15 მილიონი ფუნტი გადაეხადათ, მაგრამ რახანც წავიდა ვინ დაეძებს


წერია გადაიხადაო და "არამგონია" რას ნიშნავს? :დდდ

ილუმინატი spotted


MarisolHinder
მომხმარებელი

მივესალმები ამის წასვლას. ძალიან კარგ ფასში გაიყიდა და თუ მოხდა სასწაული და ათამაშდა გამოსყიდვის პუნქტიცაა კონტრაქტში (ამისაშიც და კანოსისაშიც) და დავიბრუნებთ


knife06yarn
მომხმარებელი

მართლა ამაში კანიოსშიდა შკრტელში 23 მილიონი ავიღეთპლიუს 4.5 მილიონი ფუტნი უკვე გაყიდულ ფეხბურთელებში ეგეც შენი 27.5.სულ დახარჯულია ჯერ 40 მილიონამდე ზამთრის გრუიჩის ტრანსფერის ჩათვლით.ამას მრკკვიჩი და ბალოტელი მიყვებიან მალე და მაგ თამხას მთლიანად ამოვიღებთ.
აიბს რაც შეეხება კიდე უნდა წასულიყო აბა მაგაში ვერავინ ხედავდე ლივერპულის დონის ფეხბურთელის მომავალს იქნება საშუალო დონის რა


marbleflax9
მომხმარებელი

კარგ ფასად გაიყიდა და მომგებიანიც კია ბორმუთისათვის


romani-fan-liverpool
სტუმარი

არამგონია ამან ბირნმუთში იფრინოს. ....


Karius
სტუმარი

ბორნმუთისთვის აიბი შესანიშნავია ))


steven9child
მომხმარებელი

ბორმუთისთვის კარგი ტრანსფერია უფრო ძვირად გაყიდის შემდგომში..


crocus48hood
მომხმარებელი

რეგულარული სათამაშო დროის გამო შეიძლება ათამაშდეს


Phillis7672
მომხმარებელი

პირველად არ ვეთანხმები კლოპის გადაწყვეტილებას !


crocus48hood
მომხმარებელი


ციტატა: LFC_TSA
პირველად არ ვეთანხმები კლოპის გადაწყვეტილებას !



გუნდი იწმინდება. რას არ ეთანხმები ? არ გვაქ ასეთების განვითარებაზე ზრუნვის დრო წარმატება ენატრება გუნდს


helppig29
მომხმარებელი


ციტატა: danagger

ციტატა: gio-torres
არამგონია ამაში 15 მილიონი ფუნტი გადაეხადათ, მაგრამ რახანც წავიდა ვინ დაეძებს


წერია გადაიხადაო და "არამგონია" რას ნიშნავს? :დდდ

ილუმინატი spotted

და რო წერია ეჭვი არ უნდა გაგიჩნდეს თუ რა პონტია :D რასაც წერენ ყველაფერი სიმართლეა ესეიგი მანდ :DDD


stephen_gerrard
სტუმარი

kargia


STEVEN8
სტუმარი

ბორნმუთში თუ ათამაშდა ანხეთ თქვენ. გამოსყიდვის პუნქტი კარგია. აუ ბალოტელის როდის მოგვაშორებენ ჩინეთში გავყიდოთ რა გრაციანო პელე იყიდეს და ბალოტელისაც რამეს მოვუხერხებთ.

ტრანსფერებს რაც შეეხება არამგონია კიდევ დავხარჯოთ ფული, ბენტეკე თუ არ გაიყიდა. მეინ სტენდი რომ დადგეს ეკონომიას აკეთებს ხელმძღვანელობა თან კლოპიც ხელს უწყობს არ უყვარს დიდი ფულის გადახდა. ფასებმაც ამიტომ არ მოიმატეს ბიელეთზე. მოუთმენლად ველი ჩემპიონატის დაწყებას.

კომენტარის დამატება
ქართული/ინგლისური (~)

სახელი:*
E-Mail:
შეიყვანე კოდი: *
კოდის განახლება


კვირა, 20:30 სთ


  • ლივერპული
  • VS

    31.03.18


  • ტოტენჰემი

მიმოხილვა


  • ფულჰემი
  • 1:2

    17.03.2019


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

სადიო მანე

მეტოქე - ფულჰემი


Liverpoolfc.Ge - 2008. "ლივერპულის" ქართული ფან-კლუბი. Designed by Vakho Gogaladze