“მანჩსტერ სიტის” ესპანელმა მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ აღიარა, რომ “ლივერპული” ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია იმათგან, ვისაც ოდესმე შეხვედრია.  Sky Sport-თან ინტერვიუში პეპმა მთავარ კონკურენტზე საქებარი სიტყვები არ დაიშურა:

ლივერპული ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია, ვისაც ოდესმე შევხვედრივარ. მათ ყველაფერი აქვთ. მათ აქვთ კარგი ტაქტიკა, დიდი თავდაცვითი ძალა, ძალიან მაღალი პრესინგი და რაღა თქმა უნდა საუკეთესო კონტრ-შეტევა. 

ადრე პოზიტიურ თამაშთან გარკვეული პრობლემები ჰქონდათ, მაგრამ მას შემდეგ ძალიან დიდი პროგრესი განიცადეს. ლივერპულს ყველაფერი აქვს. სწორედ ამიტომაა, რომ ჩემპიონობასთან ძალიან ახლოს არიან.

არ ვიცი, აპრილში რამდენი ინგლისური გუნდი ყოფილა შემორჩენილი ოთხ ტურნირზე, მაგრამ ბევრი არ იქნებოდა. ჩვენ უბრალოდ უნდა მოვიგოთ შემდეგი შეხვედრა და ამის შემდეგ ვნახოთ, თუ რამდენად შორს წავალთ” – საუბრობს პეპი.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად “ქალაქელები” “წითლებს” ორი ქულით ჩამორჩებიან, თუმცა თადარიგში ერთი მატჩი აქვთ შემორჩენილი, რომელიც დღეს გაიმართება.