ლივერპულის ცენტრალურმა მცველმა იმედი გამოთქვა, რომ შვეიცარიის ნაკრებთან მატჩს სასტარტო შემადგენლობაში დაიწყებს, მანამ კი ვან დეიკის მიმართ ინგლისელების მიზანმიმართული “ბუინგი” ახსენა.

“არ ვიცი ვირჯილმა რით დაიმსახურა ეს. მას მთელი შეხვედრის მანძილზე რაიმე არასწორი არაფერი გაუკეთებია.”

“თუ გგონიათ, რომ მისი ‘ბუინგი’ ჩვენ რამეში დაგვეხმარა, ნამდვილად ცდებით. ჩვენ, როგორც გუნდს გვჭირდება მხარდაჭერა და არა მეტოქის მიმართ ამგვარი დამოკიდებულება.” – განაცხადა ჯო გომესმა.

შეგახსენებთ, რომ ჯო გომესის ინგლისი მე-3 ადგილისთვის შეხვედრას შაჩირის შვეიცარიის წინააღმდეგ გამართავს.