ხვალ, თბილისის დროით 23:00 საათზე, “ლივერპული” საკუთარ მოედანზე “ჰადერსფილდს” მიიღებს.

დღეს იურგენ კლოპმა მელვუდში ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა. გერმანელმა სპეციალისტმა ჟურნალისტებთან კომენტარი გუნდის საკადრო პრობლემებზეც გააკეთა :

“კითხვის ნიშნის ქვეშაა ლალანას, ფაბინიოსა და ლოვრენის თამაში. ჯერ ზუსტად არ ვიცით შეძლებენ თუ არა ისინი ჩვენს დახმარებას მომავალ მატჩში. 

ჩვენ მათ დასვენების საშუალება მივეცით. გუშინ ფაბი და დეიანი ჩვენთან ერთად იყვნენ, ვნახოთ რა იქნება დღეს… გუნდთან ერთად ვარჯიშობს ჩემბერლენიც, ის კარგად გამოიყურება.” – განაცხადა კლოპმა.

როგორც იცით, ფაბინიომ დაზიანება “კარდიფთან” მატჩში მიიღო, ხორვატი მცველი კი ავად იყო და “პორტუსთან” შეხვედრაში განაცხადშიც ვერ მოხვდა. ჩემბერლენს კი თავის გამოჩენის საშუალება ჯერ მხოლოდ სარეზერვო გუნდში მიეცა.