დღეს გამთენიისას კოპა ამერიკას 1/2 ფინალში სამხრეთული ფეხბურთის კლასიკა გაიმართა. ბრაზილიის ნაკრები არგენტინის წინააღმდეგ.

შეხვედრა დაძაბული იყო, მაგრამ ორივე ტაიმში საკმაოდ მაღალ ტემპში მიმდინარეობდა. ანგარიში პირველ ტაიმში გაბრიელ ჟესუსმა გახსნა, რომელმაც მარჯვენა ფლანგიდან რობერტო ფირმინოს პასი გადაგზავნა კარისკენ.

მეორე ტაიმში შეტევაში უფრო დიდი ძალებით გადასული არგენტინის ნაკრები მეტოქის წინააღმდეგ ვერაფერს გახდა. საერთოდაც, არგენტინელები მომენტების ნაკლებობას არ უჩივოდნენ. ბრაზილიის ნაკრები ძელმა ორჯერ იხსნა, ერთხელ კი ალისონმა მესის ახლო მანძილიდან დარტყმული ჯარიმა ხელებში გააქვავა.

მატჩს წერტილი ლივერპულის ფორვარდმა, ბობი ფირმინომ დაუსვა, რომელმაც ჟესუსის კარგი გარღვევის შემდეგ ახლო მანძლიდან აიღო არგენტინის ნაკრების კარი. საბოლოო ანგარიში 2:0. ფირმინომ გოლი + საგოლე გადაცემა ჩაიწერა, ალისონმა კი ყველა ტურნირზე ერთად ზედიზედ მე-9 შეხვედრაში შეინახა კარი მშრალად, რაც წარმოუდგენელი მაჩვენებელია.