“ჩელსისთან” შეხვედრაში ალისონ ბეკერმა მეთვრამეტედ შეინახა მშრალად კარი და დე ხეას გაუთანაბრდა. ესპანელი პრემიერ ლიგის ერთ–ერთ საუკეთესო კიპერად ითვლება და “იუნაიტედში” 2011 წლიდან ასპარეზობს, თუმცა მისი საუკეთესო მაჩვენებელი 18 მატჩისგან შედგება. იმავე ნიშნულს უწია ჯო ჰარტმა “სიტიში” ასპარეზობისას, ხოლო საუკეთესო მაჩვენებელი პეტერ ჩეხს აქვს, რომელმაც “ჩელსის” რიგებში 24–ჯერ მოახერხა კარის მშრალად შენახვა. მართალია ალისონი მიმდინარე სეზონში ყველა დროის საუკეთესო შედეგს ვეღარ დაამყარებს, თუმცა მას შეუძლია ექს “ლივერპულელის” პეპე რეინას მაჩვენებელი (20) გააუმჯობესოს.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი მიმდინარე სეზონში “ოქროს ხელთათმანის” მთავარი პრეტენდენტია.