მოგესალმებით სქაუზერებო და არასქაუზერებო :) ჩვენს ვებ-გვერდზე საკმაოდ დიდი სამუშაოები ჩატარდა, გამოიცვალა ძრავი და დიზაინი. ვინაიდან და რადგანაც წინა ვერსიაზე საკმაოდ ბევრი პრობლემები შეიქმნა, გახდა დაუცველი და დაზიანდა ბევრი სხვა “კოდი”, გადავწყვიტეთ სრულიად შეგვეცვალა და განგვეახლებინა ჩვენი ფანკლუბის გვერდი.

ამ ეტაპზე გაშვებულია სატესტო რეჟიმში, ლაივ რეჟიმში ვმუშაობთ დახვეწაზე და დარჩენილი პრობლემების აღმოფხვრაზე, ძალიან კრიტიკულადაც ნუ განსჯით. თუ რამე პრობლემას ნახავთ, გთხოვთ დაგვიწეროთ კომენტარებში.

წაიშალა იუზერები, ძველი პოსტები და ა.შ. ვიწყებთ ახლიდან, სუფთა ფურცლიდან, თუმცა ძალიან მალე ყველა საჭირო პოსტი აღდგება და ახლებითაც შეივსება.

მადლობა, რომ გაგებით ეკიდებით და ჩვენს გვერდით ხართ ამდენი წლის განმავლობაში.

პატივისცემით, ადმინისტრაცია.