პრემიერ ლიგის 33-ე ტურში “ლივერპული” გასვლაზე “საუთჰემპტონს” დაუპირისპირდა. შეხვედრა მერსისაიდელთა გამარჯვებით 1:3 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ სტუმართა რიგებში 50-ე პრემიერ ლიგური მატჩი ჩაატარა ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა. კლუბის ისტორიაში, მატჩების ასეთი რაოდენობა უფრო პატარა ასაკში მხოლოდ ოთხმა მოთამაშემ მოაგროვა :

მაიკლ ოუენი – 18 წლის და 328 დღის

რაჰიმ სტერლინგი – 19 წლის და 83 დღის

რობი ფაულერი – 19 წლის და 266 დღის

სტივენ ჯერარდი – 20 წლის და 152 დღის

ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი – 20 წლის და 180 დღის

როგორც იცით, “წმინდანებთან” ინგლისელი ძირითად შემადგენლობაში იყო და აქტივში საგოლე გადაცემაც ჩაიწერა – მიმდინარე სეზონში უკვე მეშვიდე.

აქვე გეტყვით, რომ არნოლდის დებიუტი “ლივერპულის” პირველ გუნდში 2016 წლის დეკემბერში, “მიდლსბროსთან” მატჩში შედგა.