ოთხშაბათს, თბილისის დროით 23:00 საათზე, “ლივერპული” ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალურ მატჩში კატალონიის “ბარსელონას” დაუპირისპირდება.

ესპანეთში გაფრენამდე იურგენ კლოპმა კლუბის ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში იმ მოთამაშეებზე ისაუბრა, რომლებმაც განვლილი შეხვედრები ტრავმების გამო გამოტოვეს :

“ფირმინო კარგად გამოიყურება. არჩევანის გაკეთება დღეს არ მიწევს, ამიტომაც დავიცადოთ და ვნახოთ როგორ იქნება ის ხვალ. მოსამზადებლად ბევრი დრო არ გვქონდა, თუმცა დღევანდელი სავარჯიშო სესია ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ხვალ დილითაც მცირე სესია გველოდა.

ბოლო მატჩისთვის მზად არც ფაბინიო იყო. ის ადამიანია და მასაც დრო სჭირდება. კარგია, რომ მას დასვენების საშუალება ჰქონდა. კარგია ისიც, რომ ჩვენთან ერთადაა ოქსლეიდ-ჩემბერლენი, რომელიც უკვე დაუბრუნდა მოედანს და ახლა არაფერი აწუხებს.”

ბარსელონაში 23 მოთამაშე მოდის, ეს კი არჩევანის გასაკეთებლად სრულიად საკმარისია.” – განცხადა კლოპმა.