პრემიერ ლიგის 34-ე ტურში “ლივერპული” საკუთარ მოედანზე “ჩელსის” მიიღებს. მატჩი კვირას, თბილისის დროით 19:30 წუთზე დაიწყება.

როგორც ირკვევა, მომავალ შეხვედრაში მერსისაიდელებს შესაძლოა ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე მოთამაშე ვერ დაეხმაროთ :

“სადიო ცუდად დაეცა, მას გუშინ არ უვარჯიშია. სავარაუდოდ, ის დღეს შემოგვიერთდება. რაც შეეხება ვეინალდუმს – ჯინის ზურგის პრობლემა აქვს, მაგრამ დღეს ჩვენ ერთად უნდა იყოს.

ჯერ კიდევ დრო სჭირდება ოქსლეიდ-ჩემბერლენს. მან გასულ თვეში ახალგაზრდულ დერბიში 40 წუთი ითამაშა, სამშაბათს კი უკვე 60 წუთი დაჰყო მოედანზე. ჯო გომესის მსგავსად, ვარჯიშზე ოქსიც კარგად გამოიყურება, თუმცა უნდა დავრწმუნდეთ, რომ ისინი ნამდვილად მზად არიან. მათ ხომ სერიოზული ტრავმები ჰქონდათ.” – ციტირებს კლოპის სიტყვებს კლუბის ოფიციალური საიტი.

შეგახსენებთ, რომ ვეინალდუმი “პორტუსთან” მატჩს თვალს სათადარიგოთა სკამიდან ადევნებდა.