“ლივერპულის” მიერ განათხოვრებულმა ფეხბურთელებმა პარასკევს და შაბათს მორიგი მატჩები ჩაატარეს :

* “ბორნმუთმა” საკუთარ მოედანზე “ბარნლი” მიიღო და 1:3 დამარცხდა. ნათანიელ კლაინი “ალუბლების” ძირითად შემადგენლობაში იყო, თუმცა ის მეორე ტაიმის დასაწყისში შეცვალეს.

* საკუთარ კედლებში დამარცხდა “ჰერტაც”. აღსანიშნავია, რომ მასპინძელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა მარკო გრუიჩმა, რომელმაც 41-ე წუთზე გოლიც გაიტანა, თუმცა ეს ქულის ასაღებად საკმარისი არ აღმოჩნდა – შეხვედრა “დიუსელდორფის” გამარჯვებით 1:2 დასრულდა.

* უხვგოლიანი გამოდგა “ბრენტფორდისა” და “დერბის” დაპირისპირება – მატჩი ფრედ 3:3 დასრულდა. შეხვედრაში ანგარიში სტუმართა უელსელმა შემტევმა, ჰარი უილსონმა გახსნა.

* “ჰალ სიტიმ” საკუთარ მოედანზე “რედინგი” მიიღო და მეტოქე 3:1 დაამარცხა. სტუმართა რიგებში შეუცვლელად ითამაშა ოვიე ეჯარიამ. ახალგაზრდა ინგლისელმა აქტივში საგოლე გადაცემაც ჩაიწერა.

* ფრედ 1:1 დასრულდა “ფლამენგოსა” და “ფლუმინენსეს” დაპირისპირება. მატჩის 56-ე წუთიდან საქმეში ალან როდრიგესი ჩაერთო, თუმცა თავის გამოჩენა ვერაფრით შეძლო.

* პარასკევს “ორჰუსი” გასვლაზე “ჰორსენს” დაუპირისპირდა და მეტოქეს 3 უპასუხო გოლი გაუტანა. აღსანიშნავია, რომ კამილ გრაბარა ძირითად შემადგენლობაში იყო და კარის მშრალად შენახვაც შეძლო.

* “კილმარნოკმა” 2:0 სძლია “სტ. ჯონსტონს”. ახალგაზრდა თავდამსხმელს, ლიამ მილარს მასპინძელთა რიგებში მხოლოდ 20 წუთი დაუთმეს.