დღეს “ენფილდზე” ერთმანეთს “ლივერპულისა” და “მილანის” ლეგენდები დაუპირისპირდებიან. შეხვედრა თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება. მატჩი საქველმოქმედო ხასიათის იქნება.

“ლივერპულის” ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში, მომავალ შეხვედრაზე კომენტარი მერსისაიდელთა ყოფილმა მცველმა, დანიელ აგერმა გააკეთა :

“აქ ყოფნა კარგია, მაგრამ მოედანზე გასვლა კიდევ უკეთესი. ამ სტადიონთან ბევრი კარგი მოგონება მაკავშირებს.

აქ მატჩების საყურებლად ვბრუნდებით, თუმცა გაცილებით უკეთესია როცა თავად თამაშობ, მიუხედავად იმისა, რომ სასურველ ფეხბურთს ვეღარ ვაჩვენებთ. უკვე დიდი ხანია არ მითამაშია და ფორმაშიც არ ვარ, თუმცა დღეს ჩემს მაქსიმუმს გავაკეთებ.

ეს არის დიდებული ქალაქი, დიდებული კლუბი, დიდებული სტადიონი.” – განაცხადა აგერმა.

აქვე გეტყვით, რომ კლუბის ოფიციალურ საიტზე რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა უფასოდ შეეძლებათ.