დორტმუნდის “ბორუსიას” ფეხბურთელი მარიო გიოტცე იძახის, რომ იურგენ კლოპიც და პეპ გვარდიოლაც მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელები არიან. Bild-თან საუბრისას, მარიომ ძველი წლები გაიხსენა. შეგახსენებთ, რომ ის კლოპმა “ბორუსიაში” 17 წლის ასაკში დააწინაურა, შემდეგ კი გვარდიოლას “ბაიერნში” წავიდა:

მათი შედარება რთულია, რადგან პეპსაც და იურგენსაც განსხვავებული ფილოსოფია აქვთ. ფაქტი ისაა, რომ ორივე ძალიან წარმატებულია. მე მოხარული ვარ, რომ თითოეული მათგანთან ვმუშაობდი. როგორც კი დრო მაქვს, შესაძლებლობისამებრ ორივე მათგანის თამაშებს ვუყურებ. სატიტულო ბრძოლა პრემიერ ლიგაში ძალიან დაძაბულია.” – საუბრობს 26 წლის მარიო.

როგორც იცით, ფეხბურთელის კარიერა ისე ვერ წარიმართა, როგორც დაიწყო. ამის გამო ის არაერთხელ დაუკვაშირეს “ლივერპულს”, განსაკთრებით კი გასულ ზაფხულს. “ოქროს ბიჭუნამ” კომენტარი ამ საკითხზეც გააკეთა:

კლოპმა იცოდა, რომ ბაიერნის დატოვებას ვაპირებდი. რა თქმა უნდა, ჩვენ ვისაუბრეთ. ის ძალიან კარგად მიცნობს და იცის, რომ ახალი გამოწვევებისთვის ყოველთვის მზად ვარ. იურგენს ხშირად ველაპარაკები. მან პირველ გუნდში 17 წლის ასაკში ამიყვანა და ყველაფერი შესაძლებელი გახადა. ჩვენ არასდროს ვწყვეტთ საუბარს” – დაასრულა გიოტცემ.