მოგეხსენებათ, უკვე რამდენიმე დღეა “ლივერპული” ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩისთვის ესპანეთის სამხრეთში, ქალაქ მარბელიაში ემზადება. გუნდთად ერთად პირინეიზე იმყოფებიან რობერტო ფირმინო და ნაბი კეიტა. როგორც იცით, ორივე მათგანი მერსისაიდელებს ტრავმის გამო ბოლო მატჩებში ვერ ეხმარებოდნენ.

კლუბის ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში, “წითლების” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა სწორედ ამ ორი მოთამაშის მდგომარეობაზე გააკეთა კომენტარი :

“ნაბის შემთხვევაში ყველაფერი დაგეგმილზე უკეთ მიმდინარეობს, თუმცა ეს ახლა არაფერს ნიშნავს. ჯერ ის მხოლოდ დარბის და 50%-ით იტვირთება. ვიცი აფრიკის თასისა და გვინეის ნაკრების შესახებ. არ გვსურს ფეხბურთელი მოედანს მიღმა დავტოვოთ მაშინ, როცა მას თამაში შეუძლია. ამჟამად კი დაზუსტებით ვერაფერს ვიტყვით, სამედიცინო პერსონალთან ერთად უნდა ვიმუშავოთ და შევაფასოთ მისი მდგომარეობა.

არ აქვს მნიშვნელობა საქმე ეხება ნაკრებში თუ კლუბში თამაშს. თუ შენ მწყობრში არ ხარ, მაშინ ვერც მოედანზე გახვალ.

ბობი კი უკეთ გამოიყურება. მას დიდი დრო არ გაუცდა, თუმცა მაინც ვფრთხილობთ. ახლა ის მხოლოდ 70%-ით იტვირთება, ხვალიდან კი ალბათ უკვე სრულფასოვნად ივარჯიშებს. იმედი მაქვს, ის კარგად იქნება.” – განაცხადა კლოპმა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპ. ლიგის ფინალი მადრიდში 1 ივნისს გაიმართება.