როგორც იცით, დღეს ჩვენი დროთ 23:00 საათზე “ლივერპული” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში “ბარსელონას” წინააღმდეგ ითამაშებს.

“ლივერპული” ესპანეთში აქამდე 18-ჯერ ყოფილა, საიდანაც “მერსისაიდელების” ანგარიშზე 7 მოგება, 5 ფრე და 6 წაგებაა. აქედან ინგლისურმა გუნდმა 18-ჯერ გაიტანა და ამდენივე გაუშვა.

ნახევარფინალში “ლივერპული” ბარსელონას” 2-ჯერ შეხვდა, 1976 & 2001 წლებში და ორჯერვე ფინალში გავიდა.

“ლივერპულის” მწვრთნელის რანგში იურგენ კლოპს 10 ევროპული დუელიდან ყველა მოგებული აქვს.

ინგლისურ კლუბებთან 42 მატჩში, რომელიც “ბლაუგრანამ” “კამპ ნოუზე” გამართა მხოლოდ 2 წააგო და ორივე წაგება “მერსისაიდელებთან” მოდის. დანარჩენ შემთხვევაში მათ 28 მატჩი მოიგეს და მხოლდო 12 ითამაშეს ფრედ.

ეს არის “წითლების” მე-19 ევროპული ნახევარფინალი. აქედან 10-ჯერ, როდესაც ინგლისურმა კლუბმა პირველი თამაში გასვლაზე ჩაატარა, 8-ჯერ მიაღწია წარმატებას,  ხოლო დანარჩენი ორი შეხვედრა 1997 წელს “პარის სენ ჟერმენთან” და 2010-ში მადრიდის “ატლეტიკოსთან” შედგა, სადაც “მერსისაიდელები” დამარცხდნენ.

4 ნახევარფინალიდან ესპანურ გუნდებს “ლივერპულმა” სამი მოუგო.

ოთხი საშიანო შეხვედრიდან “ბარსამ” “წითლებს” მხოლოდ ერთი გოლი გაუტანა.

ბობი ფირმინო არის ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც კლოპმა ყველა, 38-ვე ევროპულ მატჩში ათამაშა.

ბრაზილიელმა ევროპული ეგიდით 16 გოლი გაიტანა, ეგვიპტელმა 15, ხოლო სენეგალელმა – 14.

“ბარსელონას” ლეო მესიმ წლევანდელ გათამაშებაში 8 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 10 გოლი და ტურნირის მთავარი გოლეადორია.

ლეომ ინგლისურ კლუბებთან 32 მატჩში 24 გოლის გატანაც შეძლო.

“კამპ ნოუზე” ჩატარებულ 31 მატჩში მესიმ ხოლოდ ერთხელ წააგო – 2007 წელს, “ლივერპულთან”.