როგორც იცით, დღეს პრემიერ ლიგის 33-ე ტურში “საუთჰემპტონი” “ლივერპულს” უმასპინძლებს. მატჩი 23:00 საათზე დაიწყება, მანამდე კი “წმინდანების” ცენტრალურმა მცველმა “წითლების” ლიდერ ვირჯილ ვან დაიკზე საქებარი სიტყვები არ დაიშურა:

ამ მომენტში მსოფლიოს საუკეთესო მცველი ვირჯილ ვან დაიკია. ის ჰაერში ძალიან კარგია, ნამდვილად სწრაფია, ბურთს შესანიშნავად ფლობს და ვფიქრობ, რომ ეს შეფასებაც დამსახურებულია. ის ტოპ მოთამაშეა და თამაშის განვითარებაზე უდიდეს ზეგავლენას ახდენს.

როდესაც ამ პოზიციაზე თამაში დავიწყე, თავდაპირველად ჯორჯო კიელინსა და სერხიო რამოსს ვუყურებდი, მაგრამ ახლა მზერა მხოლოდ ვან დაიკზე მაქვს მიმართული. როდესაც მას უყურებ, შენ განვითარება შეგიძლია. მსოფლიოში უამრავი ფეხბურთელია ასეთი, მაგრამ გამორჩეული ვირჯილია.

რა თქმა უნდა, “ლივერპულს” ჩემპიონობა სურს, მაგრამ მე ნამდვილად ვიცი, რომ ამჟამად მათი საფიქრალი მხოლოდ სამი ქულაა. ჩვენ საბრძოლველად ვემზადებით. მთავარია, რომ მამაცები ვიყოთ. ვეცდებით, ყველამ საუკეთესო თამაში ჩავატაროთ, შემდეგ კი ვნახოთ რა მოხდება“.

შეგახსენებთ, რომ ვან დაიკი “წითლებს” გასულ ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე 75 მილიონ ფუნტად შეუერთდა, ხოლო იან ბედნარეკი “წმინდანებმა” მის შემცვლელად მიიყვანეს.