მოგეხსენებათ, ზაფხულში “ლივერპულმა” მარკო გრუიჩი ბერლინის “ჰერტაში” გაანათხოვრა. სერბი ნახევარმცველი მალევე იქცა გერმანული კლუბის ძირითადი შემადგენლობის წევრად, თუმცა თავდაპირველად გრუიჩს თავის დამკვიდრებაში ხელი ტრავმებმა შეუშალა.

ბოლო პერიოდში მარკო რეგულარულად იღებს სათამაშო პრაქტიკას. როგორც ირკვევა, მას მომდევნო წელსაც “ჰერტას” რიგებში სურს თამაში.

“მალე დავასრულებ თუ არა “ჰერტასთვის” თამაშს ? იმედი მაქვს რომ არა. ბერლინში თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ.

“ჰერტამ” მომცა საშუალება ბუნდესლიგაში მეთამაშა. ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ და თუ ტრავმებს არ ჩავთვლით, აქ ყველაფერი ბრწყინვალედ მიდის. საბოლოო ჯამში ეს საკითხი ჩემი გადასაწყვეტი არაა. არჩევანს რომ ვაკეთებდე, “ჰერტაში” კიდევ 1 და 2 წლითაც კი დავრჩებოდი.” – განაცხადა გრუიჩმა.

შეგახსენებთ, რომ მარკო იურგენ კლოპის პირველი ტრანსფერი იყო. ის “ლივერპულმა” სერბული “ცრვენა ზვეზდასგან” იყიდა.