პრემიერ ლიგის 33-ე ტურში “ლივერპული” გასვლაზე “საუთჰემპტონს” დაუპირისპირდება. მატჩი პარასკევს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

დღეს იურგენ კლოპმა მელვუდში ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა. გერმანელმა სპეციალისტმა ჟურნალისტებთან კომენტარი ვირჯილ ვან დეიკისა და რაიან ბრიუტერის მდგომარეობაზე გააკეთა :

“ვირჯილი სრული დატვირთვით ვარჯიშობს, ის ნორმალურად გამოიყურება და რაიმე გართულებას ადგილი არ ჰქონია. დღეს ახალი არაფერი გამიგია.

რაც შეეხება ბრიუსტერს – არ ვიცი ითამაშებს თუ არა ის “ჩელსის” წინააღმდეგ (“უიქენდზე” რეზერვების დაპირისპირება შედგება). მას მცირე პრობლემა ჰქონდა და ამ კვირაში არ ვარჯიშობდა. ის ახლახანს 19 წლის გახდა, ეს გასაოცარია… მისთვის კარი ყოველთვის ღიაა და დარწმუნებული ვარ, წინ მას ბევრი რამ ელის.” – ციტირებს კლოპის სიტყვებს კლუბის ოფიციალური საიტი.

დიდი ალბათობით, ჯერ მოედანზე ვერც ალექს-ოქსლეიდ ჩემბერლენსა და ჯო გომესს ვიხილავთ.