2019-2020 წლის სეზონში ალისონ ბეკერი “ლივერპულის” #1 ნომრიან მაისურს მოირგებს – ამის შესახებ “მერსისაიდელთა” ოფიციალური ვებ-გვერდი ირწმუნება.

ამასთან ერთად, ალისონმა ახალი ნომერი ახალ ფორმასთან ერთად წარადგინა. აქამდე #1 ნომრიანი მაისური ლორის კარიუსს ეკუთვნოდა, რომელიც ორწლიანი იჯარით “ბეშიქთაშში” იმყოფება.