როგორც იცით, და ალბათ არც არასდროს დაგავიწყდებათ, სამშაბათს “ლივერპულმა” საკუთარ “ენფილდ როუდზე” კატალონიის “ბარსელონას” 4-0 მოუგო და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა. ეს ფაქტი ყურადღების ეპიცენტრშია და ალბათ კიდევ დიდხანს იქნება, თუმცა სათქმელია ისიც, რომ კვირას პრემიერ ლიგის ბოლო ტური გაიმართება და იქ ჩემპიონის ვინაობა გახდება ცნობილი.

ეს იყო აშკარად გამორჩეული, საოცარი და განსაკუთრებული ღამე. ბარსელონასთან თამაშის შემდეგ ყველანი აღფრთოვანებულნი ვიყავით და მეორე დღეს ამას უფრო გააზრებულად აღვნიშნავდით. ახლა ამაზე ფიქრის დრო აღარ არის, ჩვენ ვარჯიშსა და მუშაობას დავუბრუნდით, რადგან კვირას დიდი ტესტის ჩასაბარებლად ვემზადებით, ეს ხომ სეზონის უკანასკნელი საშინაო მატჩია.

ჩვენ გვინდა დავანახოთ, რასაც მთელი სეზონის მანძილზეც ვახერხებდით, რომ სამი ქულის აღება გვწყურია და ამისათვის ყველაფერს გავაკეთებთ. ვულვზი შესანიშნავი გუნდია, ფანტასტიური მენეჯერით და ვფიქრობ მათი მოგება ძალიან რთული იქნება. მათთან გასვლაზე ასპარეზობა ძნელი აღმოჩნდა, თუმცა იქ ჩემი პირველი პრემიერ ლიგური გოლი გავიტანე და ამით კმაყოფილი ვარ.

ნებისმიერს შეუძლია ილაპარაკოს “ბრაიტონსა” და მის სტაფზე, თუ რას აპირებენ ისინი “სიტისთან” გასამართი მატჩის წინ, თუ რა მოხდება თამაშის დასრულების შემდეგ…მაგრამ ჩვენ ფოკუსირებულნი მხოლოდ საკუთარ შეხვედრაზე ვართ.” – ციტირებს ვირჯილ ვან დაიკის სიტყვებს “ლივერპულის” ოფიციალური ვებ-გვერდი.