გავლენიანი გამოცემა ESPN იტყობინება, რომ ჰოლანდიელი ვარსკვლავი ვირჯილ ვან დეიკი მზადაა კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმოს.

“ლივერპულის” ისტორიაში ვან დეიკი ერთ-ერთი საუკეთესო შენაძენია, “მერსესაიდელებმა” 2018 წელს მის სანაცვლოდ 75 მილიონი ფუნტი გადაიხადეს. მთელი ამ დროის მანძილზე ვირჯილი თითქმის უშეცდომოა და აწ უკვე დამთავრებულ სეზონში მისი დრიბლინგით მოტყუება ვერავინ შეძლო.

იმის მერე, რაც 27 წლის მოთამაშემ მადრიდში გამართული ფინალი მოიგო, დარწმუნებულია, რომ “ლივერპულთან” ერთად კიდე მრავალი თასის აღმართვა შეუძლია და გადაწყვიტა, რომ “ენფილდზე” დიდი ხნით დარჩეს.

ჯერჯერობით არაფერია ცნობილი ახალი კონტაქტის დეტალებზე. მოგახსენებთ, რომ ვან დეიკს არაერთი მსურველი ჰყავს, ერთ-ერთი კი ესპანური გრანდია “მადრიდის რეალი”.

წყარო:ESPN