პრემიერ ლიგის დასკვნით, 38-ე ტურში “ლივერპული” საკუთარ მოედანზე “ვულვზს” მიიღებს. შეხვედრა კვირას, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

დღეს იურგენ კლოპმა მელვუდში ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა. გერმანელმა სპეციალისტმა ჟურნალისტებთან კომენტარი გუნდის საკადრო პრობლემებზეც გააკეთა :

“ამ კვირაში გასახდელში ყველაზე პოპულარული სამი სიტყვა იყო : “ეს მხოლოდ ტკვილია”. ახალგაზრდა ბიჭებისთვის ამის სწავლა ძალიან მნიშვნელოვანია. ასე თქვა ჰენდომ, ასე თქვა რობომ… მაგრამ სინამდვილეში, მათ ნამდვილად სტკიოდათ.

ენდი ამ ტკივილს უმკლავდებოდა, თუმცა ორგანიზმმა, კუნთებმა მას თამაშის გაგრძელების საშუალება აღარ მისცა. კვირას გასამართი მატჩისთვის ის მზად უნდა იყოს.

ბობი ვერც “ვულვზთან” შეხვედრაში დაგვეხმარება. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგის ფინალს – წინ დიდი დროა და ის საკმარისი უნდა იყოს ფირმინოსთვის.

“ბარსელონასთან” მატჩის შემდეგ მომო კარგად გამოიყურებოდა. ოთხშაბათს და ხუთშაბათს ის უბრალოდ დარბოდა, დღეს კი გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშებს.” – ციტირებს კლოპის სიტყვებს კლუბის ოფიციალური საიტი.