წარმოგიდგენთ “ლივერპლუს” რიგით მეთოთხმეტე მწვრთნელს – გრემ სუნესი.

“რეინჯერსში” გატარებული 5 წარმატებული სეზონის შემდეგ, გრემ სუნესმა თავისი მეგობარი დალგლიში ჩაანაცვლა “ლივერპულის” თავკაცის პოსტზე. დალგლიშის ფორმირებული გუნდი უკვე ასაკში იყო შესული, თუმცა მეორეს მხრივ ახალგაზრდა ტალანტები სტივ მაკმანამანი, რობი ფაულერი და ჯეიმი რედნაპი მზად იყვნენ თავიანთი სიტყვა ეთქვათ. შემდეგში სუნესმა აღიარა, რომ ზედმეტად ადრე შეუდგა წმენდას. მოსვლისთანავე გუნდიდან გაუშვა გამოცდილი ფეხბურთელები: პიტერ ბირდსლი, სტივ მაკმანოჰი, ბარი ვენისონი, როი ჰოუტონი, ხოლო მათ ნაცვლად მასიურად იყიდა მეორეხარისხოვანი ფეხბურთელები (უოლტერსი, კოზმა, დიქსი, კლაიფი, სტიუარტი, ტანერი და ა.შ.). ერთადერთი სარფიანი ტრანსფერი 1991 წლის ოქტომბერში გაფორმებული რობ ჯონსი აღმოჩნდა.

გუნდი მძიმე მდგომარეობაში იყო ჯო ბარნსის, მარკ რაიტის და რონი უილანის ტრავმების გამო. იან მელბიუმ 10 კვირა გამოტოვა, ხოლო რაშმა 20(!!!). შემდეგში იან რაშმა თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში სუნესი დაადანაშაულა მასიურ ტრავმატულობაში, მიზეზად კი სკოტის მიდგომა მოიყვანა, რომელიც წინასასეზონოდ ფეხბურთელებს წარმოუდგენელი დატვირთვების ატანას აიძულებდა. “ბიჭები მწყობრიდან სეზონის დაწყებამდე გამოდიოდნენ.”  წერს რაში.

1991/92 წლების სეზონი სკოტი სპეციალისტისთვის დრამატული გამოდგა. აპრილიდან მაისამდე მას მატჩების გამოტოვება მოუწია, ვინაიდან გულის შეტევით საავადმყოფოში აღმოჩნდა. თასის ფინალისთვის პოსტს დაუბრუნდა, თუმცა როგორც საჭიროა ისე ვერ მოახერხა “ლივერპულში” მოპივებული ერთადერთი ტიტულით დატკბობა (ფინალში “სანდერლენდი” 2:0 დამარცხდა). როგორც არ უნდა ყოფილიყო სუნესმა “ლივერპულში” თავისი მოღვაწეობის დასასრულის დასაწყისს თავადვე დაუდო დასაბამი, როდესაც ავადსახსენებელ S*n-ს მიყიდა მატერიალი თავისი სასიყვარულო ისტორიების შესახებ, რომელიც ზუსტად “ჰილსბოროს” ტრაგედიის 3 წლისთავზე გამოქვეყნდა. ბუნებრივია “სკაუზერებს” აღნიშნული ფაქტი სუნესისთვის დღემდე ვერ უპატიებიათ.

ზაფხულში გუნდში მოიწვიეს დევიდ ჯეიმსი, რომელსაც ლეგენდარული ბრიუს გრობელაარი უნდა შეეცვალა. “ლივერპულმა” სეზონი საშინლად დაიწყო, ეს იყო ყველაზე ცუდი სტარტი ბოლო 39 წლის განმავლობაში. განგაშის ზარები სულ უფრო მკვეთრად რეკდნენ. სუნესი “ტოტენჰემთან” ბოლო საშინაო შეხვედრას არც კი დაესწრო, ვინაიდან “ქოვენთრი”-“ლიდსის” საყურებლად გაემართა. თითქოს სუის და “ლივერპულის” გზები უნდა გაყრილიყო, თუმცა ულვაშა სპეციალისტი მომდევნო სეზონშიც დატოვეს და დამხმარედ როი ევანსი მიუვლინეს. ცხადი იყო, რომ ევანსი პირველი ხიფათისასვე შეცვლიდა სუნესს.

“ლივერპულმა” საკმაოდ კარგად დაიწყო და 3 საწყის შეხვედრაში იმარჯვა, თუმცა სექტემბერში ამდენჯერვე დამარცხდა. ოქტომბერი და ნოემბრის დასაწყისი კარგი გამოდგა: 5 გამარჯვება, 2 ფრე. სეზონის შუა ნაწილში “მერსესაიდელებმა” 23 შეხვედრაში 36 ქულას მოუყარეს თავი და მეშვიდე პოზიციაზე აღმოჩდნენ.

თასის მესამე რაუნდში გასვლითმა ფრემ “ქოვენთრისთან” (1:1) გაკვირვება გამოიწვია, რომელიც პანიკაში გადაიზარდა “ენფილდზე” განმეორებით შეხვედრაში მარცხის შემდეგ (0:1). სუნესი აანალიზებდა, რომ მსგავსი სიტუაცია მიუღებელი იყო, ამიტომ 1 კვირის შემდეგ ხელმძღვანელობას თანამდებობიდან განთავისუფლება სთხოვა.  ბოლო პრეს კონფერენციას ის არ დაესწრო, რომლის ნაცვლადაც გამოსამშვიდობებელი განცხადება გაავრცელა: “ამ სამსახურს დავთანხმდი, ვინაიდან მტკიცედ მჯეროდა, რომ გუნდს დიდების გზაზე დავაყენებდი, თუმცა სირთულეებს, რომელსაც გადავაწყდი ჩემს ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.”

“ლივერპულის” პრეზიდენტი დევიდ მურსი წუხდა თავისი მეგობრის წასვლის გამო, ამიტომ მისი წარუმატებლობა გულის შეტევით, მამის გარდაცვალებით და ტრავმების ეპიდემიით ახსნა.  ნებისმიერ შემთხვევაში ერთ მარტივ საკითხთან მივედით: გუნდის რეზულტატი არ შეესაბამებოდა გულშემატკივრების მოლოდინს.