“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა გუნდში ტრავმირებულ ფეხბურთელებზე დეტალურად ისაუბრა, სადაც თქვა:

დეიანი ავადაა. მას ცუდი ღამე ჰქონდა, ექიმი მასთან იყო და მგავრობისთვის ნება არ მისცა. მიზეზი მხოლოდ ესაა. ჩვენ გვყავს ჯო, ასე რომ ამისათვის ჯარიმა არ უნდა იყოს. ამ პოზიციაზე სათამაშოდ ფაბინიოც მზადაა. ასე რომ, წესით ყველაფერი კარგად უნდა იყოს. თუ შენ თავს კარგად ვერ გრძნობ და მეტიც, გაქვს ძალიან ცუდი ღამე, მომავალ დღეს ეს ამბავი ყველამ ვიცით, ვიცით რომ არ უნდა გავრისკოთ, მითუმეტეს ასეთი ინტენსიური თამაშის წინ. ეს არ ჰგავს იმ საქციელს, რაც უნდა გავაკეთოთ. 

განაცხადში საკმაოდ ბევრი ისეთი ფეხბურთლი გვყავს, რომელიც დასვენებულია. ოქსი არ არის, სამწუხაროა, მაგრამ მას დამატებითი ტესტირებები სჭირდება. ის გარშემო ყველას გვიყვარს, ამიტომ გარისკვა არ ღირს და სჯობია დარჩეს და თავს მიხედოს.  დღეს მას მსუბუქი ინტენსივობის დღე აქვს, ხვალ კი – რთულის. ეს ყველაფერი მისთვისაა, გრძელვადიან პერსპექტივაში. ეს არის ის, რაც ჩვენ პირველ რიგში უნდა განვიხილოთ. მიხარია, რომ პორტუგალიაში ბევრი დასვენებული ფეხბურთლი მეყოლება.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ადამი ვარჯიშს დაუბრუნდა და ის ჩვენთან ერთადაა. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ გვყავს ორი ფეხბურთელით მეტი, ვნახოთ რა შეიცვლება. თუ წესისამებრ არაფერი შეიცვლება, შეიცვლება მომავალ თამაშებში. ეს ძალიან პოზიტიური ამბავია და თანაც სწრაფი. სახლს ძალიან ბევრი კილომეტრი გვაშორებს და თამაშის დღეს სწრაფ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ და ვერ ვიტყვით: კარგით, მოდი ყველაფერი ძველებურად იყოს. ჩვენ უნდა მოვემზადოთ ისე კარგად, როგორადაც შესაძლებელია და ესაა მიზეზი იმასაც, თუ რატომაა ადამი შემადგენლობაში.

ჰენდოს რაც შეეხება, მასთან ყველაფერი რიგზეა. მის გარდა ყველა ხელმისაწვდომია, რაც ძალიან კარგია. სხვა არაფერი მომხდარა. ჰენდომ მიიღო დარტყმა, მაგრამ ის ამას გაუმკლავდა” – ციტირებს კლოპის სიტყვებს “მერსისაიდელთა” ოფიციალური ვებ-გვერდი.