ფელიპე კოუტინიოს ტრანსფერთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად “ბარსელონა” “მერსესაიდელებს” 4.3 მილიონ ფუნტს გადაუხდის.

გასული წლის იანვარში 26 წლის ბრაზილიელის გაფორმება ესპანელებს 106 მილიონი დაუჯდათ, თუმცა ეს არ არის საბოლოო თანხა, ვინაიდან ხელშეკრულების პირობებში ჩადებულია პუნტქი, რომლის თანახმადაც “ლივერპულს” დამატებით 36 მილიონის მიღება შეუძლია ბონუსების სახით.

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში “კატალონიური” კლუბი და შესაბამისად კოუტინიო 1/2 ფინალში გავიდნენ, რის სანაცვლოდაც “ლივერპული” ბონუსის სახით 4.3 მილიონს მიიღებს. ესპანელების ფინალში გასვლის შემთხვევაში “წითლები” დამატებით 5 მილიონს მიიღებდნენ.