“ლივერპულის” ერთ-ერთი კაპიტანი ვირჯილ ვან დაიკი აპირებს, რომ სეზონის ბოლოს გუნდის ახალი ისტორია შექმნას. ამისათვის, მას მხოლოდ რამოდენიმე კვირა აშორებს. გარდა იმისა, რომ პრემიერ ლიგაში სულ რაღაც ოთხი ტურია დარჩენილი, კლუბი ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალშია და მომავალ ეტაპამდე ერთ ნაბიჯი აშორებს. ვირჯილმა კარგად იცის, რომ ორივე ტურნირის მოგება საკმაოდ ხმამაღალი განაცხადია, მაგრამ ეს არ ამცირებს ფეხბურთელის ამბიციებს:

ეს რთული გასაკეთებელი იქნება, მაგრამ დიდებული დროა იყო ლივერპულის ფეხბურთელი. ჩვენ რვა თამაში დაგვრჩა, თითები გადაჯვარედინებულია, ასე რომ ყველაფერი უნდა მივცეთ, რაც გაგვაჩნია. ეს არის ის, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ ახლა, ფოკუსირებულნი ვიყოთ საკუთარ თავებზე, გავიღოთ ყველაფერი და დაველოდოთ, თუ რას მოგვიტანს ყოველივე ეს.

და თუ თქვენც ამის შესახებ ფიქრობთ, მაშინ რა არის ეს რვა თამაში? ჩვენ უნდა ვირწმუნოთ. საკუთარ თავებს ეს უნდა დავაჯეროთ. ფინალში კიდევ ერთხელ გვინდა გასვლა, რადგან ეს არის ის, რის გამოც ამ გუნდში ვართ.” – საუბრობს ვირჯილი.

როგორც უკვე იცით, “ლივერპულმა” “ენფილდზე” 2-0 გაიმარჯვა და დღეს “დრაგაოზე” განმეორებით შეხვედრას მოუთმენლად ელის:

ჩვენ კარგი შედეგი დავაფიქსირეთ, მაგრამ ამას შემდეგ ეტაპზე არ გავუყვანივართ და კარგად ვიცით, თუ რამხელა ბრძოლა და ენერგია დაგვჭირდება ამისთვის. ვიცით, რომ ეს გაცილებით რთული იქნება, ვიდრე – ენფილდზე იყო. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ უკვე მომდევნო ტურში ვართ, თუმცა იმედია, საქმეს ბოლომდე მივიყვანთ.

ვიცით, რომ პორტუ ძალიან საშიშია. მათ სახიფათო მომენტები წინა მატჩშიც შეგვიქმენს, განსაკუთრებით კი მეორე ტაიმში. გაგვიმართლა, რომ ცოტათი უკეთესები ვიყავით და ვაჯობეთ. ჩვენ ჩვენ თამაშს ვითამაშებთ, რა თქმა უნდა წინა 2-0-ზე არ ვიფიქრებთ, თავს არ დავიცავთ და აუცილებლად შევუტევთ, ვითამაშებთ ისე, როგორც მთელი სეზონის მანძილზე. იმედია შანსებს შევქმნით და გავიტანთ გოლს, რათა ეს მათთვის უფრო რთული გახდეს. 

თუ ჩვენ გავიტანთ ერთს, ვიცით, რომ მათ უკვე ოთხი დასჭირდებათ” – განაცხადა ვირჯილმა ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში.