ავტო დაზღვევა აუცილებელი მომსახურებაა ნებისმიერისთვის, ვისაც ავტოსატრანსპორტო საშუალება ჰყავს, რადგან უსიამოვნო მოულოდნელობისგან დაცული არავინაა. სადაზღვეო პოლისი გთავაზობთ თქვენი, ან თქვენს საკუთრებაში მყოფი ტრანსპორტის დაზღვევას ისეთი შემთხვევითობებისაგან, როგორებიცაა: ავარიები, ბოროტგანზრახული შემთხვევები, სტიქიური მოვლენები, საგნების ვარდნა, მინებისა და სარკეების დაზიანება. საქართველოში, ამ ეტაპზე, არც თუ ისე ბევრი ავტომფლობელი სარგებლობს ამ მომსახურებით, თუმცა მოთხოვნა მასზე დღითიდღე იზრდება.

ავტომობილის დაზღვევისათვის სამი რამ არის საჭირო:

 

 

რა უნდა ვიცოდეთ ავტო დაზღვევის შესახებ და რა რისკებს გვაცილებს თავიდან?

პირველ რიგში მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ავტო დაზღვევით სარგებლობა ნიშნავს, რომ ზარალის ანაზღაურება ხდება ნებისმიერ შემთხვევაში, რომლისგანაც, როგორც უკვე ვთქვით, არ ხართ დაცული. უკეთ რომ აღიქვათ, წარმოიდგინეთ, რომ ქუჩაში დაპარკინგებულ თქვენს მანქანას აღმოუჩინეთ გარე დაზიანება, რომელიც მანამდე არ ჰქონდა. სადაზღვეოში დარეკვით შეატყობინებთ რომ თქვენს ტრანსპორტს ‘გაუსვეს’ და ეს ზარალი აგინაზღაურდებათ. გარდა მსგავსი შემთხვევისა, კიდევ რიგ ფორს მაჟორს გიზღვევთ კომპანია:

 

  • ავტოსაგზაო შემთხვევას
  • მანქანის დაზარალებას სტიქიური მოვლენებით
  • ქურდობის/ყაჩაღობის/ ძარცვის შედეგად მიღებულ ზიანს
  • ავტომობილზე სხვადასხვა საგნის დაცემას
  • უბედურ შემთხვევებს
  • ცალკეული აქსესუარების დაკარგვის და/ან დაზიანების შემთხვევებს

 

 

 

 

რა სახის ავტო სადაზღვეო პოლისები არსებობს?

საქართველოში, დღესდღეობით, რამდენიმე სადაზღვეო კომპანია არსებობს, რომლებიც ავტომობილის დაზღვევას სთავაზობენ მომხმარებელს. მოდით, ინდივიდუალურად განვიხილოთ თითოეული კატეგორიის პოლისი:

  • „Casco“ – პოლისის კატეგორია, რომელიც მხოლოდ თქვენს მანქანას აზღვევს, მისი ფიზიკური დაზიანებებისას. რაც შეეხება ზიანის თანხას, ის განისაზღვრება აღდგენითი ღირებულებით
  • „MPA“ – თავის თავში გულისხმობს როგორც მძღოლის, ისე მგზავრების დაზღვევას, უბედური შემთხვევებისას. ეს იმას ნიშნავს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევისას დაზარალებული მგზავრების მკურნალობის თანხები ანაზღაურდება, ხოლო გარდაცვლილის მემკვირდეს გადაეცემა პოლისით განსაზღვრული ოდენობა.
  • „MTPL“ პოლისი მომხმარებელს სთავაზობს მესამე პირის დაზღვევას, რაც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზარალებული სხვა ადამიანის მკურნალობას ან ქონების ანაზღაურებას გულისხმობს.

ამასთან, „MPA“ და “MTPL” დაზღვევით სარგებლობა შეგიძლიათ მაშინაც, თუ „CASCO“ პოლისით არ სარგებლობთ.

 

როგორ უნდა მოიქცეთ ავტომობილის დაზიანების შემთხვევაში?

იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ავტომობილი დაზიანდა, რამდენიმე რეკომენდაცია არსებობს:

  • დაუკავშირდით სადაზღვეო კომპანიას და შეატყობინეთ მომხდარის შესახებ
  • დარჩით საკუთარ ავტომობილთან, სადაზღვეო ჯგუფის მოსვლამდე, რომლებმაც დაზიანება უნდა აღწერონ
  • თვითნებურად არ გადაადგილოთ დაზიანებული სატრანსპორტო საშუალება, თუ ამაზე სამართალდამცავთა მითითება არ იქნება
  • გამოიძახეთ საპატრულო პოლიცია

 

რა ღირს ავტო დაზღვევა?

სტატისტიკაზე დაყრდნობით თუ ვიმსჯელებთ, საქართველოში ცოტა თუ სარგებლობს ავტოდაზღვევით; ეს რაოდენობა 4,8%-ს არ აღემატება, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია.

საქართველოში, ავტომობილის დაზღვევა შეუძლია 21 წელს მიღწეულ ნებისმიერ პირს. სადაზღვეო კომპანიები პოლისების  ღირებულებას სხვადასხვა კრიტერიუმზე დაყრდნობით აწესებენ. ეს მაჩვენებელი რამდენიმე ასპექტზეა დამოკიდებული: ავტომობილის მართვის გამოცდილებაზე, ავტომობილის ფასზე და მომხმარებლის ყოველთვიურ შემოსავალზე. საშუალოდ, ავტომობილის დაზღვევის ღირებულება მანქანის ფასის 2.5 პროცენტიდან იწყება, ხოლო შემდეგ უკვე დამოკიდებულია დაზღვევის პოლისის იმ ტიპზე, რომელიც გსურთ (MPA, CASCO, MTPL). მას მერე, რაც ავტო დაზღვევა და მისი პაკეტები შეარჩიეთ, გადასახდელ თანხას გაანაწილებთ თვეებზე, ან ერთიანად დაფარავთ.

 

როგორ ვისარგებლოთ ავტო დაზღვევის კალკულატორით?

ავტო დაზღვევის კალკულატორი არის პროგრამა, რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ გამოითვალოთ პოლისის ღირებულება და ყოველთვიური გადასახადი. ამისათვის საჭიროა მიუთითოთ რამდენიმე პარამეტრი:

  • ავტომობილის ღირებულება
  • გამოშვების წელი
  • ავტომობილის ტიპი
  • გადახდის გრაფიკი

გარდა ამისა, უნდა მიუთითოთ ფრანშიზაც, რაც აღნიშნავს იმ მინიმალურ თანხას, რომელიც არ ანაზღაურდება სადაზღვეო კომპანიის მიერ.

ყველა ზემოთ აღნიშნული მონაცემი ჯამდება და იღებთ თანხას, რომელიც უნდა დაფაროთ ავტო ლომბარდით სარგებლობის შემთხვევაში.

რაც შეეხება ფრანშიზას, უფრო გონივრულია გადაიხადოთ მეტი თანხა და არ გქონდეთ ფრანშიზა, ვიდრე ნაკლები და არ დაგიფინანსდეთ ფრანშიზა.