ტიმო ვერნერი “ლაიფციგთან” ახალ კონტრაქტს ხელს არ მოაწერს. ამის შესახებ ინგლისური პრესიდან ვიგებთ. “ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი 23 წლის გერმანელის დიდი თაყვანისმცემელია, მაგრამ ასევე ფიქრობენ მიუნხენის “ბაიერნშიც”.

ტიმო, რომელმაც ბუნდესლიგაში უკვე 14 გოლს მუყარა თავი, გერმანული ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავია:

ჩვენთვის ცნობილია, რომ ტიმო ვერნერი კლუბთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს. ჩვენ მისი შენარჩუნება გვსურდა, თუმცა ის ამას არ აპირებს. ჩვენ უნდა გავარკვიოთ ამ ეტაპზე რა არის სწორი მისთვის და ამასთანავე ჩვენთვის” – განუცხადა ოლივერ მინცზალფმა Sky Sports-ს.

ეს უკვე დიდი ამბავია “ლივერპულისთვის”, რადგან: 1) იურგენ კლოპის დამოკიდებულება ფეხბურთელის მიმართ უკვე ვიცით და 2) გერმანელი ტალანტი, რომელსაც კონტრაქტის ვადა 2020 წელს ეწურება, შესაძლოა ხელმისაწვდომი £35 მილიონ ფუნტად გახდეს.

“წითლებს” სჭირდებათ თავდამსხმელი, რომელიც გეგმა B-ს იდეალურად შეასრულებს იმ შემთხვევაში, თუ გუნდის მოწინავე ტრიოდან რომელიმე ხელმიუწვდომელი იქნება. მერსისაიდიდან მიდის ფორვარდი დანიელ სტარჯი, რომელსაც კვალიფიციური შემცვლელი ნამდვილად დასჭრიდება.

რადგან დანიზეც ჩამოვარდა სიტყვა, ის ლივერპულში ძალიან უყვართ და იგივე აზრზეა მისი ყოფილი დამრიგებელი ბრენდან როჯერსიც, რომელიც ყოფილ შეგირდს “ლესტერში” ეპატიჟება.