ბოლო 12 შეხვედრაში 11 გოლით, სადიო მანე არის ყველაზე გამტანი ფორვარდი მსოფლიო ფეხბურთში, მაგრამ როგორია მისი ერთი ჩვეულებრივი დღე ლივერპულში? ამას ფეხბურთელი ქვემოთ თავად მოგვიყვება.

26 წლის სენეგალელის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში უკვე 20 გოლია, აქედან 17 კი პრემიერ ლიგაში, რაც მანეს კარიერაში ყველაზე მაღალშედეგიანია. მიმდინარე თვეში, მარტის საუკეთესო ფეხბურთელად Standart Chartered-მა სწორედ აფრიკელი გარემარბი დაასახელა.

ბევრი დამსახურების გამო, “ლივერპულის” ოფიციალურმა საიტმა გადაწყვიტა მის ცხოვრებას უფრო დეტალურად ჩასძიებოდა. ასე, რომ ვნახოთ, თუ რა ხდება მანეს ყოველდღიურ ცხოვრებაში, როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ. მაშ ასე, დავიწყოთ!

ჩვეუელბისამებრ, ყოველდღე ადრე ვიღვიძებ. სინამდვილეში, ყოველთვის ასეთი ვიყავი – ვიღვიძებ დილით ადრე, ვიღებ შხაპს და ვლოცულობ. შხაპი, ლოცვა. ერთი და იგივე რუტინა, ყოველ დღე. ამის შემდეგ რაზეც ვფიქრობ, დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ საათზეა ჩვენი სავარჯიშო სესია. თუ ვარჯიში 09:30-ზე იწყება, მე მაინც ადრე მივდივარ და მანამდე დამატებით თერაპიებს ვიტარებ. როგორც უკვე გითხარით, მე ყოველთვის ადრე მივდივარ, ხანდახან ერთი საათით ადრეც, რათა სამედიცინო სტაფთან შევიარო და საკუთარ ჯანმრთელობაზე დადებითი პასუხები მივიღო. ამის შემდეგ, გავდივარ დარბაზში და ვემზადები სავარჯიშო სესიისთვის.

ზოგი ფეხბურთელი მიმართავს სამედიცინო სტაფს, ზოგი კი – არა. ეს ნამდვილად ჩვენი პირადი არჩევანია. პირადად მე, ყოველთვის მსურს თავს ჯანმრთელად ვგრძნობდე. სწორედ ამიტომაა, რომ ზედმეტადაც კი ვაწუხებ მათ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ პატარა დისკომფორტს განვიცდი, მაშინვე ექიმებთან იმის სათქმელად გავრბივარ, რაც მაწუხებს. მანამდე, მცირე დეტალებს ყურადღებას არ ვაქცევდი და მახსოვს, როცა 20-22 წლის ვიყავი და თავს კარგად ვერ ვგრძნობდი, ჩემ თავს ვეუბნებოდი: “სადიო, შენ კარგად ხარ”. ხშირად ყოფილა შემთხვევბი, როცა ეს პატარა დეტალები მეტწილად დიდ პრობლემებს წარმოადგენდა.

ახლა პატარა აღარ ვარ, მე ტოპ საფეხურზე ვარ და თუ გინდა იყო უმაღლეს დონეზე, მაშინ თავს ყოველთვის 100%-ით კარგად უნდა გრძნობდე. თქვენ უნდა იზრუნოთ საკუთარ თავზე, საკუთარ სხეულსა და კვებაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე არასდროს ვიღებ რამეს მარტივად, ყველაფრის დაცვას ვცდილობ. ამ დონეზე სათამაშოდ ერთ პროცენტსაც კი ბევრი რამის გადაწყვეტა შეუძლია. ვფიქრობ, რომ ფეხბურთელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჯანმრთელობა და საკუთარი თავი, პირველ რიგში თავადვე უნდა მოამზადო. თქვენ უნდა გამოიყენოთ ეს, სწორედ ამიტომ ვცდილობ სწორად ყოველდღიურ ცხოვრებას. თუ ვგრძნობ ზურგის ტკივილს, მყესების დაჭიმულობას ან მუხლების ტკივილს, მივდივარ მელვუდში, ვნახულობ ბიჭებს და შემდეგ შევდივარ სამედიცინო პერსონალთან.

იმ შემთხვევაში, თუ ვარჯიში უფრო ადრეა ჩანიშნული, მელვუდისკენ ვიღებ გეზს და იქ ვსადილობ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ამას სახლში ვაკეთებ. სადილი ყოველთვის განსხვავებულია: ხანდახან იოგურტით და ხილით ვნაყრდები, ხან პურით და კვერცხით, ზოგჯერ კი – ფაფით. მე არ მაქვს კონკრეტულად გამორჩეული საყვარელი საკვები. ერთადერთი წესი ჩემ ცხოვრებაში ჯანსაღი კვებაა, ყოველთვის ჯანსაღი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დროის ნებისმიერ მონაკვეთში, მე მხოლოდ ჯანმრთელობისთვის ვიკვებები.

სიმართლე გითხრათ, ძალიან ცუდი მზარეული ვარ. ერთადერთი, რაც შემიძლია გავაკეთო, ეს ფაფაა. სწორედ ამიტომ მყავს მზარეული. მან იცის, რომ ჩემთვის მთავარია სწორი კვება, რადგან უკვე სამი წელია, რაც ჩემთან ერთადაა. მისი სახელია დამიენი და ის პოლონეთიდანაა, მაგრამ ბრიტანეთში ოჯახთან ერთად წლებია უკვე ცხოვრობს. მისი თავი მონა ნემერმა [კლუბის მთავარი მზარეული – ავტ.] გამაცნო და ამისთვის მადლობელი ვარ, რადგან დამიენი ძალიან, ძალიან კარგი ბიჭია. მე არასდროს შევიცვლი საკუთარ მზარეულს.

ვისწავლე იმის გაგება, რასაც ჩემი სხეული მეუბნება. მე ვჭამდი ყველაფერს, რაც მომწონდა, რადგან ახალგაზრდა ვიყავი და არ მქონდა საკმარისი გამოცდილება. ახლა კი ვიცი, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის. შენ უნდა გაიღვიძო ადრე, უნდა იკვებო ჯანსაღად და უნდა გრძნობდე თავს ჯანმრთელად. და ამასთან ერთად, აუცილებლად უნდა იძინებდე ადრე.

ხშირად, როცა შენ ხარ ახალგაზრდა არ გაქვს საკმარისი ცოდნა და გამოცდილება, მაგრამ ზუსტად ახალგაზრდისთვისაა საჭირო თავიდანვე სწორ გზაზე დაყენება. ჩვენ, ფეხბურთელებს გაგვიმართლა, რომ სწორი ცხოვრებისთვის უამრავი არჩევანი გაგვაჩნია. თუ გინდათ, რომ დიდხანს იყოთ მაღალ დონეზე, გამოიყენეთ ჩემი პირადი გამოცდილება. ეს ყველაფერი და ვარჯიშებზე ბოლომდე დახარჯვა არის წარმატების პირველი გასაღები, რაც გასაკეთებლად, რაღა თქმა უნდა ძალიან რთულია.

რასაკვირველია, მელვუდში მოსვლა და ბიჭების ნახვა დიდი ბედნიერებაა. ფაქტია, რომ აქ ყოფნა ყოველთვის მიხარია, რადგან ეს იყო ჩემი ოცნება, მეთამაშა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში, დიდებულ გუნდში, დიდებულ მენეჯერთან. აქ ნამდვილად ყველაფერი დიდებულია. საკმარის მადლობას ღმერთს ვერასდროს გადავუხდი, რადგან ძალიან ბედნიერი ვარ, როცა მელვუდში მოვდივარ და როცა გავდივარ სავარჯიშო სესიაზე. აქ ყველაფერი მაქვს და ამით დიდ სიამოვნებასაც ვიღებ.

გუნდში ყველას კარგი ურთიერთობა გვაქვს. აქ მესამე წელია რაც ვარ, ზოგი ჩემამდე იყო, ზოგიც ახალია, მაგრამ ეს იგივენაირია, როგორც ჩემი პირველი წელი. ვფიქრობ ეს არის რაღაც, რაც “ლივერპულს” განსაკუთრებულს ხდის. ვინ არის ხმამაღალი? რობო. ყოველთვის ის! სულ ლაპარაკობს. შესაძლოა თქვენ ფიქრობთ, რომ ენდი ძალიან წყნარია, მაგრამ ეს ასე არ არის. ის ყოველთვის ლაპარაკობს, ხუმრობს, ხმამაღლა საუბრობს და ასე შემდეგ.

რა თქმა უნდა, ვარჯიში ყოველთვის რთულია, მაგრამ როდესაც რთულს ეჩვევი, საბოლოო ჯამში თამაშებზე ყველაფერი მარტივად გამოგდის. ამიტომ ვფიქრობ, რომ მაღალი ტემპი გვაქვს, ნებისმიერი გუნდისთვის ჩვენს წინააღმდეგ თამაში ძალიან რთულია, რადგან ვარჯიშებზე საკმაოდ მაღალი ინტენსივობა გვაქვს.

როცა ვარჯიში სრულდება, ჩვეულებისამებრ სახლში ვბრუნდები და საღამოსთვის ვემზადები, თუმცა, ზოგჯერ რესტორანშიც მივდივარ. ხანდახან სახლში მეგობრებს ვეპატიჟები და ვთამაშობთ თამაშებს, ოღონდ ვიდეო თამაშებს არა – ძირითადად სამაგიდოებს. ჩვენ, ასევე ვუყურებთ სერიალებს ან ფილმებს. ამ მომენტში “მსროლელს” ვუყურებ და ის ძალიან მომწონს. გულახდილად გეტყვით, მართალია ყველაფერი დასრულდა, მაგრამ მოუთმენლად ველოდები “სამეფო კარის თამაშების” ახალ სერიებს. ამასთანავე, ხანდახან პირდაპირ ეთერში ფეხბურთსაც ვუყურებთ.

მეგობრები, რომლებიც ჩემს სახლში მოდიან, ცოტა ხნის წინ გავიცანი. ზოგიერთ მათგანს საუთჰემპტონიდან ვიცნობ, ზოგი პარიზდანაა და რაღა თქმა უნდა უმრავლესობა, ლივერპულიდან. ნაბი [კეიტა-ავტ.] არის ადამიანი, რომელიც ხშირად მსტუმრობს. სრულიად პატიოსანი ვიქნები თუ გეტყვით ერთხელ როგორ ვეხუმრე მას. როდესაც მარბელიაზე ვიყავით, კეიტას ვუთხარი: ნაბი, გაიღვიძე, უკვე თავი მომაბეზე, რადგან ძალიან ხვრინავ. ამ მომენტით და მისი სახით, ძალიან ვიხალისეთ.

ყოველ დილით, 07:30-ზე, ყოველთვის ამ დროს, მე საღამოს შენახულ საჭმელს მივირთმევ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის სიჯანსაღე, რომელიც გონებაზეც ძალიან კარგად მოქმედებს. ამის შემდეგ, ხანდახან სოციალურ მედიას ვსტუმრობ, მაგრამ ხშირად არა. ამ თაობაში, ადამიანთა უმრავლესობას სმარტფონი აქვს და ხშირად იმყოფებიან სოციალურ ქსელებში, მაგრამ მე ბევრი პოსტები არ მიყვარს. შესაძლოა, რომ ცოტაოდენი ინსტაგრამზე განვათავსო. ხანდახან ეს კარგია, მაგრამ არ მინდა, რომ ამ ყველაფერს სისტემატიური ხასიათი ჰქონდეს და სულ სოციალურ ქსელებში ვიყურებოდე.

ერთადერთი რამ, რასაც ყოველდღიურად ვაკეთებ დედასთან, ბიძასთან და ჩემ დებთან საუბარია. ისინი სახლში დაბრუნდნენ, ამიტომ ლაპარაკი ტელეფონით მიწევს. თავდაპირველად ჩემი სახლი ძალიან მენატრებოდა, ძალიან, ძალიან მენატრებოდა, მაგრამ ახლა გავიცანი ევროპა, მე აქ ვარ, მე აქ ვშრომობ. როდესაც სამშობლოში ვბრუნდები, ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ეს არის ჩემი ქვეყანა და ძალიან მიყვარს ის, მაგრამ, როცა აქ ვარ და ვმუშაობ, ნოსტალგია არ მეუფლება და არც იქაურობა მენატრება.

ცხადია, ფეხბურთელები დროის უმეტეს ნაწილს სასტუმროებში ვატარებთ, მაგრამ მე ამას ყურადღებას არ ვაქცევ. როდესაც სასტუმროში ვართ, იქაურ საჭმელს მივირთმევ და შემდეგ ჩემს ოთახში ვბრუნდები. ვუყურებ სერიალს საკუთარ აიპადში ან ტელევიზორს და შემდეგ დასაძინებლად მივდივარ. მე ძალიან კარგად მძინავს, მნიშვნელობა არ აქვს სად ვარ, სახლში თუ სასტუმროში. ჩვეულებისამებრ, 11 სათზე ვიძინებ, რადგან ძილის ნაკლებობის გამო თავი მეორე დღეს ცუდად არ ვიგრძნო.

თამაშის დღეს, იმ მომენტიდან, როდესაც ვიღვიძებ, მიყვარს, როცა მშვიდად ვარ და ფოკუსირებას მხოლოდ უშუალოდ მატჩზე ვახდენ. მე ვარ ადამიანი, რომელიც ყოველთვის მოულოდნელად ელოდება თამაშს. დასაწყისში, მატჩის დღეს ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ ახლა მივეჩვიე. ძალიან ვკონცენტრირდები უშუალოდ მეტოქეზე, გონებაში ვფიქრობ იმაზე, თუ როგორ შეიძლება საუკეთესო მატჩი ჩავატარო. ნერვიულობა ჩემი სფერო არ არის.

თამაში დაწყებამდე კონკრეტული რიტუალები არ გამაცნია. უბრალოდ მივდივარ იქ, თავს მშვიდად ვგრძნობ და ვცდილობ მოვიგო მატჩი – შემდეგ მწვრთნელთან ერთად მივდივართ სტადიონზე, გზაში ბევრ რამეს არ ვაკეთებ. ვთამაშობ მობილურში, ვუსმენ მუსიკას. ყოველთვის ვცდილობ, რომ ფოკუსირება მხოლოდ მატჩზე მოვახდინო, სწორედ ამიტომ, გონებაში სხვას ყველაფერს ვბლოკავ.

 

უშუალოდ მატჩის წინ, გასახდელი ოთახები ყოველთვის განსხვავებულია. მელვუდში შენ შეგიძლია იხუმრო, მაგრამ თამაშზე შენ ეს არ უნდა გააკეთო, რადგან გარშემო საკუთარი თანაგუნდებელი კონცენტრაციას მხოლოდ მატჩზე ახდენენ. მათ ამ მომენტში სიმშვიდე სჭირდებათ, რადგან თამაშისთვის მომზადება კარგად შეძლონ. შემდეგ წინასამატჩო ვარჯიშებს ვაკეთებ, ვიჭიმები და როცა დროა, გავდივარ გასახურებლად. როდესაც გასახდელიდან მოედანს ტუნელით ვუკავშირდები, უკვე ერთი სული მაქვს, როდის დაიწყება თამაში.

გოლის გატანა? ეს რა გრძნობაა დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორებზე – ზოგჯერ შენ გამარჯვების გოლი გაგაქვს, ზოგჯერ ათანაბრებ, ზოგჯერ კი სხვაობას ორამდე ან სამამდე ზრდი, ასე რომ, ეს გრძნობები ერთმანეთთან ძალიან განსხვავებულია. გამარჯვების გოლი ყოველთვის სასიამოვნოა, რაც შენ განწყობაზე უკეთესად მოქმედებს. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ დაეხმარო გუნდს გამარჯვების მოპოვებაში.

თამაშის შემდეგ მე ვიღებ ყინულის აბანოს და თუ საკმარისი დრო მაქვს, ვიკეთებ მასაჟებს. ამის შემდეგ მივდივარ სახლში, ვჭამ და ვუყურებ ფილმებს, სანამ დავიძინებ. წეღან გითხარით, რომ მე ვარ ადამიანი, რომელსაც ადრე დაძინება უყვარს, მაგრამ ეს თამაშის ღამეს არ ეხება. ადრენალინის გამო ხშირად სამი საათით ვიძინებ, უკეთეს ვარიანტში – 4. ამით დიდ სიამოვნებას ვიღებ, ეს მშვენიერი გრძნობაა.

და ეს ასეა, როგორ გამოიყურება ჩემი ნორმალური დღე. ეს არის ჩემი ოცნება, ეს არის ის, რაც ყოველთვის მინდოდა. მე მადლობელი ვარ, რომ მაქვს ყვეალფერი, რაც ოდესმე მსურდა.