ხვალ, თბილისის დროით 23:00 საათზე, “ლივერპული” ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ მატჩში “პორტუს” დაუპირისპირდება.

დღეს კი იურგენ კლოპმა მელვუდში ტრადიციული, მატჩის წინა პრესკონფერენცია გამართა. გერმანელმა სპეციალისტმა ჟურნალისტებთან გუნდის საკადრო პრობლემებზე ისაუბრა :

“გვსურდა, რომ ჯო გომესი ჩვენთან ერთად ყოფილიყო. მას კიდევ სჭირდება სავარჯიშო სესიები, დიახ, ის მზადაა, თუმცა მანამ, სანამ არჩევანის საშუალება გვაქვს, გვირჩევნია ჯო არ ვათამაშოთ.

ადამს მცირე პრობლემა აქვს, რომლის გამოც ბოლო შეხვედრაში ვერ გვეხმარება და სავარაუდოდ, მას საქმეში ვერც ხვალ ვიხილავთ. ყველა სხვა მოთამაშე მწყობრში უნდა იყოს.

“სოტონთან” მატჩში მცირე დაზიანებები ვან დეიკმა, ვეინალდუმმა და მატიპმაც მიიღეს, თუმცა ვფიქრობ, რომ ხვალისთვის ისინი მზად იქნებიან.” – ციტირებს კლოპის სიტყვებს კლუბის ოფიციალური საიტი.